ჩაბარების ვადა:

14 აპრილი 2025, 15:00

სტატუსი:

გაფორმებული

E
ელ. ტენდერი
T26006 - ტენდერი ფურცლოვანების და კვ. მილის შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: დაირექტ დებიტ ჯორჯია
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 7 აპრილი 2025 დრო 12:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 14 აპრილი 2025 დრო 15:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯიას/კ 205130464 აცხადებს ელექტრონულ ტენდერს ფურცლოვანების და კვ. მილის შესყიდვაზე.

შესყიდვის ობიექტი:

პროდუქტი რაოდენობა
კვ.მილი 40x20x2 720 მეტრი
ფურცლოვანა 2500x1250x1 25 ცალი
ფურცლოვანა 2500x1250x2 20 ცალი
ფურცლოვანა 2500x1250x2.5 80 ცალი
ფურცლოვანა 2500x1250x3 5 ცალი

ძირითადი მოთხოვნები:

  •  შემოთავაზებული პროდუქტი არ უნდა იყოს დეფორმირებული და კოროზირებული, წინაამდეგ შემთხვევაში პროდუქტი არ მიიღება.
  •  ფურცლოვანას ტიპი - ცივადნაგლინი
  •  მოწოდება უნდა განხორციელდეს 1 ეტაპად 2025 წლის აპრილში
  • ანაზღაურება - პროდუქციის მოწოდებიდან 5 დღის ვადაში
  • მოწოდების, ჩამოტვირთვა/დასაწყობების მისამართი - კვ. მილი - ქ.თბილისი, ჩაჩავას ქ. # 2-4-6-8-10;
  • ფურცლოვანა - ქ.თბილისი, დიდი ლილო, რუსუდან ჩხეიძის ქ. # 16

სატენდერო პირობები

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა სისტემაში ატვირთოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული შემდეგი დოკუმენტაცია (PDF ფორმატის ფაილები):

  • დანართი N1- კომპანიის რეკვიზიტები;
  • დანართი N2- ფასების ცხრილი
    - ფასები დაფიქსირებული უნდა იყოს ლარში დღგ-ს და კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით
    -  ღირებულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს პროდუქციის ადგილზე მოწოდება;
  • დანართი N3- განხორციელებული პროექტების და შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი;

შემოთავაზების მიღების ბოლო ვადაა 14/04/2025 15:00 საათი

ტენდერში გამარჯვების კრიტერიუმია-ღირებულება და ხარისხი;

განფასებაში შეცდომის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ერთეულის ფასს;

სატენდერო შემოთავაზებაში და ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასთა ცდომილების (სხვაობის) შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასს;

გამარჯვებულად მიიჩნევა და ხელშეკრულება დაიდება იმ მონაწილესთან, რომელიც წარმოადგენს უკეთეს ფასს და დააკმაყოფილებს სატენდერო ტექნიკურ მოთხოვნებს;

ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია ავანსად გასაცემი თანხის ოდენობით, ასევე შემოსავლების სამსახურიდან გაცემული შედარების აქტი, რომელშიც არ უნდა ისახებოდეს დავალიანება.

მომწოდებლის მხრიდან შესაძლებელია მოხდეს დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენა 3 დღის ვადაში. ვადის ათვლა ხორციელდება მომწოდებლისთვის იმ ინფორმაციის მიწოდების დღიდან, რომელსაც შეეხება პრეტენზია.

დამკვეთის მიერ შესაძლებელია შეწყდეს ტენდერი, შესაბამისი მიზეზების არსებობის შემთხვევაში, რაზეც აუცილებლად ინფორმირებული იქნება ყველა მონაწილე; ასევე დამკვეთი იტოვებს უფლებას ტენდერი სცნოს ანულირებულად თუ ტენდერში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ერთი კომპანია;

სხვა დანარჩენი პირობები, შემდგომში გამყიდველსა და მყიდველს შორის გათვალისწინებულ იქნება ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებაში.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 14 აპრილი, 15:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

ტენდერის მსვლელობის დროს ტექნიკურ და ტენდერის პროცესთან დაკავშირებით კითხვებზე დაუკავშირდით:

ლელა ტყეშელაშვილი
+995 599 27 87 97
ltkeshelashvili@ddg.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 14600000 ლითონის მადანი და შენადნობები
  • 14700000 ძირითადი ლითონები
  • 44100000 სამშენებლო მასალები და დამხმარე სამშენებლო მასალები
  • 44200000 სტრუქტურული მასალები
შეკითხვები
მიმწოდებელი 1

მოგესალმებით, რამდენად შესაძლებელია რომ ფურცლოვანას ტიპი - ცივად ნაგლინი შეიცვალოს და შემოთავაზებაში გათვალისწინებულ ინქას ცხლად ნაგლინიც? ან თუ შესაძლებელია რომ შემოთავაზება გავაკეთოთ მხოლოდ იმ პროდუქციაზე რომელიც გვაქვს და რომელიც არ გაგვაჩნია ის პოზიციები დავტოვოთ ცარიელი?

დაირექტ დებიტ ჯორჯია
დაირექტ დებიტ ჯორჯია

სალამი, შეთავაზება აუცილებლად 3 მმ-იანი შესაძლებელია არ იყოს, დანარჩენი აუცილებელია. რაც გაქვთ ის პროდუქტი შეგიძლიათ შემოგვთავაზოთ.