3 ივლისი 2017, 15:00
სტატუსი:
დასრულებულიT2616 - ტენდერი ტყიბულის თეს-ის ქვაბების საკვამლე მილის სამღებრო სამუშაოებზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს “საქნახშირი (ჯი-აი-ჯი ჯგუფი)” აცხადებს ტენდერს მომსახურების, კერძოდ: ტყიბულის თეს-ის Е-35-40-440 ВЦКС ქვაბების საკვამლე მილის სამღებრო სამუშაოების შესყიდვაზე #19/06-SAQN-S/P-17
მომსახურების აღწერა:
- სამუშაოების შესრულების ადგილმდებარეობა: ტყიბულის თესი, ქ. ტყიბული, თაბუკაშვილის ქ. N13;
- სამუშაოების ჩამონათვალი:
# | სამუშაოს დასახელება | შენიშვნა |
1 | საკვამლე მილის (დიამეტრი 2,2 მ) გარე ზედაპირზე 650 მ ზოლოვანისა (50/2 მმ/მმ) და საიზოლაციო მასალის დასამაგრებელი მეტალის მავთულების (1200 ცალი) დადუღება; | |
2 | საკვამლე მილის გარეთა ზედაპირის (320 მ2) შეღებვა (ორი ფენა) | ყველა კვანძის სამუშაო შესრულებული უნდა იყოს ჩამონათვალის თანმიმდევრობით |
3 | საკვამლე მილის გარეთა ზედაპირის (330 მ2) დაფარვა საიზოლაციო მასალით ორ ფენად; | |
4 | მოთუთიავებული მეტალის სეგმენტების დამზადება შეპირაპირების ადგილების შესაბამისი მომზადებითა და მონტაჟით (350 მ2); |
- საკვამლე მილი წარმოადგენს 6 მმ სისქის, ფოლადი 3 მეტალის, 2,2 მ. დიამეტრის, 45 მ. სიმაღლის ნაგებობას, რომელსაც გარედან და შიგნით აქვს მეტალის ღეროსაგან გაკეთებული საფეხუროვანი კიბეები;
- სამუშაო სრულდება დამკვეთის მასალებით;
- სამუშაოების დაწყების საორიენტაციო თარიღი: 10.07.2017;
შპს საქნახშირი (ჯი-აი-ჯი ჯგუფი) იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
დაინტერესებული პირები უნდა მიბრძანდნენ მისამართზე ქ. ტყიბული, თაბუკაშვილის ქ. N13, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და არსებული სიტუაციის შესასწავლად.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი საკვალიფიკაციო დოკუმენტაცია:
- ინფორმაცია ანალოგიური სამუშაოების შესრულების შესახებ, დამკვეთის, სამუშაოსა და კონტრაქტის ღირებულების მითითებით;
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- ჯამური თანხა უნდა შეიცავდეს ყველანაირ ხარჯს, რაც დაჭირდება სამუშაოების შესრულებას. - ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ;
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ:
- შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე; - ინფორმაცია საგარანტიო ვადებისა და პირობების შესახებ;
- პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
ტენდერის ჩაბარების პირობები:
საკვალიფიკაციო და სატენდერო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18 საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე. ელექტრონული ფოსტა: v_maisuradze@giec.ge ; საკონტაქტო ნომერი: 551 11 22 22.
- საკონტაქტო პირი ტექნიკურ დეტალებთან დაკავშირებით: ზურაბ მინდელი. საკონტაქტო ნომერი: 599 50 41 40.
წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 2017 წლის 3 ივლისი, არაუგვიანეს 15:00 საათისა.
ტენდერის კატეგორია:
- 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება
- 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები