
ჩაბარების ვადა:
15 ივლისი 2025, 18:00
სტატუსი:
მიმდინარეT27039 - ტენდერი კარტრიჯების დამუხტვა/აღდგენის და პრინტერის შეკეთების მომსახურების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: ორი ნაბიჯი
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 15 ივლისი 2025 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ორი ნაბიჯი“ აცხადებს ტენდერს კარტრიჯების დამუხტვა/აღდგენის და პრინტერის შეკეთების მომსახურების შესყიდვაზე
ტენდერის პირობები/მოთხოვნები:
კარტრიჯების დამუხტვა/აღდგენა, პრინტერის შეკეთება:
- არსებული 600 ობიექტისთვის კარტრიჯის დამუხტვა/აღდგენა (ფილიალების ჩამონათვალი იხ. დანართში №1). მომსახურება უნდა ვრცელდებოდეს როგორც არსებულ მაღაზიებზე, ისე — წლის განმავლობაში გახსნილ ახალ ფილიალებზე;
- რეგიონების შემთხვევაში, კარტრიჯების დამუხტვა/აღდგენის დავალების დაფიქსირება ხდება თვეში ერთხელ;
- მოთხოვნის საფუძველზე, დამუხტული/აღდგენილი კარტრიჯების მიწოდება თბილისის ფილიალებისთვის უნდა მოხდეს მაქსიმუმ ერთი კვირის ვადაში, რეგიონების მაღაზიებში ორი კვირის ვადაში;
- გთხოვთ, მიუთითეთ კარტრიჯის საგარანტიო პირობები;
- გთხოვთ, მიუთითეთ თითოეული მოთხოვნილი კარტრიჯის წონა როგორც ცარიელის ასევე სრულად დამუხტულის;
- გთხოვთ, მიუთითოთ დაზიანებული კარტრიჯის შეცვლის ვადები;
- კარტრიჯების დამუხტვა:
- Canon I-SENSYS MF3010
- HP LaserJet Pro M1132
- Canon I-SENSYS MF4410
- Canon I-SENSYS MF237w
- HP LaserJet MFP M125 - პრინტერის ადგილზე შეკეთების სერვისი: პრინტერის დაზიანების დაფიქსირების შემთხვევაში, მომსახურების მიწოდება უნდა განხორციელდეს ობიექტზე მისვლითა და ადგილზე შეკეთებით. იმ შემთხვევაში, თუ პრინტერის სერვისცენტრში გადატანა გახდება საჭირო, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია, შეკეთების პერიოდის განმავლობაში, ობიექტზე დატოვოს სათადარიგო პრინტერი;
- გთხოვთ მიუთითოთ შეკეთებული პრინტერების საგარანტიო ვადები;
დამხმარე მოთხოვნა:
- შერჩეულ კომპანიას უნდა შეეძლოს შემდეგი პრინტერების კარტრიჯებით უზრუნველყოფაც:
- Canon LBP351x
- Canon LBP352x
- Canon 3010
- Canon Isenses MF443dw
- Canon Isenses MF453dw
- Canon Isenses MF237w
- HP Color LaserJetPro MFP 182n
- HP Color LaserJetPro MFP 180n
- HP LaserJetPro MFP m428fdn
- Hp laserjet 426dw
- Hp laserjet m428w
- HP laserjet MFP 125
დამატებითი მოთხოვნები/პირობები:
- კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- გადახდის პირობა: ერთი თვის მომსახურების შემდგომ, ყოველი ახალი თვის 15 რიცხვში;
- ფასის დაფიქსირება 1 წლის ვადით;
- შერჩეულ კომპანიასთან გაფორმდება ერთ წლიანი ხელშეკრულება;
- შერჩეულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებს 2-თვიან გამოსაცდელ ვადას, რომლის განმავლობაში განხორციელდება მომსახურების ხარისხის მონიტორინგი. გამოსაცდელი პერიოდის დასრულების შემდეგ, შემსყიდველი იტოვებს უფლებას შეწყვიტოს ხელშეკრულება ერთპიროვნულად, იმ შემთხვევაში, თუ გამოიკვეთება მომსახურების უხარისხოდ ან არასათანადოდ შესრულების ფაქტი, ან/და სხვა ობიექტური საფუძველი, რაც ხელს შეუშლის ხელშეკრულების გაგრძელებას.
- ტენდერის ვადა განისაზღვრება: 2025 წლის 15 ივლისის ჩათვლით
დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ ელექტრონულად გამოაგზავნოთ შემოთავაზება ელ.ფოსტაზე: tenders@orinabiji.ge
აუცილებელი მოთხოვნა:
- საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);
რეკვიზიტები:
საკონტაქტო პირი: ამირანი ჯინიუზაშვილი
ტელეფონი: +995 551 042 978
E-mail: tamta.rurua@orinabiji.ge
მისამართი: 2 ნაბიჯი, ვაკის რაიონი, მინდელის ქუჩა N 3, საქართველო, თბილისი, 0113
ტენდერის კატეგორია:
- 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა
- 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები
- 50300000 პერსონალური კომპიუტერების, საოფისე აპარატურის, სატელეკომუნიკაციო და აუდიოვიზუალური მოწყობილობების შეკეთება, ტექნიკური მომსახურება და მათთან დაკავშირებული მომსახურებები