ჩაბარების ვადა:

10 ივლისი 2017, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T2669 - ტენდერი ბრონირებული ფირის შესყიდვასა და სათაო ოფისისა და სერვის ცენტრების მინების დაბურვის მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა: 

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს ბრონირებული ფირის შესყიდვასა და სათაო ოფისისა და სერვის ცენტრების მინების დაბურვის მომსახურებაზე;

დასახელება:

# დასახელება/აღწერა ერთ. ფასი ლარში
1 200 მიკრონიანი ბრონირებული ფირი - 1 კვ.მ.  
2 300 მიკრონიანი ბრონირებული ფირი - 1 კვ.მ.  
3 თეთრი, ნახევრად გამჭვირვალე ფირი  
4 შავი, 95 %-იანი ფირი  
5 არსებული ფირის დემონტაჟი  
6 ტრანსპორტირება თბილისის გარეთ 100 კმ.-ს შემდეგ - 1 კმ. მანძილის ტრანსპორტირების ღირებულება  

შენიშვნა: ცხრილში ფასები უნდა მიეთითოს ეროვნულ ვალუტაში - ლარი; * შემოთავაზებული სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით;

სხვა პირობები:

  • მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზების ფაილი, ფასის შეთავაზებასთან;
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება 6 თვიანი ხელშეკრულება;
  • შეკვეთის სიხშირე დაახლოებით თვეში 2-3 ფილიალი (20-30 კვ.მ);
  • ტენდერში მონაწილე კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ მოთხოვნილი ბრონირებული ფირების ნიმუშები, ნიმუშების მოწოდება უნდა მოხდეს ბანკის სათავო ოფისში (ქ. თბილისი, გაგარინის #29ა) გიორგი ბუქურის სახელზე 599565992

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2017 წლის 4 ივლისიდან 2017 წლის 10 ივლისის ჩათვლით;
  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია მომწოდებელი იყოს რეგისტრირებული შემდეგ მისამართზე www.tenders.bog.ge ;
  • აირჩიოს ტენდერი და შემოთავაზებული ერთეულის ფასი მიუთითოს შესაბამის გრაფაში, პუნქტი #1-ის, პუნქტი #2-ის და ა.შ გასწვრივ;
  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
  • შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 საათით ადრე.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია

  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), რეკომენდაციები;
  • კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: 599 56 59 92 - გიორგი ბუქური

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2017 წლის 10 ივლისი, 17:00 საათი. 

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=762&lang=geo 

ტენდერის კატეგორია:

  • 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა
  • 44400000 სხვადასხვა ქარხნული წარმოების მასალა და მათთან დაკავშირებული საგნები