ჩაბარების ვადა:
3 ივლისი 2017, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT2636 - ტენდერი ბექთაქარი-ბნელი ხევის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის პროექტირებაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „კავკასიის სამთო ჯგუფი“ აცხადებს ტენდერს ბექთაქარი-ბნელი ხევის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის პროექტირებაზე
ძირითადი სავარაუდო მონაცემები
- სარეაბილიტაციო გზის სიგრძე - 8 კმ
- სავალი ნაწილის სიგანე - სამშენებლო ნორმებისა და წესების მიხედვით (გამონაკლის შემთხვევებში არსებული სიტუაციის მიხედვით)
- საგზაო სამოსის ტიპი - ხრეშის
- სავარაუდო საანგარიშო სიჩქარე - 40 კმ/სთ;
- არსებული და ახალი საპროექტო ხელოვნური ნაგებობების შეკეთება/დაპროექტება;
- ნაპირდამცავი და ფერდის დამცავი საჭიროების შემთხვევაში;
- წყალარინების სისტემების მოწყობა - (წყალგამტარი მილები და სადრენაჟე სისტემები)
ტენდერთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია გთხოვთ, იხილოთ თანდართულ მასალებში.
- პირველ ეტაპზე, ტენდერში მონაწილეობის მსურველმა კომპანიებმა, გთხოვთ, თქვენი ინტერესი გამოხატოთ წერილობით, საკონტაქტო მონაცემებისა და უფლებამოსილი პირის შესახებ ინფორმაციის მითითებით
- აღნიშნული ინფორმაცია, გთხოვთ მოგვაწოდოთ 29.06.2017-მდე, ელ.ფოსტაზე - LPirveli@richmetalsgroup.com
ტენდერის მეორე ეტაპზე, კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ სატენდერო წინადადება, სადაც მოცემული უნდა იყოს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მესაკუთრეთა მითითებით;
- ცნობა საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან იურიდიული პირის ქონებაზე საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ.
- რეკვიზიტები (მისამართები, როგორც იურიდიული ასევე ფიზიკური, ფაქტიური, ელექტრონული მისამართი, საბანკო რეკვიზიტები და სხვა.)
- შესასრულებელი სამუშაოს ვადები (დეტალური გეგმა-გრაფიკი);
- შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება (დეტალური ხარჯთაღრიცხვა)
- მონაცემები საპროექტო ორგანიზაციის მიერ განხორციელებული ანალოგიური მომსახურების შესრულების შესახებ ( დანართი #1)
- ინფორმაცია მოთხოვნილი პერსონალის შესახებ ( დანართი #2)
- ინფორმაცია საპროექტო ორგანიზაციის პერსონალის კვალიფიკაციის შესახებ (დანართი #3)
- ინფორმაცია საპროექტო ორგანიზაციის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ (დანართი #4)
- პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება თანმხლები დოკუმენტაციით უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- სატენდერო წინადადება უნდა იყოს წარმოდგენილი დალუქული კონვერტით, ლილე პირველის სახელზე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ალექსიძის #1 შესახვევი III
- ტენდერთან დაკავშირებული საკითხების დაზუსტებისათვის შეგიძლიათ მიმართოთ სატენდერო კომისიის მდივანს ელ.მისამართზე - LPirveli@richmetalsgroup.com
- კონვერტს უნდა ეწეროს პრეტენდენტის სახელი და ტენდერის დასახელება.
- წინადადებების მიღების ბოლო ვადაა - 03.07.2017
ტენდერის კატეგორია:
- 71200000 არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 71300000 საინჟინრო მომსახურებები