
30 ივნისი 2025, 18:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T26918 - ტენდერი კლინიკაში არსებული აპარატურის გეგმიური და არაგეგმიური მომსახურების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს “ვიანი”(„შემსყიდველი“) და სს „საქართველოს კლინიკები“ პრეტენდენტებს სთავაზობს გამოცხადებულ ტენდერში: კლინიკაში არსებულ აპარატურაზე, გეგმიური და არაგეგმიური მომსახურების შესყიდვაზე მონაწილეობასა და წინადადების წარმოდგენას
2. შერჩევის პროცესის მიმდინარეობა:
შერჩევა ჩატარდება შემდეგი განრიგით:
- რეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2025 წლის 30 ივნისის 18:00 საათისა.
- შემსყიდველი განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებს და მოახდენს პრეტენდენტ/ებ/ის, წარმოდგენილი წინადადებების შეფასებასა და გამარჯვებული კომპანიის გამოვლენას, წინასწარ განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმების მიხედვით.
- საჭიროების შემთხვევაში, შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
- საბოლოო ეტაპზე გამარჯვებულთან გაფორმდება ხელშეკრულება.
შემსყიდველი იტოვებს უფლებას, ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე, საკუთარი შეხედულებისამებრ.
ტენდერის შეჩერების / შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის მიღება პრეტენდენტ/ებ/ს შეეძლებათ სატენდერო განცხადების პორტალზე.
შემსყიდველი იტოვებს უფლებას, გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებამდე გააფართოვოს ან შეცვალოს მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან/შესყიდვასთან დაკავშირებით, რის შესახებაც ინფორმაცია განთავსდება სატენდერო განცხადებების პორტალზე.
3. აპარატურის ჩამონათვალი, რომლსაც უნდა გაეწიოს მოსმსახურება მოცემულია დანართ #1-ში.
ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვროს არანაკლებ 1 წელი.
4. შემსრულებელი ვალდებულია, განახორციელოს შემდეგი სამუშაოები:
- გეგმიური მომსახურება და შემოწმება აპარატის მწარმოებლის მიერ განსაზღვრული წესის და გრაფიკისმიხედვით. დანართი 5.
- საჭიროების შემთხვევაში, თუ აპარატი გამოვა მწყობრიდან, კომპანიის ოფიცილურ მეილზე შეტყობინების დაფიქსირებიდან უმოკლეს ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 48 საათის განმავლობაში, ადგილზე მისვლა დიაგნოსტირება და აპარატის საკუთარი ძალებით შეკეთება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შეკეთებისმიზნით საჭირო გახდება კონკრეტული ნაწილის შესყიდვა, რასაც ესაჭიროება გარკვეული/გონივრული დრო, დიაგნოსტიკისთვის საჭირო ყველა ქმედების ჩატარება და რემონტისთვის ყველა საჭირო ღონისძიებების გატარება, ამისათვის საჭირო გონივრულვადაში, მაგრამ არაუმეტეს 3 (სამი) სამუშაო დღისა.
- თუ აპარატურისთვის რაიმე დეტალი ან ბლოკია შესაკვეთი, შემსრულებელი ვალდებულია, მაქსიმალურადმოკლე ვადაში, მაგრამ არაუმეტეს 3 (სამი) სამუშაო დღისა, მოიძიოს ეს დეტალი და მიაწოდოს დამკვეთსინფორმაცია, დეტალის მდგომარეობის, ღირებულების და მოწოდების პირობების შესახებ (დეტალებისშესყიდვასთან დაკავშირებულ ხარჯებს ანაზღაურებს დამკვეთი). ამასთან, შესაცვლელი დეტალისმოწოდება შეუძლია დამკვეთსაც შემსრულებელთან შეთანხმებით, რომლის უსასყიდლო ინსტალაცია უნდამოახდინოს შემსრულებელმა.
- წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდებისას შემსრულებელივალდებულია უზრუნველყოს, რომ აღდგენილი აპარტის ხარისხი იყოს ორიგინალის იდენტური, ამასთანშეამოწმოს მისი ხარისხი.
- შემსრულებელი ვალდებულია, წინამდებარე მომსახურება გაუწიოს დამკვეთს დღის ნებისმიერ მონაკვეთში, ამასთან დამკვეთს გადასცეს ინჟინერის საკომუნიკაციო მონაცემები და უზრუნველყოს დამკვეთიინჟინერთან 24 საათიანი სატელეფონო მხარდაჭერით.
- შემსრულებელი ვალდებულია, შეამოწმოს აპარატის უსაფრთხო ექსპლოატაციის სისტემები და მონაცემებიტექნიკურ აქტში ასახოს.
- პროგრამული კონფიგურაციის რეზერვის შექმნა და ელ. მატარებელზე შენახვა.
- მომსახურების ტექნიკური აქტის შედგენა.
- შემსრულებელი იღებს ვალდებულებას, რომ მის მიერ ხელშეკრულებით და/ან მასთან დაკავშირებული სხვახელშეკრულებით ნაკისრი ნებისმიერი ველდებულების დარღვევისთვის გადაუხადოს დამკვეთსერთჯერადი პირგასამტეხლო ყოველთვიური მომსახურების საფასურის სრული ოდენობით დაყოველდღიური პირგასამტეხლო თითოეული შესაბამისი ვალდებულების სრულად და ჯეროვნადშესრულებამდე ყოველ ვადადაგადაცილებული დღისთვის (სრული ან არასრული) მომსახურების საფასურისმოცულობის 0.5% ოდენობით.
- აპარატზე შეცვლილი ყველა დეტალი რჩება დამკვეთის საკუთრებაში, გარდა იმ შემთხვევისა როცაწერილობითი შეთანხმებით დამკვეთი საკუთრებაში გადასცემს შეცვლილ დეტალს შემსრულებელს.
- შემსრულებელი ვალდებულია გეგმიური მომსახურების დროს შეამოწმოს აპარატის ცვეთადი დეტალები, შეაფასოს მათი რესურსი და შედეგები შეიტანოს მომსახურების ტექნიკურ აქტში.
- დამკვეთს აქვს უფლება საჭიროების შემთხვევაში შემსრულებლის ნაცვლად, საკუთარი ძალებით ან სხვა კომპანიისჩართულობით შეასრულოს აპარატის აღდგენის და შემოწმების სამუშაოები შემდეგი პირობით:
- შემსრულებლის წერილობითი თანხმობით ოფიციალურ მეილზე ამ სამუშაოებთან დაკავშირებითმისი ჩართულობის გარეშე დაწყების და წარმართვის შესახებ.
- შემსრულების უშუალო დასწრებით სამუშაოების დროს. დასწრების საჭიროებას გადაწყვეტსშემსრულებელი თავისი შეხედულების შესაბამისად და დაადასტურებს ოფიციალურ მეილზე.
5. შერჩევის კრიტერიუმები და მოთხოვნები მომწოდებლის მიმართ:
ტენდერში გამარჯვებული მომწოდებლის შერჩევა მოხდება შემსყიდველის მოთხოვნებთან შესაბამისობისა და წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაციის გათვალისწინებით.
სატენდერო წინადადების განხილვა მოხდება მხოლოდ სრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის პირობებში.
სატენდერო წინადადებები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
6. სატენდერო წინადადება
(ა) სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას/ინფორმაციას:
- პრეტენდენტი იურიდიული პირის ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არარსებობის შესახებ;
- ცნობა, რომ არ მიმდინარეობს პრეტენდენტის მიმართ რეორგანიზაცია-ლიკვიდაცია და/ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
- ბოლო 1 დასრულებული საგადასახადო წლის ბალანსი და მოგება-ზარალის უწყისი;
- კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი;
- მინიმუმ ორი სარეკომენდაციო წერილი;
- შევსებული და ხელმოწერილი განფასება/ფასთა ცხრილი (ლარში, დღგ-სა და ტრანსპორტირების ხარჯის ჩათვლით) - მოცემული და დადგენილი დანართი #1-ს სახით;
- „ინფორმაცია პრეტენდენტის შესახებ“, შევსებული დანართ #2-ში მითითებული სახით;
- „კონფიდენციალურობაზე შეთანხმების პრეტენდენტის მხრიდან ხელმოწერილი ვერსია (შეთანხმება თან ერთვის დანართი #3-ს სახით);
- პრეტენდენტის მიერ ხელმოწერილი აფიდავიტი - აფიდავიტი მოცემულია დანართი დანართი #4-ს სახით;
პრეტენდენტის მიერ მომზადებული ყველა დოკუმენტი უნდა იყოს ხელმოწერილი პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის მიერ და დამოწმებული ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
დოკუმენტაციის მომზადების თარიღი წინ არ უნდა უსწრებდეს სატენდერო დოკუმენტების წარდგენის თარიღს 5 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით.
7. პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია
შემსყიდველი უფლებამოსილია მოახდინოს პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია თუ:
- პრეტენდენტი ირიცხება მოვალეთა რეესტრში;
- პრეტენდენტის ქონებაზე რეგისტრირებულია საგადასახადო ან სხგვაგვარი გირავნობა/იპოთეკა/შეზღუდვა;
- მიმდინარეობს პრეტენდენტის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
- სატენდერო განაცხადით მოთხოვნილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია:
- სრულად არ იქნება წარმოდგენილი;
- არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს;
- არ შეესაბამება სინამდვილეს;
- ყალბია. - არსებობს სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის პრეტენდენტის შემდგომ მონაწილეობას ტენდერში.
8. კონფიდენციალურობა:
პრეტენდენტი პასუხისმგებელია შემსყიდველის მიერ მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც შერჩევის პროცესის მსვლელობის, ასევე, მისი დასრულების შემდეგაც, მიუხედავად ტენდერის შედეგებისა.
გთხოვთ ტენდერში ატვირთული ყველა დოკუმენტაცია შეგვივსოთ.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 30 ივნისი, 18:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
შერჩევის პროცესის მსვლელობისას პრეტენდენტებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: Medical_procurements@vian.health, ngetsadze@vian.health
ტენდერის კატეგორია:
- 33100000 სამედიცინო მოწყობილობები