3 ივლისი 2017, 15:00
სტატუსი:
დასრულებულიT2617 - ტენდერი ზამთრის უნიფორმის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
"სან პეტროლიუმ ჯორჯია" აცხადებს ტენდერს უნიფორმის (ზამთარის შარვალი, შიგნიდან ჩასაცმელი კიტელი, კურტკა და კეპი) შესყიდვაზე.
შესასყიდი პროდუქციის რაოდენობაა:
- საზამთრო შარვალი, შიგნიდან ჩასაცმელი კიტელი, კურტკა და კეპი - 1288 კომპლექტი
- საზამთრო ჟაკეტი Gulf Store - 490 ცალი
- შესყიდვის მოწოდება უნდა განხორცილელდეს 2017 წლის 29 სექტემბერს
- გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა წარადგინოს ხელშეკრულების საბანკო შესრულების გარანტია
მომსახურების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილოთ თანდართულ ფაილში.
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
- სარეკომენდაციო წერილ(ებ)ი.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა.
წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ 34# ( პიქსელის შენობა 6 სართული) საკონტაქტო პირი: სოსო ქარსელაძე s.karseladze@gulf-ge.com Mob: 577 00 49 49
სატენდერო დოკუმეტაცის ჩაბარების ბოლო ვადა 2017 წლის 3 ივლისი 15:00 საათი
ტენდერის კატეგორია:
- 18100000 სამუშაო ტანსაცმელი, სპეცტანსაცმელი და აქსესუარები
- 18200000 გარედან ჩასაცმელი ტანსაცმელი
- 18300000 ტანსაცმელი
- 18400000 სპეციალური ტანსაცმელი და აქსესუარები