7 ივლისი 2017, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT2656 - ტენდერი საბურავების შესყიდვა/მომსახურებაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს საბურავების შესყიდვა-მომსახურებაზე:
# | დასახელება | ფასი (დანართო #1 ჯამი) |
1 | საბურავები |
შენიშვნა:
ცხრილში ფასები უნდა მიეთითოს ეროვნულ ვალუტაში - ლარი; * შემოთავაზებული სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით;
დამატებითი მოთხოვნები:
- მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზება.
- წარმოდგენილი ფასები უნდა მოცავდეს შემდეგ მომსახურებებს: საბურავების მოხსნა, დაყენება, მორგება და ბალანსირება;
- ტენდერში მონაწილე კომპანიებმა ვებ-გვერდზე უნდა ატვირთონ შევსებული დანართი #1, ხოლო დანართისგან განსხვავებული შემოთავაზების შეთხვევაში, გთხოვთ ატვირთოთ დამატებითი დოკუმენტი, Word-ის ან PDF-ის ფორმატში და აუცილებლად მიუთითეთ ინფორმაცია იგივე მახასიათებლებზე (ზომა, ტიპი, მწარმოებელი და ერთეულის ფასი);
- საბურავების მწარმოებელი ქვეყანა არ უნდა იყოს ჩინეთი ან/და რუსეთი, საბურავები არ უნდა იყოს “All Season”;
- მომწოდებელმა უნდ ატვირთოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- საჯარო რეესტრის განახლებული სამეწარმეო ამონაწერი.
- კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა, გამოცდილება, კლიენტების სია და ა.შ); - გამარჯვებულმა კოპანიამ უნდა აიღოს ვალდებულება ქარხნული წუნით მოწოდებულ საბურავებზე და შეცვალოს საბურავები ახლით, იგივე ტიპის ან აანაზღაუროს აღნიშნულ საბურავში გადახდილი თანხა;
- გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ყველა პროდუქციის ფასი დანართში ჩაწეროთ შესაბამის გრაფაში, ლარებში, პროდუქტი#1-ის, პროდუქტი #2-ის და ა.შ გასწვრივ;
- გთხოვთ ფასები მიუთითოთ შესაბამისი პუნქტის გასწვრივ მეასედებით, მაგალითად: 0,05; 0,35; 1,00 ლარი და ა.შ;
დამატებითი ინფორმაცია:
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2017 წლის 29 ივნისიდან 2017 წელის 7 ივლისის ჩათვლით;
- ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება გენერალური ხელშეკრულება;
- თანხის გადახდა განხორციელდება საბურავების მოწოდები, მომსახურების გაწევისა და შესაბამისი მიღება- ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ;
- კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილების დროს მიმწოდებელს შეუძლია კითხვა-პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში „შეკითხვები შემკითხველს“;
- განთვსებული შემოთავაზებები მიმწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე;
დამატებით ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ბესო ქიტიაშვილს ნომერზე: 555 000 778
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2017 წლის 7 ივლისი, 17:00 საათი.
სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.
ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=759&lang=geo
ტენდერის კატეგორია:
- 34300000 ნაწილები და აქსესუარები სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ძრავებისათვის