19 ივნისი 2017, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT2601 - ტენდერი ბულგარეთიდან ტვირთის ტრანსპორტირებაზე
ტენდერის აღწერილობა:
ს.ს.“მინა“ აცხადებს ტენდერს ბულგარეთიდან ტვირთის ტრანსპორტირებაზე.
- მიმართულება: ვარნა/ბულგარეთი – ქსანი/საქართველო
- ტვირთი: სოდიუმის კარბონატი (სოდა)
- ტვირთის რაოდენობა: 2800 ტონა (+-)
- გადაზიდვის საშუალება: საზღვაო , სარკინიგზო.
- დატვირთვის ადგილი: Port Varna West
- დატვირთის დაწყების თარიღი : 03–07/07/2017 (L/C -დატვირთვა დაიწყება ნებისმიერ დღეს მითითებულ პერიოდში)
- დატვირთვის პირობა: FOB (Free on board)
- დანიშნულების ადგილი: ს.ს. „მინა“ ქსანი/მცხეთის რეგიონი/საქართველო
- ბულგარეთიდან ბათუმის ან ფოთის პორტამდე საქონელი მოდის ზღვით, პორტიდან ქსნამდე საქონელი მოდის რკინიგზით, ღია ნახევარვაგონებით.
- შეფუთვა: ტვირთი დაფასოებულია და შეფუთული 1 ტონიან ჩანთებში / Big Bags 120 X 120 სმ (დაშვებულია მცირედი ცდომილება + – 5 სმ.)
- ტვირთი უნდა იყოს ჩამოტვირთული ან იმყოფებოდეს ჩამოტვირთვის პროცესში ბათუმის ან ფოთის პორტში არაუგვიანეს 20/07/2017 წ.
- ადგილზე მიწოდება: პორტიდან ქარხანას, სოდა უნდა მიეწოდოს ღია/ნახევარ ვაგონებით, დღეღამეში არაუმეტეს 10 ვაგონისა
- ტვირთის შემოტანა ქარხანაში / “MINA“–ს ტერიტორიაზე უნდა დაიწყოს არაუგვიანეს 24/07/2017.
შენიშვნა: გემი არ შემოდის საქართველოს საბაჟო კონტროლის ზონაში, სანამ არ დასრულდება საქონლის წინასწარი განბაჟება. ყველა საბუთის ასლი უნდა დამოაგზავნოთ წინასწარ რათა, „მინა“-მ განახორციელოს წინასწარი განბაჟების ყველა პროცედურა.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
ტენდერში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი შემოთავაზება დალუქული კონვერტით ს.ს.“მინა“-ს სათაო ოფისში (მცხეთის რ-ნი, სოფ.ქსანი) 2017 წლის 19 ივნისის ჩათვლით ; უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და დამოწმებული ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში);
გთხოვთ, კონვერტზე მიუთითოთ ტენდერის სახელწოდება და გამომგზავნის დასახელება;
წინადადებას უნდა დაერთოს:
- კომპანიის რეკვიზიტები;
- პასუხისმგებელი პირის საკონტაქტო ელ.ფოსტა და ტელეფონის ნომერი;
- შემოთავაზება , შემდეგი სახის : სატიტულო ფურცელზე (არსებობის შემთხვევაში) ტენდერში მითითებულ მოთხოვნაზე განფასება ლარში დ.ღ.გ-ს გარეშე;
გაითვალისწინეთ, მხოლოდ გამარჯვებულ კომპანიას ეცნობა ტენდერის შედეგი;
შერჩევისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესი შესაძლოა გაგრძელდეს 1 -4 კვირა.
გამარჯვების შესახებ გეცნობათ ელ.ფოსტის მეშვეობით;
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მოგვწეროთ მისამართზე dsebiskveradze@mina.com.ge
ტენდერის კატეგორია:
- 63100000 ტვირთის გადაზიდვისა და შენახვის მომსახურებები
- 63500000 ტურისტული სააგენტოების, ტუროპერატორებისა და ტურისტების დახმარების მომსახურებები
- 63700000 სახმელეთო, წყლისა და საჰაერო ტრანსპორტის დამხმარე მომსახურებები
- 60600000 წყლის ტრანსპორტის მომსახურებები