
21 აპრილი 2025, 17:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T26073 - ტენდერი ბუსტერული ტიპის ავტომატური ტუმბო-აგრეგატის შესყიდვის თაობაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002) აცხადებს ელექტრონულ ტენდერს ბუსტერული ტიპის ავტომატური ტუმბო-აგრეგატის შესყიდვის თაობაზე და იწვევს კვალიფიციურ კომპანიებს მონაწილეობის მისაღებად.
1.2 საქონლის აღწერა და რაოდენობა
- 1 ერთეული ავტომატური (ბუსტერული) ტიპის ტუმბო აგრეგატი (4+1)
- წარმადობა Q=60 მ3/სთ;
- აწევის სიმაღლე H=50 მ;
- Pდადგ=20 კვტ.
- ერთი ტუმბოს ხარჯი Q=15 მ³/სთ; H=50 მ N=4 კვტ
ტუმბო სადგური აღჭურვილი უნდა იყოს საერთო სიხშირული მართვის სისტემით
განსაკუთრებული მოთხოვნა:
1. ავტომატური მართვის კარადა, სასურველია ქარხნული კომპლექტაცია
- სიხშირული რეგულატორი
- მშრალი სვლისგან დაცვის რელე
- მიწასთან მოკლე შერთვის დაცვის რელე
- ფაზის დაკარგვისგან დაცვის რელე
2. დამწნეხი კოლექტორი
3. შემწოვი კოლექტორი
4. მანომეტრი და წნევის სენსორი დამწნეხ კოლექტორზე
5. მანომეტრი და წნევის სენსორი შემწოვ კოლექტორზე
6. გამაფართოვებელი ავზი - 100 ლ
7. კოლექტორის დამხშობი
8. უკუსარქველი ტუმბოს დამწნეხზე
9. ტუმბო აგრეგატის დგარი
10. ფილტრი შემწოვზე
შემოთავაზება უნდა მოიცავდეს ინსტალაციის სუპერვიზირებას და გამართული და სწორი მონტაჟის დადასტურებას მომწოდებლის მიერ.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ დანართი 2
1.3 განფასება
პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება დანართი N1-ის და 1.2 მუხლის მიხედვით ექსელის ფორმატში.
1.4 საქონლის მიწოდების დრო, ფორმა და ადგილი
- მიწოდების დრო: გთხოვთ მიუთითეთ ექსელის ფორმატში, მაქსიმალურად სწრაფი მოწოდება იქნება პრიორიტეტული
- მიწოდების ადგილი: თბილისი, წყალსადენის ქ. N7
1.5 ანგარიშსწორების პირობები
ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით მომსახურების გაწევიდან და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ან/და სასაქონლო ზედნადების დადასტურებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში. პრეტენდენტს შეუძლია ავანსის მოთხოვნა, სახელშეკრულებო ღირებულების 30%-ის ოდენობით, რომლისთვისაც მოუწევს საბანკო გარანტიის წარმოდგენა, რომელიც გაცემული იქნება საქართველოს მიერ ლიცენზირებული ბანკის ან „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის“ („OECD“) წევრი ქვეყნის ბანკის მიერ.
1.6 საგარანტიო პირობები
პრეტენდენტი პასუხუსმგებლობას იღებს, რომ შემოთავაზებული საქონელი დამზადებულია საუკეთესო მასალისგან, მაღალი სტანდარტებით; სრულიად ახალი და გამოუყენებელია. ტენდერის მონაწილემ უნდა წარმოადგინოს მინიმუმ 24 (ოცდაოთხი) თვიანი საგარანტიო პირობა, რომლის ვადაც აითვლება საქონლის მიწოდების დღიდან.
1.7 გამოცდილების მოთხოვნა
პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს მსგავსი ტიპის საქონლის მიწოდების გამოცდილება და წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები: ხელშეკრულებ(ებ)ი, ზედნადებები, მიღება-ჩაბარებების აქტები, და ა.შ
1.8 პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:
- ფასების ცხრილი (დანართი N1-ის და 1.2 მუხლის შესაბამისად);
- პრეტენდენტის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები 1.7 პუნქტის შესაბამისად;
- მწარმოებლის მიერ გაცემული დოკუმენტაცია/სერტიფიკატები: ტექნიკური პასპორტი, მოხმარების და მონტაჟის სახელმძღვანელო, წარმოშობის სერტიფიკატი და სხვ.
- ინფორმაცია მიწოდებასთან, გარანტიისა და გადახდის პირობებთან დაკავშირებით,
- პრეტენდენტის სრული რეკვიზიტები: კომპანიის და საბანკო რეკვიზიტები.
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც უნდა გაიცეს ამ ელექტრონული ტენდერის გამოცხადების შემდეგ;
- თანხმობა სატენდერო პირობებზე, რისთვისაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ხელმოწერილი სატენდერო განაცხადი (წინამდებარე დოკუმენტი);
შენიშვნა:
1) ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
2) პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია დადასტურებული უნდა იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.
3) თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმო, რომელიც არ არის რეგისტრირებული საქართველოში შეუძლია შემოთავაზება გადმოაგზავნოს ელექტრონული ფოსტის მეშვებით, რომელიც მითითებულია სატენდერო დოკუმენტაციის საკონტაქტო ინფორმაციაში.
4) ასევე თუ შეიქმნა რაიმე ტექნიკური ხარვეზი, რაც შეაფერხებს საიტზე საბუთების ატვირთვას, პრეტენდენტს შეუძლია წინადადება გადმოაგზავნოს აღნიშნულ სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე. აქვე ავღნიშნავთ რომ წინადადების მოწოდება ელექტრონული ფოსტით უნდა მოხდეს არაუგვიანეს 2025 წლის 21 აპრილის 17:00 -მდე. ჩაბარების დროის შეცვლის შემთხვევაში ცვლილების შესახებ ეცნობებათ მონაწილე კომპანიებს.
1.9 ხელშეკრულების გაფორმება
1) გამარჯვებულ კომპანი(ებ)ასთან გაფორმდება ხელშეკრულება ამ ტენდერის პირობებისა და წარმოდგენილი ხელშეკრულების დრაფტების შესაბამისად.
2) შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ იტოვებს უფლებას გააფორმოს ხელშეკრულება ერთ ან რამდენიმე კომპანიასთან.
1.10 სხვა მოთხოვნა
1.10.1 წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს:
- გაკოტრების პროცესში;
- ლიკვიდაციის პროცესში;
- საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.
1.10.2 ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი), ამერიკულ დოლარში ან ევროში. ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ-ს).
1.10.3 პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღის განმავლობაში.
1.10.4 შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002) უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერისდასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისიმიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.
შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002)) გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002)) არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.
შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002)) იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002) არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად.
შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას შემსყიდველის (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002)) მხრიდან.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 21 აპრილი 17:00 საათი;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი, დოლარი, ევრო;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ტენდერში მონაწილეობა უფასოა;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.
საკონტაქტო ინფორმაცია:
საკონტაქტო პირი: ქეთევან ჩხეიძე
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10
ელ. ფოსტა: kchkheidze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111(ext 1114); 595 25 74 58
საკონტაქტო პირი: მაგდა ლომთათიძე
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10
ელ. ფოსტა: mlomtatidze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111; 595 22 66 94
ტენდერის კატეგორია:
- 42100000 დანადგარები მექანიკური ენერგიის წარმოებისა და გამოყენებისთვის