ჩაბარების ვადა:

15 ივლისი 2025, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T27060 - ტენდერი ყოველკვირეული სააქციო პოსტერების შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: ორი ნაბიჯი
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 15 ივლისი 2025 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ორი ნაბიჯი“ აცხადებს ტენდერს ყოველკვირეული სააქციო პოსტერების შესყიდვაზე.

მომსახურების აღწერილობა:

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა დაინტერესებულმა პრეტენდენტმა შეავსოს ფასების ცხრილი (დანართი #1)

საქონლის დასახელება/აღწერა აღწერილობა წლიური რაოდენობა
ყოველკვირეული სააქციო პოსტერი მასალა: 200 გრ პრიალა
ცარცის ქაღალდი; ზომა: A2

ბეჭდვა:ორმხრივი,ერთ მხარეს ორმაგი წებოვანი ლენტებით.
 
2X2 კატალოგი მასალა: 200 გრ პრიალა ცარცის ქაღალდი; ზომა: A3 ბეჭდვა: ცალმხრივი; ერთ მხარეს ზედა და ქვედა ნაწილში ორმაგი წებოვანი ლენტი  


ტენდერი შედგება ორი ეტაპისგან:

  • პირველი ეტაპი -  ფასების მოწოდება დანართი #1-ის შესაბამისად
  • მეორე ეტაპი - ნიმუშების მოწოდება (ნიმუშის მოწოდება უნდა მოხდეს უსასყიდლოდ) შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად. მისამართზე: ქ. თბილისი, ვაკის რაიონი, ელიზბარ მინდელის #3; შენობა #3, კომერციული ფართი #1. პირველი სართული.

ტენდერის პირობები/მოთხოვნები:

  • კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით.
  • საქონლის მოწოდება წლის მანძილზე უნდა მოხდეს თბილისში, იუმაშევის #14-ში. საწყობი - ლილო1.
  • ბეჭდვა/მოწოდების ვადა: შეკვეთიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში.
  • შემოთავაზება უნდა მოიცავდეს ტრანსპორტირების ღირებულებას.
  • გადახდის პირობა: მიწოდებიდან 30 დღე.

დამატებითი ინფორმაცია:

  • პროდუქციის შეკვეთა ხდება მოთხოვნის შესაბამისად, ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 კალენდარული წლის მანძილზე.
  • შეკვეთა მოხდება კვირაში ერთხელ, განსაზღვრული რაოდენობებით. ყოველ კვირას იქნება სხვადასხვა ფაილები დასაბეჭდი.
  • ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, პროდუქტის ღირებულება უნდა იყოს ფიქსირებული;
  • გადახდის პირობა: 30 დღიანი კონსიგნაცია;

აუცილებელი მოთხოვნა:

  • საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.)

ტენდერის პირობები/მოთხოვნები:

  • პრეტენდენტმა კომერციული წინადადება უნდა წარმოადგინოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით, დანართი N1-ის შესაბამისად;
  • პრეტენდენტმა შესასყიდი მომსახურების დეტალური აღწერილობა, ინფორმაცია მწარმოებელი ქვეყანის, მწარმოებელის, შესახებ უნდა წარმოადგინოს დანართი N1-ის შესაბამისად;
  • ინფორმაცია პროდუქციის მიწოდების ვადების შესახებ (დანართი N1);
  • გადახდის პირობა (დანართი N1);

აუცილებლად წარმოსადგენი დოკუმეტები:

  • დანართი N1, რომელიც წარმოდგენილი უნდა იყოს, როგორც ხელმოწერილი, ისე Excel-ის ფორმატით;
  • საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
  • ცნობა საგადასახადო ორგანოდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა გამოცდილება, კლიენტების სია, შესრულებული პროექტები, რეკომენდაციები, და ა.შ.)

შენიშვნები: 

  • შპს „ორი ნაბიჯი“ იტოვებს უფლებას არ შეისყიდოს სრულად ტენდერში წარმოდგენილი რაოდენობები ან /და თანამშრომელთა რაოდენობის მიხედვით მოცემულზე მეტი რაოდენობით შეისყიდოს.
  • შპს ,,ორი ნაბიჯი“ იტოვებს უფლებას მიიღოს სატენდერო წინადადება სრულად ან ნაწილობრივ;
  • შპს ,,ორი ნაბიჯი“ გამოავლენს გამარჯვებულს ყველა პირობის ერთობლიობის გათვალისწინებით;

დამხმარე მოთხოვნა:

  • შერჩეულ კომპანიას უნდა შეეძლოს წლის განმავლობაში A0 და A1 ზომის პოსტერების დაბეჭდვა მოთხოვნის შესაბამისად.
  • გთხოვთ, ძირითად მოთხოვნასთან ერთად მოგვაწოდოთ აღნიშნული ზომის პოსტერების ფასები:

საქონლის დასახელება/აღწერა აღწერილობა ერთეულის ფასი დღგ-ს ჩათვლით
პოსტერი მასალა: ფოტოქაღალდი/სხვა ალტერნატივა (სტიკერი,ცარცი) ზომა: A0 ბეჭდვა: ცალმხრივი  
პოსტერი მასალა: ფოტოქაღალდი/სხვა ალტერნატივა (სტიკერი,ცარცი) ზომა: A1 ბეჭდვა: ცალმხრივი  

ტენდერის ჩაბარების პირობები:

ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა, შესაბამისი შემოთავაზება, ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები და საკონტაქტო ინფორმაცია უნდა წარმოადგინონ მეილზე tenders@orinabiji.ge 2025 წლის, 15 ივლისის 18:00 საათის ჩათვლით.

ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
ნატო კობალავა
საკონტაქტო ნომერი: 599 11 77 88
ელ.ფოსტა:
nato.kobalava@orinabiji.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები
შეკითხვები