
23 მაისი 2025, 18:00
სტატუსი:
შეფასება
E
ელ. ტენდერი
T26468 - ტენდერი ციფრული კამპანიების დაგეგმვა/განხორციელების მომსახურების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 20 მაისი 2025 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 23 მაისი 2025 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს ციფრული კამპანიების დაგეგმვა/განხორციელების მომსახურების შესყიდვაზე.
ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის:
- პრეტენდენტებმა სისტემაში უნდა ატვირთონ სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი. ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია პრეტენდენტმა შეავსოს და წარმოადგინოს ფინანსური შეთავაზება - დანართი N1 და ინფორმაცია კომპანიის შესახებ - დანართი N2;
- პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის კვალიფიცური ელექტრონული ან მატერიალური ხელმოწერითა და ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში);
- სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში და მოიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს და გადასახდელებს;
- ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, შესყიდვის ობიექტის ღირებულებები იქნება ფიქსირებული;
- ანგარიშსწორება განხორციელდება ყოველთვიურად, არაუგვიანეს ყოველი მომდევნო თვის 10 (ათი) რიცხვისა;
- ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით ელექტონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით;
- ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობების მქონე მომწოდებელს;
- ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს;
- წინამდებარე ტენდერის გამოცხადება არ ავალდებულებს ბანკს რომელიმე პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმებას. ბანკი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს, გააუქმოს ან გადაავადოს ტენდერი თავისი შეხედულებისამებრ;
- პრეტენდენტის მიერ ტენდერში გამარჯვება არ წარმოადგენს ბანკთან ხელშეკრულების გაფორმების წინაპირობას, რადგან, გარდა ტენდერში გამარჯვებისა, ბანკთან ხელშეკრულების გაფორმება ექვემდებარება პრეტენდენტის საქმიანობის შესაბამისობის შემოწმებას საქართველოს კანონმდებლობასთან, საერთაშორისო სანქციებთან და ბანკის შიდა პოლიტიკებთან და პროცესებთან მიმართებით;
- პრეტენდენტის საქმიანობის შემოწმების ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობასთან, საერთაშორისო სანქციებთან და ბანკის შიდა პოლიტიკებთან და პროცესებთან შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში, ბანკი უფლებამოსილია, უარი განაცხადოს პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმებაზე და აღნიშნულის შესახებ აცნობოს პრეტენდენტს უარის თქმის ზოგად საფუძველზე მითითებით.
წინადადების წარდგენით კომპანია ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებსა და პირობებს.
1. ზოგადი ინფორმაცია:
- სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს ციფრული კამპანიების დაგეგმვა/განხორციელების მომსახურების შესყიდვაზე.
- აუცილებელია, მომსახურე კომპანიას გააჩნდეს ციფრული კამპანიების დაგეგმვისა და განხორციელების, უმეტესად გაყიდვაზე ორიენტირებული, გამოცდილება. ამასთან, გადამწყვეტია, მომსახურე კომპანიას ჰქონდეს ფინანსურ ინსტიტუციებთან მუშაობის გამოცდილება, რადგან კომპანიის გუნდმა ბანკის გუნდთან ერთად სწორედ საფინანსო პროდუქტების გაყიდვაზე უნდა იმუშავოს.
- ბანკი უფლებამოსილია ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან, მისი მოქმედების ვადის ამოწურვამდე, მოთხოვოს მიმწოდებელს მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ინფორმაცია.
1.1. ტექნიკური დავალება:
Section 1:
- საფინანსო ციფრული პროდუქტის შექმნის გამოცდილება.
- საფინანსო პროდუქტებზე Lead Generation Campaign-ის შექმნისა და მართვის გამოცდილება.
- საფინანსო პროდუქტებზე შედეგზე ორიენტირებული კომუნიკაციის გამოცდილება.
- კონტრაქტის ფარგლებში საქართველოს ბანკთან ექსკლუზიური თანამშრომლობა (საფინანსო სექტორსა და მათ შვილობილებში).
Section 2:
- ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-დან 19:00 საათამდე მუდმივად ხელმისაწვდომი იყოს ბანკზე მომაგრებული Account Manager-ი, რომელიც საჭირო დროში დააორგანიზებს შეხვედრას და გადასცემს დავალებას საჭირო გუნდს.
- Account Manager-ის გარდა კონკრეტულად საქართველოს ბანკზე იყოს მომაგრებული ორი სამუშაო გუნდი:
მთავარი გუნდი: სტრატეგი, სოციალური მედია მენეჯერი;
დამხმარე გუნდი: ქოფირაითერი, დიზაინერი, მოუშენ გრაფიკოსი;
- მიცემული დავალების შესრულება უნდა მოხდეს სწრაფად, არა უგვიანეს 1 დღისა (გამონაკლისი შემთხვევების გარდა). დავალება შეიძლება მოიაზრებდეს, როგორც კრეატიულ გადაწყვეტას, ისე საჭირო ვიზუალურ მასალას, თუ ქოფის, რომელშიც ბანკი დამატებით თანხას არ გადაიხდის.
- მთავარი სამუშაო გუნდი ყოველდღიურად ხაზზე ყოფნის გარდა კვირაში აკეთებდეს თანხვედრის შეხვედრებს ბანკის გუნდთან.
Section 3:
- HTML5 ბანერების მომზადება.
- დახმარება troublshooting-ში, კომუნიკაციაში დახმარება Facebook/Google და სხვა ციფრული პროგრამების საფორთ თიმებთან.
Section 4:
- ბიზნესის ციფრული პროდუქტების კომუნიკაცია.
- Plus და Amex-ის ბარათებზე კომუნიკაცია.
- მობილბანკის კომუნიკაცია.
- სტუდენტური ბარათის კომუნიკაცია.
მოცემული 4 მიმართულებისთვის ინდივიდუალური გუნდის ფორმირება და პარალელურ რეჟიმში მუშაობის შესაძლებლობა. მიახლოებითი მოცულობა:
- Feature linkads – 150-მდე (მოფიქრება და აღსრულება, ასევე სოცმედია ზომებში გადაწყობა);
- Mid sized product campaigns – 5;
- Video Link Ads – 20 (სოცმედია ზომებში გადაწყობა);
- Copywriting;
- Publishing on FB page – BOG OFFERS.
1.2. მომსახურების გაწევის ვადა:
ხელშეკრულება გაფორმდება 1 წლის ვადით, მომსახურების მიღება უნდა განხორციელდეს არაუადრეს 2025 წლის 06 ივნისიდან.
1.3. საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს მასშტაბურ ციფრულ კამპანიაზე მუშაობისა და მსგავსი თანამშრომლობის გამოცდილება სხვა კომპანიებთან;
- კომპანიის შიგნით სრულმასშტაბიანი ციფრული მომსახურების გაწევის შესაძლებლობა;
- დაკისრებული ვადებულების შესასრულებლად პრეტენდენტს უნდა ჰყავდეს კომპეტენტური და გამოცდილი გუნდი;
- პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.
1.4. ტენდერის ფარგლებში წარსადგენი სავალდებულო დოკუმენტაცია:
ტენდერით დაინტერესებულმა კომპანიებმა ყველა სავალდებულო დოკუმენტი უნდა ატვირთონ პლატფორმაზე https://tenders.ge/ . დოკუმენტები უნდა აიტვირთოს უფლებამოსილი პირის კვალიფიცური ელექტრონული ან მატერიალური ხელმოწერით, ელექტრონული სახით.
სავალდებულო დოკუმენტაცია*:
- ფინანსური შეთავაზება - დანართი N1 - მიუთითეთ 1 წლის მომსახურების საფასური;
- ინფორმაცია კომპანიის შესახებ - დანართი N2;
- გადაწყვეტის (Solution) დეტალური დოკუმენტი პრეზენტაციის სახით, ბანკის მიერ მითითებული აუცილებელი მოთხოვნების გათვალისწინებით;
- ინფორმაცია კომპანიის მოღვაწეობის შესახებ, საქმიანობის აღწერილობა და გამოცდილება. მოთხოვნის შემთხვევაში, გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
- რეკომენდატორების სია, მათთან მუშაობის გამოცდილების წლებისა და საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით.
* ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.
1.5. შეფასების კრიტერიუმები:
გამარჯვებული კომპანია შეირჩევა შეფასების კრიტერიუმების მიხედვით:
- ფინანსური წინადადება 50%
- კომპანიის გამოცდილება 30%
- გადაწყვეტა (Solution) 20%
საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, ბანკი იტოვებს უფლებას ჩანიშნოს შერჩევის II ეტაპი, რომლის ფარგლებშიც ბანკი მოახდენს კონკრეტული დავალების გაგზავნას პრეტენდენტ კომპანიებთან ტენდერის პირობების 1.1 პუნქტში არსებულ ერთ-ერთ ან რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით.
დავალების შესრულების შემდგომ, გამარჯვებულის გამოვლენამდე, ბანკი უფლებამოსილია დაგეგმოს შეხვედრები ტენდერში მონაწილე შერჩეულ კომპანიებთან, გასაუბრებისა და შესაძლო დამატებითი დეტალების დაზუსტების მიზნით.
წინადადება შეიძლება ჩაითვალოს არსებითად შესაბამისად თუ ის აკმაყოფილებს სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს რაიმე მატერიალური გადახრების, დათქმისა და გამოტოვების გარეშე.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნასwww.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 23 მაისი, 18:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო ინფორმაცია:
ცირა რუხაძე
Ts.rukhadze@bog.ge
+995 555 330 646
ტენდერის კატეგორია:
- 79900000 სხვადასხვა კომერციული მომსახურება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 79300000 ბაზრის კვლევა და ეკონომიკური კვლევა; გამოკითხვები და სტატისტიკა
დოკუმენტაცია
მოგესალმებით. ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა ტენდერში მონაწილეობის მიღება. გიგზავნით შეკითხვებს: მედიასთან და ლიდებთან დაკავშირებული კითხვები 1. გთხოვთ დაწვრილებით გაგვიზიაროთ რა არის თითოეული პროდუქტის KPI (მაგალითად, ლიდების ზუსტი ოდენობა). აღნიშნული ინფორმაცია დაგვეხმარება ციფრების მიახლოებულ დაანგარიშებასა და სწორი მიდგომის შერჩევაში. 2. ასევე, გთხოვთ გაგვიზიაროთ თითოეული პროდუქტის (ბიზნესის ციფრული პროდუქტები, Plus და Amex-ის ბარათები, მობაილბანკი და სტუდენტური ბარათი) ლიდში რა იგულისხმება, რათა თავიდან ავირიდოთ გაუგებრობა. 3. გთხოვთ, რომ, შეძლებისდაგვარად, გაგვიზიაროთ რელევანტური მონაცემები, როგორიცაა: ჯამური აქტიური სტუდენტური ბარათების მფლობელთა რაოდენობა და ა.შ. ეს ინფორმაცია დაგვეხმარება კამპანიის მიახლოებული მასშტაბის აღქმაში. ზოგადი და კრეატივთან დაკავშირებული კითხვები: • 2015 წლიდან, ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ VISA-სთან. გთხოვთ გაგვიზიაროთ რამდენად დამაკმაყოფილებელია ჩვენი ეს გამოცდილება ტენდერში მონაწილეობის მისაღებად და კვალიფიკაციისათვის. • გთხოვთ დაგვიდასტუროთ, რომ ამ პუნქტის “Video Link Ads – 20 (სოცმედია ზომებში გადაწყობა)” მოთხოვნაა მხოლოდ ვიდეოების გადაწყობა, და არა 20 ვიდეოს ხელახლა შექმნა. წინასწარ გიხდით მადლობას!
სალამი, მადლობა ინტერესის გამოხატვისთვის. კონფიდენციალური ინფორმაციის გაზიარება აღნიშნულ ფორმატში ვერ განხორციელდება, თუმცა პროდუქტის შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ მისამართზე: bankofgeorgia.ge. დანარჩენ კითხვებს რაც შეეხება: - VISA-სთან თანამშრომლობის შინაარსის მიხედვით განისაზღვრება რამდენად დამაკმაყოფილებელი შეიძლება იყოს თქვენი გამოცდილება; - “Video Link Ads – 20 (სოცმედია ზომებში გადაწყობა)” - გულისხმობს 20 მოძრავ სხვადასხვა ვიდეოს, რომელიც იქნება გადასაწყობი ზომებზე. იგულისხმება მარტივი სტატიკური ლინკედის ამოძრავება - მაგ: ტექსტის გამოტანა ფოტოზე და სხვ.