ჩაბარების ვადა:
23 ივნისი 2017, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT2613 - ტენდერი კრაფტის კონვერტების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს კრაფტის კონვერტების შესყიდვაზე.
დასახელება | ერთი ერთეულის ფასი |
კონვერტი 15X20 (ქაღალდი 100-120 გრ) |
შენიშვნა:
- ცხრილში ფასები უნდა მიეთითოს ეროვნულ ვალუტაში - ლარი;
- შემოთავაზებული სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით;
დამატებითი მოთხოვნები:
- მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია PDF ან Word–is ფორმატში:
- საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
- კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.); - მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზება ფასის შეთავაზებასთან ერთად;
- ტენდერში მონაწილე კომპანიებმა ტენდერის დასრულებამდე უნდა მიაწოდოს ბანკს აღნიშნული საქონლის ნიმუშები. ნიმუშების მიწოდება უნდა მოხდეს სს „საქართველოს ბანკის“ სათაო ოფისის (ქ. თბილისი, გაგარინის 29ა) ადმინისტრაციაში ვლადიმერ სიჭინავას სახელზე.
- ყოველთვიური მინიმალური შეკვეთის რაოდენობა კრაფტის ტომრებზე განისაზღვრება 20 000 ერთეულით - ყოველი თვის 1 რიცხვში.
დამატებითი ინფორმაცია:
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2017 წლის 16 ივნისიდან 2017 23 ივნისის ჩათვლით;
- ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება გენერალური ხელშეკრულება 6 (ექვსი) თვის ვადით;
- თანხის გადახდა მოხდება ყოელთვიურად მოწოდების შემდეგ;
- გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემოთავაზების ფასი მიუთითოთ შესაბამისგრაფებში, პუნქტი #1-ის გასწვრივ;
- გთხოვთ, ერთეულის ფასები მიუთითოთ ლარებში შესაბამისი პუნქტის გასწვრივ მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და 5 თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და 35 თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და 45 თეთრი) და ა.შ.;
- კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მომწოდებელს შეუძლია კითხვა–პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში „შეკითხვები შემსყიდველს“;
- შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2017 წლის 23 ივნისი, 17:00 საათი.
სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.
ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=754&lang=geo
ტენდერის კატეგორია:
- 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა
- 22800000 ქაღალდის ან მუყაოს სარეგისტრაციო ჟურნალები/წიგნები, საბუღალტრო წიგნები, ფორმები და სხვა ნაბეჭდი საკანცელარიო ნივთები