13 ივლისი 2017, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT2653 - ტენდერი მეორადი ინვენტარის გაყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
Tenders.ge - პარტნიორი კომპანიისთვის აცხადებს ტენდერს მეორადი ინვენტარის გაყიდვაზე.
თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:
- გასაყიდი ინვენტარის ჩამონათვალი ლოტების მიხედვით [სპეციფიკაცია];
- ლოტი N 1 სეიფები; ლოტი N 2 ავეჯი/მცირე ინვენტარი; ლოტი N 3 გათბობა გაგრილების სისტემები
- ფასების ცხრილი
- სააპლიკაციო ფორმა.
პირობები:
- საქონლის მდგომარეობა - მეორადი (საქონლის მდგომარეობა იხ. სპეციფიკაციაში).
- მყიდველმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს აღნიშნული ინვენტარის ტრანსპორტირება (ინვენტარის ადგილმდებარეობა იხილეთ სპეციფიკაციაში).
- აღნიშნული ინვენტარის ნახვა შესაძლებელია წინასწარი შეთანხმების საფუძველზე საქონლის მდებარეობის მიხედვით.
- საქონელი იყიდება როგორც მთლიანად ასევე ცალ ცალკე (სამივე ლოტი გაყოფილია ნაწილებად ფასი შეგიძლიათ შემოგვთავაზოთ ერთ კონკრეტულ ნაწილზე ან სრულ ლოტზე)
დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:
- ფასები სატენდერო მოთხოვნის შესაბამისად (იხ. მიმაგრებული ფასების ცხრილი);
- იურიდიული პირის შემთხვევაში ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან ხოლო ფიზიკური პირის შემთვევაში პირადობის მოწმობის ასლი ;
- შევსებული და ხელმოწერილი სააპლიკაციო ფორმა (იხ. თანდართულ ფაილში).
შემოთავაზებული ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.).
გთხოვთ, დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:
- თქვენი კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი და ელ.ფოსტა);
- ტენდერის დასახელება;
- მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების ქვეგანყოფილება
- წარწერა: ”კონფიდენციალურია”;
- გთხოვთ მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი (არსებობის შემთხვევაში) კონვერტის დალუქვის ადგილზე.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადება მოგვაწოდეთ შემდეგ მისამართზე: ალ. ყაზგების გამზ. 21 და განათავსეთ პირველ სართულზე არსებულ ტენდერების ყუთში.
შემოთავაზების შემოტანის ბოლო ვადაა: 13 ივლისი 2017 წ. (18:00- მდე)
ტექნიკურ/ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ, მიმართოთ:
თამარ ყარმაზანაშვილი
ადმინისტრაციული ქვეგანყოფილება
ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”, საქართველო
სათაო ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 21, თბილისი 0160
ტელ.: (+99532) 2202222 (1613)
E-mail: t.karmazanasvili@procreditbank.ge
ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:
რუბენ კაზაროვი
შესყიდვების ქვეგანყოფილება
ტელ.: (+995 32) 2202222 (1578)
ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”, საქართველო
სათაო ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 21, თბილისი 0160
E-mail: tenders@procreditbank.ge
ტენდერის კატეგორია:
- 39700000 საოჯახო ტექნიკა
- 35100000 საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი მოწყობილობები და უსაფრთხოების საშუალებები
- 39100000 ავეჯი