ჩაბარების ვადა:
15 ივნისი 2017, 12:00
სტატუსი:
დასრულებულიT2592 - ტენდერი ელექტრო თვითმტვირთავის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს “ საქინვესტი“ აცხადებს ტენდერს სპეცტექნიკის: ელექტრო თვითმტვირთავის შესყიდვაზე 08/06-SAK-P/FL-17
შესყიდვის ობიექტის დახასიათება:
ელექტრო თვითმტვირთავი (ფორკლიფტი):
- მწარმოებელი: ჩინეთი/ ევროპა
- მდგომარეობა: ახალი/მეორადი
- სამუშაო გარემო: მაცივარი, ტემპერატურით „ -25 გრადუსი ცელსიუსი“
- მინიმალური ტვირთამწეობა: 1.5 ტონა
- ტვირთის აწევის მინ. სიმაღლე: 2 მეტრი
- თვითმტვირთავის მაქს. სიმაღლე: 2.4 მეტრი
განსაკუთრებული პირობა:
არაუგვიანეს 15.07.2017 -სა, თვითმტვირთავი უნდა იქნეს მიწოდებული დამკვეთის მისამართზე: ქ. თბილისი, აგლაძის ქ. N32.
შპს “ საქინვესტი“ იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:
- კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- შემოთავაზებული ტექნიკის დეტალური ტექნიკური სპეციფიკაცია
- მეორადი ტექნიკის შემთხვევაში დეტალური ინფორმაცია ტექნიკის მდგომარეობის შესახებ; - ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ
- შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე; - ინფორმაცია პროდუქტის მიწოდების ვადების შესახებ;
- დეტალურად გაწერილი საგარანტიო ვადა და პირობები.
- ინფორმაცია ანალოგიური მიწოდების შესახებ;
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
- სარეკომენდაციო წერილ(ებ)ი.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა.
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18 საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე. v_maisuradze@giec.ge ; 551 11 22 22.
- საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: ლევან კაკოიშვილი საკონტაქტო ნომერი: 599 26 32 22.
წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 15.06.2017, 12:00 სთ.
ტენდერის კატეგორია:
- 42400000 ამწე და გადასაზიდი მოწყობილობები და მათი ნაწილები
- 34100000 ავტოსატრანსპორტო საშუალებები
- 43300000 სამშენებლო მანქანები და მოწყობილობები