ჩაბარების ვადა:

22 აპრილი 2014, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T27 - ტენდერი მეფრინველეობის მცირე მეურნეობის მოწყობაზე

ტენდერის აღწერილობა:

არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდა" სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციაა, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური უფლებების პოპულარიზაციას, დაცვასა და განხორციელებას, როგორც სერვისების პირდაპირი მიწოდებით, ასევე - პრობლემათა გადაწყვეტით დაინტერესებული ჯგუფების შესაძლებლობებისა და კავშირების განვითარებით.

არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდა" ახორციელებს მიმდინარე პროექტს - "საქართველოში ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების ინიციატივა" (NEO), რომელიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ არის მხარდაჭერილი. არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდა" ჩართულია მიმდინარე პროექტის იმ კომპონენტში, რომლის მიზანია სოფლის მოსახლეობის შემოსავლების გაზრდა, სიღარიბის დონის შემცირება, საკვების უსაფრთხობის გაუმჯობესება, შერჩეულ თემებში მცირე ოჯახური მეურნეობისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისათვის წყლის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, სოფლად ეკონომიკის განვითარება, უკიდურესად დაუცველი ოჯახების და ცალკეული პირებისათვის დახმარების უზრუნველყოფა.

მიმდინარე პროექტის ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდა" გეგმავს ქვეკონტრაქტორის შერჩევას, რომელიც განახორციელებს მეფრინველეობის მცირე მეურნეობისთვის ქათმის, საკვებისა და ინვენტარის მიწოდებას.

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ იხილოთ თანდართული ფაილი.

მონაწილეობის მიღება:

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად, აუცილებელია წარმოდგენილ იქნას ფასთა კოტირებები (იხილეთ თანდართული ფაილი) ქვემოთ მოცემულ მისამართზე და ელექტრონულ ფოსტაზე არაუგვიანეს 2014 წლის 22 აპრილის 17:00 საათისა.

არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდას" ოფისი
ფიროსმანის ქ. 9/1, რუსთავი
ტელ: +995 0341 25 88 22 (შიდა ნომერი 17)
მობილური 598 176 175 - დავით თარიმანიშვილი
ელფოსტა: david@cida.ge

ინფორმაციის გამოგზავნის ბოლო ვადაა: 2014 წლის 22 აპრილი, 17:00 საათი. დაგვიანებული საკონკურსო წინადადებები არ მიიღება.

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ