ჩაბარების ვადა:

13 მაისი 2025, 15:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T26218 - ტენდერი მსუბუქი ავტომობილების შესყიდვაზე

სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღი: 28 აპრილი 2025 დრო: 08:00

ტენდერის აღწერილობა:

სს „ჯორჯიან ქარდი“ (ს/კ 204 396 377) აცხადებს ტენდერს მსუბუქი ავტომობილების შესყიდვაზე.

რაოდენობა: 4 ცალი

  • კატეგორია: ჰეჩბეკი / სედანი
  • საწვავის ტიპი: ბენზინი, განიხილება ჰიბრიდი ან ელექტროც
  • საჭე: მარცხენა
  • ძრავის მოცულობა: 1.3 და ზევით, ეკონომიური.
  • გადაცემათა კოლოფი: ავტომატიკა

შემოთავაზებული ავტომობილი უნდა იყოს ახალი, ტექნიკურად და ვიზუალურად გამართულ მდგომარებაში; 

მიწოდებული საქონლის ხარისხი უნდა აკმაყოფილებდეს ბაზარზე არსებული ანალოგიური საქონლის ხარისხის საუკეთესო სტანდარტებს;

გადაწყვეტილების მიღებამდე ავტომობილი შემოწმდება შესაბამის დაწესებულებაში.

ბიუჯეტი:  20 000 აშშ დოლარი მაქსიმუმი;

გადახდის პირობა: ანაზღაურება - ავტომობილების გადაფორმების დღე.

ავტომობილების მოწოდების თარიღი:  2025 წლის 30 მაისი

ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია:

  • ტენდერის ფარგლებში პრეტენდენტებმა სისტემაში უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებით გათვალისწინებულიდოკუმენტები;
  • ტენდერის ეტაპზე დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთანდაკავშირების საფუძველზე, - საწყის გვერდზე მითითებული ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით;
  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს შეთავაზებებს და გამოავლენს საუკეთესოპირობების მქონე მომწოდებელს;
  • შემსყიდველი უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე;
  • სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს დოლარში;
  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირისხელმოწერითა და ბეჭდით;
  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულოდოკუმენტაცია:
    -  შემოთავაზებული ფასების ცხრილი (დანართი 1); 
    - შემოთავაზებული  ავტომანქანების ტექნიკური მახასიათებლები (დანართი 2);
    - საბანკო რეკვიზიტები (დანართი 3);
    - ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს დამატებითიიურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი;
  • წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს მინიმუმ 90 კალენდარული დღის განმავლობაში;

სატენდერო მოთხოვნები:

პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდაიყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს კომპანიის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლე აღწერილობა(გამოცდილება, კლიენტების სია) და მსგავსი ტიპის მომსახურების მინიმუმ ორი ხელშეკრულების წარმატებითდასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი (ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი) რომელიცგანხორციელებული უნდა იყოს ბოლო 5 (ხუთი) წლის განმავლობაში;

წინამდებარე ტენდერის გამოცხადება არ ავალდებულებს სს „ჯორჯიან ქარდ“-ს რომელიმე მონაწილესთან ხელშეკრულებისგაფორმებას და ტენდერის ნებისმიერ ეტაპზე სს „ჯორჯიან ქარდი“ იტოვებს უფლებას რომ შეწყვიტოს ტენდერი.

თანდართული დოკუმენტაცია:

  • დანართი 1: ფასების ცხრილი
  • დანართი 2: ტექნიკური მახასიათებლები
  • დანართი: 3 საბანკო რეკვიზიტები

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 13 მაისი, 15:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: დოლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

საკონტაქტო ინფორმაცია:

მარიამ ტაბატაძე
tenders@gc.ge
+995 577 331197

ტენდერის კატეგორია:

  • 34100000 ავტოსატრანსპორტო საშუალებები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    28 აპრილი 2025 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: USD
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა