ჩაბარების ვადა:

7 მაისი 2025, 17:00

სტატუსი:

მიმდინარე

T26137 - ფასთა გამოკითხვა კომპანიის მფლობელობაში არსებული სასხორის კირქვის კარიერზე აფეთქებითი სამუშაოების წარმოებაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს ქართული ცემენტი აცხადებს ფასთა გამოკითხვას მის მფლობელობაში არსებული სასხორის კირქვის კარიერზე აფეთქებითი სამუშაოების წარმოებაზე.

შრომის უსაფრთხოების მოთხოვნები:

  • ლიცენზია საამფეთქებლო საქმიანობის შესახებ
  • საამფეთქებლო საქმიანობის მოწმობები (ამფეთქებლების მოწმობები)
  • შრომის უსაფრთხოებაზე პასუხიმგებელი პირი და მისი სერთიფიკატი 

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • დაინტერესებული კომპანიები ტენდერში მონაწილეობის მისაღებად უნდა დარეგისტრირდნენქართული ცემენტის ელექტრონულ პლატფორმაზე როგორც მომწოდებლები და გაიარონ წინასწარკვალიფიკაცია/შეფასება.
  • პირველ ეტაპზე, კომპანიებმა უნდა გამოაგზავნონ კომპანიის საიდენტიფიკაციო კოდი, საკონტაქტოინფორმაცია, ქვემოთ მოთხოვნილი ინფორმაცია და მოთხოვნების შესაბამისობასთან მზადყოფნისდასტური შემდეგ ელექტრონულ მისამართზე Giorgi.otarashvili@cement.ge
  • ტენდერი ჩატარდება ,,ქართული ცემენტისელექტრონული ტენდერების პლატფორმის საშუალებით. ტენდერში მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ ის კომპანიები, რომლებიც გაივლიან შეფასებას დაწინასწარი კვალიფიკაციის ეტაპს.

კომპანიის მინიმალური მოთხოვნები:

  • მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია მსგავს სფეროში საქმიანობის 2 წლიანიგამოცდილება.
  • სარეკომენდაციო წერილები;
  • 500,000 ლარი ბრუნვის დამადასტურებელი საბუთი კალენდარული წლის განმავლობაში, გაცემული მომსახურე ბანკიდან.;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან და საკონტაქტო ინფორმაცია;
  • კომპანიას უნდა ჰყავდეს შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის მენეჯერი. 

კომპანიებმა ტენდერში მონაწილეობის მიღებაზე მზაობა უნდა გამოთქვან (ელექტრონული ფოსტით გამოგზავნონ შეტყობინება და მოთხოვნილი ინფორმაცია) არა უგვიანეს 30 აპრილისა. 

კომერციული წინადადებების პორტალზე ატვირთვის საბოლოო ვადაა 07.05.2025 17:00 სთ. 

ტენდერის კატეგორია:

  • 14500000 სამთო მრეწველობასა და კარიერის დამუშავებასთან დაკავშირებული პროდუქტები
  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები