ჩაბარების ვადა:
11 ივლისი 2017, 16:00
სტატუსი:
დასრულებულიT2649 - ტენდერი ავტო გაზგასამართი სადგურის ტერიტორიაზე ელექტრო ავტომობილებისთვის დამტენი სადგურების მოწყობაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს “ნეოგაზი” აცხადებს ტენდერს მომსახურების: ავტო გაზგასამართი სადგურის ტერიტორიაზე ელექტრო ავტომობილებისთვის დამტენი სადგურების მოწყობაზე 27/06-NEO-S/ECH-17
მომსახურების აღწერა:
ზესტაფონის რაიონის სოფ. არგვეთაში მდებარე ნეოგაზის კუთვნილი აგგს-ის რეკონსტრუქციის პროექტის ფარგლებში ელექტრომობილების დამტენი სადგურის მოწყობა შემსრულებლის მასალით:
სპეციფიკაცია:
- რაოდენობა - 4 ცალი;
- დამტენი უნდა იყოს 2 პორტიანი;
- სწრაფი ტიპის დამტენი (Fast Charger);
- უნვერსალური შტეკერი (ევროპული, ამერიკული, იაპონური და ჩინური მანქანებისთვის);
- გარე პირობებში მუშაობის შესაძლებლობა (წვიმა/ნესტი, დაბალი/მაღალი ტემპერატურა);
- ავტომობილი Tesla-ს დატენვის შესაძლებლობა.
შპს ნეოგაზი იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- კომერციული წინადადება წარმოდგენილი დეტალური ხარჯთაღრიცხვით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით ();
- შემოთავაზებული პროდუქციის ტექნიკური სპეციფიკაცია;
- ინფორმაცია ორგანიზაციის მიერ შესრულებული ანალოგიური/მსგავსი სამუშაოების შესახებ (სამუშაოს დასახელების, კონტრაგენტი ორგანიზაციის, პერიოდის მითითებით);
- ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ (გაწერილი გეგმა-გრაფიკი):
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ.
- ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე. - დამტენი სადგურისთვის სამუშაო პირობების შესაქმნელად მოთხოვნილი ელ. მომარაგების სპეციფიკაცია (ელექტროობის მიყვანა დამტენამდე არის დამკვეთის პოზიცია).
- დეტალურად გაწერილი საგარანტიო ვადები და პირობები.
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18. საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: ვასილ მაისურაძე. ელ.ფოსტა: v_maisuradze@giec.ge ; საკონტაქტო ნომერი: 551 11 22 22.
- საკონტაქტო პირი დამტენებთან დაკავშირებით: დავით კიკვიძე. საკონტაქტო ნომერი: 591 11 41 41;
წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2017 წლის 11 ივლისი, 16:00 საათი.
ტენდერის კატეგორია:
- 65400000 ენერგომომარაგების სხვა წყაროები და ელექტროენერგიის განაწილება
- 31600000 ელექტრომოწყობილობები და აპარატურა
- 31700000 ელექტრონული, ელექტრომექანიკური და ელექტროტექნიკური აქსესუარები
- 51100000 ელექტროდა მექანიკური მოწყობილობების მონტაჟი