ჩაბარების ვადა:

10 ივლისი 2017, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T2659 - ტენდერი წყლის მიმღები კამერის გაწმენდითი სამუშაოების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „მტკვარი ენერჯი“ აცხადებს ტენდერს მომსახურების: წყლის მიმღები კამერის გაწმენდითი სამუშაოების შესყიდვაზე #30/06-MEG-S/CS-17

მომსახურების აღწერა:

  • ქ. გარდაბანში ბოტანიკის დასახლებაში შპს „მტკვარი ენერჯი“-ს ბადეთა საკანზე ტექნიკური წყლის მიმღები კამერის გაწმენდა ნატანისაგან;
  • ნატანის გატანა უახლოეს ნაგავსაყრელზე;
  • ნატანის საორიენტაციო მოცულობა - 100მ3;

სამუშაოს განხორციელების პირობები

  • წყლის დაწყვეტა ხდება მხოლოდ 3მ3 –მდე ანუ 70 სმ წყალი არხში მუდმივად იქნება.

არსებული სიტუაციის ზედაპირის ფოტოები, გთხოვთ, იხილოთ დართულ ფაილებში. 

შპს „მტკვარი ენერჯი“ იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

აუცილებელი პირობა: დაინტერესებული პირები უნდა მიბრძანდნენ მისამართზე: ქ. გარდაბანი, აღმაშენებლის ქუჩა N2ა სიტუაციის ადგილზე გასაცნობად და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად.

სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:

  • კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით.
    - წინადადება არ უნდა ექვემდებარებოდეს ცვლილებას;
  • დეტალურად გაწერილი გადახდის პირობები და ვადები;
    - შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტიის წარმოდგენა მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე;
  • ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ;
  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, გადაწყვეტილების მიმღები პირის საკონტაქტო ინფორმაცია);

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას კომპანიას მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • სატენდერო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა.
  • კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტის დასახელება, ტენდერის დასახელება და ნომერი;
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18, GIG Plaza;
  • საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე; ტელ: 551 11 22 22; ელ-ფოსტა: v_maisuradze@giec.ge .
  • ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით კითხვების დასმა შესაძლებელია ტელეფონის საშუალებით ნომერზე: 599 65 58 58. საკონტაქტო პირი: სერგო ბაღდასაროვი.

წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2017 წლის 10 ივლისის 17:00 საათი.

ტენდერის კატეგორია:

  • 90400000 ჩამდინარე წყლებთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
  • 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება
  • 90600000 ქალაქის ან სოფლის ზონების დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება, ასევე მათთან დაკავშირებული მომსახურებები