ჩაბარების ვადა:

12 ივნისი 2025, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T26660 - ბაზრის კვლევა IVR სისტემის დანერგვის მიზნით

ტენდერის აღწერილობა:

სს სილქ ბანკი აცხადებს ბაზრის კვლევას IVR სისტემის დანერგვის მიზნით.

ბაზრის კვლევის მიზანია გამოავლინოს დაინტერესებული კომპანიები, რომლებიც შეძლებენ მოთხოვნილი მომსახურების გაწევას. მომწოდებელი კომპანიის გამოსავლენად შესაძლოა საჭირო გახდეს დამატებით ტენდერის გამოცხადება.

დაზუსტების მიზნით ყველა მიღებული ინფორმაცია ითვლება წინადადების შემადგენელ და განუყოფელ ნაწილად.

 

მომსახურების აღწერა:

IVR (interactive voice response) - ინტერაქტიული სატელეფონო სისტემა არის ტექნოლოგია, რომელიც სატელეფონო ზარების ავტომატურ რეჟიმში დამუშავებისა და აბონენტებთან ინტერაქციის შესაძლებლობას იძლევა.

მიწოდების ადგილი - თბილისი, ზაარბრიუკენის მოედანი N 2

მონაწილეობის პირობები:

ბაზრის კვლევაში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა წარმოადგინოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით (მხოლოდ იურიდიული პირებისთვის, ასეთისარსებობის შემთხვევაში) დადასტურებული შემდეგი დოკუმენტაცია:

დანართი N 1 - ტენდერის სააპლიკაციო ფორმა

შემოთავაზებების მიღების წესი:

შემოთავაზება დალუქული კონვერტით უნდა წარმოადგინოთ სს სილქ ბანკის სათაო ოფისის კანცელარიში, 12 ივნისს დილის 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.

მისამართი: ქ. თბილისი, ზაარბრიუკენის მოედანი N2.

წარმოსადგენ დალუქულ კონვერტზე აუცილებელი მონაცემები:

  • ბაზრის კვლევის სახელწოდება;
  • კომპანიის სახელწოდება;
  • საიდენტიფიკაციო ნომერი;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი და ელ.ფოსტა).

ამავდროულად, გთხოვთ სატენდერო წინადადება გამოაგზავნოთ ელექტრონული ფორმით 12 ივნისს შემდეგ ელ.ფოსტაზე : procurement@silkbank.ge

დოკუმენტის მომზადება/წარდგენასთან დაკავშირებით გთხოვთ კითხვები მოიწეროთ procurement@silkbank.ge ისამართზე ან დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე:

ლოჯისტიკის სპეციალისტი
გიორგი ჭულუხაძე
577 01 31 41

ბაზრის კვლევის ეტაპზე არ განხორციელდება მომწოდებლის შერჩევა და მომწოდებელი კომპანიის შესარჩევად შესაძლებელია გამოცხადდეს დამატებითი ტენდერი.

წარმოდგენილი დანართი უნდა იყოს სრულად შევსებული, უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და ბეჭდით დამოწმებული, PDF ფორმატში;

ტენდერის კატეგორია:

  • 64200000 სატელეკომუნიკაციო მომსახურებები