ჩაბარების ვადა:

4 აპრილი 2025, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T25899 - ტენდერი სარემონტო სამუშაოების შესრულებაზე

  • გამომცხადებელი: York Holding Group
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 4 აპრილი 2025 დრო 12:39
  • წინადადების მიღება მთავრდება: 4 აპრილი 2025 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

შპს “იორკ ჰოლდინგ გრუპი” ს.კ 430800733  აცხადებს ტენდერს სარემონტო სამუშაოების შესრულებაზე.

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს:

  • განხორციელებული პროექტების ჩამონათვალი;
  • არანაკლებ 3 სარეკომენდაციო წერილი, მსგავსი ტიპის პროექტების დამკვეთებისგან, შესაბამისი პროექტების მითითებით.

მოთხოვნები პრეტენდენტის მიმართ:

  • კომპანია უნდა წარმოადგენდეს საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს;
  • კომპანიას უნდა ჰქონდეს მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება სარემონტო სფეროში.

წინადადება უნდა მოიცავდეს:

  • ხარჯთაღრიცხვას - დანართი N1-ის შესაბამისად;
  • გამოსაყენებელი მასალის ჩამონათვალს და სპეციფიკაციებს;
  • სამუშაოების შესრულების დეტალურ გეგმა-გრაფიკს;
  • შესრულებულ სამუშაოებზე საგარანტიო ვადას და პირობებს. 

დანართში N2 მოცემულია რენდერი, რომელიც პრეტენდენტს დაეხმარება პროექტის მასშტაბის და დეტალების აღქმაში. 

სამუშაოების ჩატარების მისამართი:

ქალაქი თბილისი, ინტენსიფიკაციის გზა N14

საკადასტრო კოდი: 01.14.16.014.419 

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 4 აპრილი, 18:00 საათი;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში 

საკონტაქტო ინფორმაცია:

ადმინისტრაციული საკითხები - procurement@yorktowers.com

ტექნიკური საკითხები - მობ: 577689450

ტენდერის კატეგორია:

  • 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება
შეკითხვები
მიმწოდებელი 2

მოგესალმებით გადამოწმებულია ბმული , შეგიძლიათ ატვირთოთ.

მიმწოდებელი 1

შესაბამისად გთხოვთ დაგვიზუსტოთ სატენდერო დოკუმენტაციის მიწოდების ვარიანტები.

მიმწოდებელი 1

მადლობთ პასუხისთვის, მაგრამ რომ აგითვირთოდ დოკუმენტაცია tenders.ge-ის ინსტრუქციის მიხედვით თქვენ უნდა შექმნათ პირველ რიგში "შათავაზების" ველი, სადაც მონაწილე ატვირთავს საბუთებს ცალ ცალკე ფაილებით. სხვა შემთხვევაში საბუთებს ვერავინ ვერ ატვირთავს.

მიმწოდებელი 2

მოგესალმებით ყველა დოკუმენტი მათ შორის ხარჯთაღრიცხვაც ატვირთული უნდა იყოს ამ ვებ გვერდზე , ატვირთვის წესები შეგიძლიათ დააზუსტოთ tenders.ge-ის ცხელ ხაზზე.

მიმწოდებელი 1

მოგესალმებით. სურვილი გვაქვს მივიღოთ მონაწილეობა გამოცხადებულ ტენდერში და გთხოვთ მოგვწეროთ სატენდერო საბუთების ჩამონათვალი რაც აუცილებელია ტენდერში მისაღებათ ხარჯთაღრიცხვის გარდა. ასევე გსურთ თუ არა მიიღოთ სრული დოკუმენტაცია ერთი კონვერტის პრინციპით მითითებულ მისამართზე, თუ ჩვენ უნდა გამოგიგზავნოთ სატენდერო დოკუმენტაცია მითითებულ მეილზე. მადლობა .