ჩაბარების ვადა:

18 აპრილი 2025, 12:00

სტატუსი:

მიმდინარე

T26068 - ფასთა გამოკითხვა კასპის ცემენტის ქარხნის პერიმეტრზე მოსაწყობი ღობის პროექტირებაზე

ტენდერის აღწერილობა:

,,ჰანიველ ცემენტი’’ წამყვანი ბრენდია საქართველოს ცემენტის ბაზარზე. ის ამარაგებს თითქმის ყველა მსხვილ სამშენებლო პროექტს ცემენტით და ბეტონით, მეტიც, კომპანია წარმოადგენს კლინკერის ერთადერთ მწარმოებელს ქვეყანაში. კომპანიას ქვეყნის მასშტაბით 1200-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული. კომპანია ფლობს ცემენტის ქარხნებს კასპსა და რუსთავში, ცემენტის წისქვილს ფოთში და ცემენტის ტერმინალს სუფსაში, ასევე, ბეტონის საწარმოებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

ფასთა გამოკითხვის საგანს წარმოადგენს, კასპის ცემენტის ქარხნის პერიმეტრზე ღობის მოწყობის პროექტირება.

მეტი ინფორმაცია ჰანიველცემენტის ჯგუფის შესახებ შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგ მისამართზე/ლინკზე: http://www.hunnewellcement.ge. 

ამასთან დაკავშირებით ჩვენ მოხარული ვართ გაცნობოთ რომ თქვენი კომპანია შერჩეულია როგორც პოტენციური შემსრულებელი ამ სამუშაოების და გიწვევთ მონაწილეობა მიიღოთ ფასთა გამოკითხვაში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ შემდეგი გარემოებები:

სამუშაოების შესრულების ადგილი:
კასპის ცემენტის ქარხანა
სამუშაოების შესრულების ვადა:
გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენთვის მისაღები უმოკლესი ვადა
გადახდის პირობები:
სამუშაოების დასრულების შემდეგ, მიღება ჩაბარების აქტის საფუძველზე
ტექნიკური მოთხოვნები: თანდართული დოკუმენტებისა და ადგილობრივი ტექნიკური მოთხოვნებისა და სტანდარტების შესაბამისად

წინადადების მოწოდებამდე საჭიროა შემსრულებლის ვიზიტი კასპის ცემენტის ქარხანაში. 

შემოთავაზების გამოგზავნისას, აუცილებლად Subject ველში მიუთითეთ ტენდერის ნომერი და ტენდერის დასახელება, ან თუ მოწვევა მიღებული გაქვთ E-mail საშუალებით, ჩაწერეთ წერილში არსებული SUBJECT. 

სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს: 

  • კომპანიის მიერ ბოლო 2 წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალს.
  • დეტალურ კომერციულ წინადადებას.
  • სამუშაოების შესრულების ვადას.
  • სამუშაოების შესრულების დეტალურ გეგმაგრაფიკს.

თუ არ იქნება გათვალისწინებული ზემოთ მოცემული გარემოებები და სატენდერო წინადადებას არ ახლავს გეგმა გრაფიკი, შესაბამისი Subject ან რაიმე სხვა მოთხოვნა, წინადადება ჩაითვლება უარად...

ყველა კორესპონდენცია წინადადების მოწოდების ჩათვლით უნდა მოხდეს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე.

თანდართული დოკუმენტები:

  • პერიმეტრზე მონუშნული საპროექტო ადგილები.
  • დამკვეთის ძირითადი მოთხოვნები DCS.
  • მსგავსი პროექტი.

წინადადებების მიღების საბოლოო ვადაა 18.04.2025 – 12:00 საათი

გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი წინადადება შემდეგ ელ-ფოსტაზე:

შალვა ბერიძე
+995 591 538 383

shalva.beridze@cement.ge

ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით გთხოვთ დაუკავშირდეთ:

ირაკლი სადუნიშვილი
+995 577 509705

irakli.sadunishvili@cement.ge  

შოთა ბიჭიკაშვილი
+995 555 316613
shota.bichikashvili@cement.ge  

ტენდერის კატეგორია:

  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები