ჩაბარების ვადა:

11 ივლისი 2025, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T27064 - ბაზრის კვლევა სასაწყობე მომსახურებაზე

  • გამომცხადებელი: შპს "ალტა"
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 4 ივლისი 2025 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 11 ივლისი 2025 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება - დამატებულია ფაილი, ასევე ტენდერის დასრულების ვადად განისაზღვრა 11 ივლისი, 18:00 საათი.

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ალტა“ ატარებს ბაზრის კვლევას სასაწყობე მომსახურების მიწოდების მიზნით.

მოცემული განაცხადის მიზანია ბაზრის კვლევა და პოტენციური მომწოდებლების წინასწარი შერჩევა, რომლებიც ფლობენ შესაბამის რესურსებს და გამოცდილებას შემდეგი ტიპის მომსახურების უზრუნველსაყოფად:

  • სასაწყობე ფართის ტიპი (მშრალი, სამაცივრე ან სხვა ტიპის)
  • საქონლის მიღება, გაცემის ოპერაციები
  • შეკვეთების დამუშავება (პიკინგი, შეფუთვა და სხვა)
  • დამატებითი ლოჯისტიკური და ოპერაციული მხარდაჭერა

დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ ინფორმაცია მხოლოდ თანდართული შესავსები ფაილის საფუძველზე, რომელიც საჭირო მონაცემებს დეტალურად ითვალისწინებს.

გარდა აღნიშნული ფორმის შევსებისა, გთხოვთ, ასევე მოგვაწოდოთ შემდეგი დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტაცია:

  • კომპანიის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი ან მოქმედი ლიცენზია
  • საწყობის ინფრასტრუქტურის მოკლე აღწერა და ფოტოები
  • დეტალური ფასების შეთავაზება
  • წარსული გამოცდილების შესახებ ინფორმაცია ან რეკომენდაციები 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ წინამდებარე განაცხადი წარმოადგენს მხოლოდ ინფორმაციის შეგროვების ეტაპს და არ გულისხმობს ვალდებულებას მომსახურების პირდაპირ შესყიდვაზე.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 11 ივლისი 18:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი
საკონტაქტო პირი: თამარ იმერლიშვილი
ელ. ფოსტაt.imerlishvili@alta.ge
ტელ: +995 571 77 22 11

ტენდერის კატეგორია:

  • 42900000 სხვადასხვა ზოგადი და სპეციალური დანიშნულების მანქანა-დანადგარები
შეკითხვები
მიმწოდებელი 1

გამარჯობა, თანდართული შესავსები ფორმა რომელზეც საუბარია შეთავაზებაში, არ არის ატვირთული. რა ფორმით ავტვირთოთ? PDF? Word?

შპს "ალტა"
შპს "ალტა"

აიტვირთება , გთხოვთ გადაამოწმოთ 30 წუთში