ჩაბარების ვადა:

10 ივლისი 2017, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T2643 - ტენდერი ავტომობილის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

"საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი" აცხადებს ტენდერს ავტომობილის შესყიდვაზე.

მახასიათებლები:

  • გარანტია მინიმუმ 3 წელი ან 100 000 კმ
  • ავტომობილი უნდა იყოს 2017 წლის მოდელი, გარბენი არაუმეტეს 100 კმ.
  • საჭე: მარცხნივ
  • ძრავის მოცულობა: არანაკლებ 1.6 ლ - არაუმეტეს 2.5 ლ;
  • ცილინდრების რაოდენობა: არანაკლებ 4 - არაუმეტეს 6;
  • სიმძლავრე ცხ.ძ: არანაკლებ 120;
  • ამძრაობა: სრული 4X4 ან მულტი შერჩევით;
  • საწვავის ავზი: არანაკლებ 40 ლიტრი;
  • საწვავის სახეობა: ბენზინი/დიზელი;
  • გადაცემათა კოლოფი: ვარიატორი ან ავტომატური გადაცემათა კოლოფი არანაკლებ 6 საფეხურიანი;
  • საწვავის მოხმარება ქალაქში: არაუმეტეს 11 ლიტრი;
  • ავტომობილის სიგრძე: არანაკლებ 4000 მმ - არაუმეტეს 4500 მმ;
  • ავტომობილის სიგანე: არანაკლებ 1700 მმ - არაუმეტეს 1900 მმ;
  • ავტომობილის სიმაღლე: არანაკლებ 1600 მმ არაუმეტეს 1800 მმ.

ავტომობილის აღჭურვასთან დაკავშირებით მინიმალური მოთხოვნა

  • ავტომობილი აღჭურვილი უნდა იყოს: ალუმინის დისკებით და სათადარიგო საბურავით, ასევე საბურავის გამოცვლისთვის საჭირო ყველა ნივთით.
  • ავტომობილი აღჭურვილი უნდა იყოს: მინიმუმ მძღოლის და მგზავრის უსაფრთხოების ბალიშით.
  • ავტომობილი აღჭურვილი უნდა იყოს: ABS სისტემით;
  • ავტომობილი აღჭურვილი უნდა იყოს: უკანა ხედვის ან უკანა პარკირების სისტემით;
  • ავტომობილი აღჭურვილი უნდა იყოს: ცენტრალური საკეტით;
  • ავტომობილი აღჭურვილი უნდა იყოს: კონდენციონერით;
  • ავტომობილი აღჭურვილი უნდა იყოს: წინა და უკანა ელექტრო მინებით;
  • ავტომობილი აღჭურვილი უნდა იყოს: აუდიო რადიო სისტემით;
  • ავტომობილი აღჭურვილი უნდა იყოს: წინა და უკანა ნისლსაწინააღმდეგო ფარებით;
  • ავტომობილი აღჭურვილი უნდა იყოს: საჭის გამაძლიერებელით;

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ღირებულება უნდა მოიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს, პრეტენდენტმა ასევე უნდა უზრუნველყოს ავტომობილის გაფორმება შემსყიდველის სახელზე.

შემოთავაზებული ავტომობილი უნდა იყოს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო.

ავტომობილის მიწოდების (გაფორმება შემსყიდველის სახელზე) ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 40 კალენდარული დღე, წინააღმდეგ შემთხვევაში პირგასამტეხლოს ღირებულება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს, ავტომობილის საერთო ღირებულების 0.1%.

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

პრეტენდენტმა არაუგვიანეს 2017 წლის 10 ივლისისა, დალუქული კონვერტის სახით (ი. გურჯის 7ბ) ან მეილის საშუალებით: L.bokuchava@gipa.ge უნდა წარმოადგინოს შემდეგი ინფორმაცია:

  • კომპანიის რეკვიზიტები;
  • ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის წარმოშობის შესახებ;
  • შევსებული ფასების ცხრილი;
  • შემოთავაზებული ავტომობილის დეტალური მახასიათებლები

წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შედეგად, შემსყიდველი შეარჩევს კომპანიას, რომელიც შემოგვთავაზებს საუკეთესო დაბალ ღირებულებას.

საკონტაქტო პირი: ლაშა ბოკუჩავა, ტელ: 577 61 44 44
მეილი: L.bokuchava@gipa.ge 

ტენდერის კატეგორია:

  • 34100000 ავტოსატრანსპორტო საშუალებები