
11 ივლისი 2025, 18:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T27030 - ბაზრის კვლევა ობიექტებზე ყავის აპარატების დროებით სარგებლობაში მიღებასა და ყავის შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 2 ივლისი 2025 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 11 ივლისი 2025 დრო 18:00
ბაზრის კვლევის აღწერილობა:
სს საქართველოს ბანკი აცხადებს ბაზრის კვლევას - ობიექტებზე ყავის აპარატების დროებით სარგებლობაში მიღებასა და ყავის შესყიდვაზე.
ბაზრის კვლევის მოთხოვნები
სს საქართველოს ბანკი აცხადებს ბაზრის კვლევას კომპანიების შერჩევის მიზნით, რომლებიც უზრუნველყოფენ, ბანკის მოთხოვნის შესაბამისად ობიექტებზე დროებით სარგებლობაში ყავის აპარატების მოწოდება/მონტაჟს . სანაცვლოდ, ბანკი იღებს ვალდებულებას, შერჩეული კომპანიისგან შეისყიდოს შესაბამისი ყავის მარცვლები.
დეტალური ჩამონათვალი ცხრილის სახით იხილეთ თანდართულ დოკუმენტში.
წარმოსადგენი (ასატვირთი) ბაზრის კვლევის დოკუმენტების სია:
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- აპარატების ბრენდი/მოდელი, ტექნიკური მახასიათებლები, ყავის ტიპები;
- შემოთავაზებული პროდუქციის კატალოგი, სპეციფიკაციები, ფასი.
- ვალუტა: ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში გადასახადების ჩათვლით;
- გამოცდილების მინიმალური მოთხოვნა: შესაბამის სფეროში მოღვაწეობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება,
- შემოთავაზებული წინადადებები ძალაში უნდა იყოს სულ მცირე 60 დღის განმავლობაში ბაზრის კვლევის გახსნიდან.
- ბაზრის კვლევაში მოცემული რაოდენობა შესაძლოა შემცირდეს ან გაიზარდოს ბანკის მოთხოვნიდან გამომდინარე
- შემოთავაზებული ფასი უნდა შენარჩუნდეს 1 წლის განმავლობაში
დამატებითი ინფორმაცია:
ბაზრის კვლევის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთანდაკავშირებით ელექტონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით.
ბაზრის კვლევის დასრულების შემდეგ, ბანკი განიხილავს მონაწილე კომპანიების მიერ წარმოდგენილ პროდუქციას. განხილვის პროცესში გათვალისწინებული იქნება როგორც კომერციული პირობები (ფასები), ასევე პროდუქციის ხარისხი და გემო. ამ მიზნით ჩატარდება დეგუსტაცია, რის საფუძველზეც მოხდება საბოლოო შერჩევა. კომპანია შეირჩევა ფასისა და პროდუქციის ორგანოლეპტიკური მახასიათებლების (გემო, სურნელი და ხარისხი) საფუძველზე.
ბანკი იტოვებს უფლებას რომ ნებისმიერ ეტაპზე შეწყვიტოს ბაზრის კვლევა და წინამდებარე ბაზრის კვლევის გამოცხადება არ ავალდებულებს ბანკს პრეტენდენტის გაფორმებას რომელიმე მომწოდებელთან.
ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭებახელშეკრულების პირობებს.
ბანკი იღებს ვალდებულებას შეამციროს გარემოზე ზემოქმედება და უზრუნველყოს გარემოს დაცვითი და მდგრადიგანვითარების კომპონენტების მონიტორინგი.
ბანკი თანამშრომლობს იმ მომწოდებლებთან, რომლებიც იზიარებენ იგივე სტანდარტებს და მათ პოლიტიკაში დაყოველდღიურ საქმიანობაში ასახულია სახიფათო ნარჩენების, ენერგიის, წყლის და ნახშირორჟანგის მინიმაზაციისმიზნით დასახული ქმედებები და ყოველდღიურ საქმინობაში ახდენენ ამის კონტროლს, რის დამადასტურებლადშეუძლიათ დოკუმენტაციის წარმოდგენა.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნასwww.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 11 ივლისი, 18:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ბაზრის კვლევა
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
ბაზრის კვლევის მსვლელობის დროს ტექნიკურ და ბაზრის კვლევის პროცესთან დაკავშირებით კითხვებზე დაუკავშირდით:
გიორგი ლომთაძე
glomtadze@bog.ge
+995 579 15 67 96
ტენდერის კატეგორია:
- 39700000 საოჯახო ტექნიკა
- 15800000 სხვადასხვა საკვები პროდუქტი