ჩაბარების ვადა:
12 ივლისი 2017, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT2678 - ტენდერი სამეურნეო-საყოფაცხოვრებო წყლების გაწმენდის მიზნით გამწმენდი ნაგებობების პროექტირებაზე
ტენდერის აღწერილობა:
კომპანია RMG აცხადებს ტენდერს სამეურნეო-საყოფაცხოვრებო წყლების გაწმენდის მიზნით (გამწმენდი ნაგებობების პროექტირებაზე).
კომპანიის საქმიანობიდან გამომდინარე, მის საწარმოო მოედნებზე წარმოქმნილი, როგორც საწარმოო ისე სამეურნეო-საყოფაცხოვრებო (საკანალიზაციო) წყლების გაწმენდის მიზნით, კომპანია გეგმავს წარმოების სხვადასხვა უბნებზე გამწმენდი ნაგებობების მოწყობას.
პროექტის მიზანია საწარმოს სხვადასხვა ობიექტებიდან გარემოში ჩაშვებულ წყალზე ზღვრულად დასაშვები ჩაშვების ნორმების დაცვა.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- ტენდერში მონაწილეობის მსურველმა კომპანიებმა, გთხოვთ, თქვენი ინტერესი გამოხატოთ წერილობით, საკონტაქტო მონაცემებისა და უფლებამოსილი პირის შესახებ ინფორმაციის მითითებით
- სამუშაოები ჩატარების ადგილია: დაბა კაზრეთი, კომპანიის საწარმოო ტერიტორია.
- აღნიშნული ინფორმაცია, გთხოვთ მოგვაწოდოთ 12.07.2017-მდე, ელ.ფოსტაზე - LPirveli@richmetalsgroup.com
ძირითადი მოთხოვნები:
- აღნიშნულ სფეროში მუშაობის გამოცდილება - არანაკლებ 5 წელი;
- პროექტირების სფეროში გამოცდილება - არანაკლებ 5 წელი;
- ანალოგიური პროექტების (როგორც საწარმოო ისე სამეურნეო-საყოფაცხოვრებო წყლების გაწმენდა) შესრულების გამოცდილება - არანაკლებ 3 პროექტი;
- სერთიფიკატები/ლიცენზიები - გთხოვთ წარმოგვიდგინოთ ასეთის არსებობის შემთხვევაში;
- ადგილობრივი მუშახელის დასაქმების უზრუნველყოფა.
ტენდერში მონაწილეობის მსურველმა კომპანიებმა გთხოვთ წარმოგვიდგინოთ:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მესაკუთრეთა მითითებით;
- ცნობა საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან იურიდიული პირის ქონებაზე საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ.
- რეკვიზიტები (მისამართები, როგორც იურიდიული ასევე ფიზიკური, ფაქტიური, ელექტრონული მისამართი, საბანკო რეკვიზიტები და სხვა.)
- ზემოთაღნიშნული ინფორმაცია გამოცდილების და ანალოგიური სამუშაოების განხორციელების შესახებ.
ტენდერის კატეგორია:
- 90400000 ჩამდინარე წყლებთან დაკავშირებული მომსახურებები
- 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
- 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება