ჩაბარების ვადა:

15 ივლისი 2025, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T27104 - ტენდერი UPS-ის აკუმულატორების ინსტალაციაზე

  • გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 8 ივლისი 2025 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 15 ივლისი 2025 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.

ტენდერის აღწერილობა:

საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს UPS-ის აკუმულატორების ინსტალაციაზე მიმაგრებული ტექნიკური დავალების შესაბამისად.

  • ხელშეკრულება დაიდება 1 წლის ვადით
  • დაინსტალაირებელი აკუმულატორების სავარაუდო რაოდენობა 2500 ერთეული.
  • ინსტალაცია განხორციელდება წლის განმავლობაში ეტაპობრივად, ბანკის მოთხოვნის შესაბამისად.
  • გამარჯვებული კომპანია ბანკს მიაწვდის აკუმულატორების ინსტალაციასთან დაკავშირებით სრულ მომსახურებას მათ შორის აკუმულატორის დასალაგებ სტელაჟებს. 

მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ:

პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური სამუშაოების შესრულების არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება.

შესრულებული  სამუშაოს გარანტია:

შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადა შეადგენს 12 თვეს სამუშაოების დასრულებიდან,

სამუშაოების დასრულების შემდეგ საგარანტიო ვადის განმავლობაში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში, თუ დადგინდება რომ აღნიშნული წუნი (ნაკლოვანებები, დეფექტი) გამოწვეულია უხარისხო ან/და არაჯეროვანი შესრულებით, გამარჯვებული კომპანია ვალდებულია აღმოფხვრას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები საკუთარი ხარჯებით.

ანაზღაურების პირობა

ანაზღაურება განხორციელდება ფაქტიურად შესრულებული სამუშაეობის შესაბამისად, შემსრულებელი კომპანიის მხრიდან წარმოდგენილი და ბანკის მიერ დადასტურებელი ფორმა 2-ების საფუძველზე. 

პრეტენდენტის წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • კომპანიის შესახებ ინფორმაცია (პორტფოლიო)
  • შევსებული ფასების ცხრილი

შეფასება:

ბანკის მხრიდან გამარჯვებულის გამოსავლენად კომერციულ ნაწილთან ერთად გათვალისწინებული იქნება პრეტენდენტის ანალოგიური გამოცდილება, რეკომენდაციები და ფინანსური ბრუნვის მაჩვენებლები.

დამატებითი ინფორმაცია:

პრეტენდენტის მიერ ტენდერში გამარჯვება არ წარმოადგენს ბანკთან ხელშეკრულების გაფორმების წინაპირობას, რადგან, გარდა ტენდერში გამარჯვებისა, ბანკთან ხელშეკრულების გაფორმება ექვემდებარება პრეტენდენტის საქმიანობის შესაბამისობის შემოწმებას საქართველოს კანონმდებლობასთან, საერთაშორისო სანქციებთან და ბანკის შიდა პოლიტიკებთან და პროცესებთან მიმართებით.

პრეტენდენტის საქმიანობის შემოწმების ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობასთან, საერთაშორისო სანქციებთან და ბანკის შიდა პოლიტიკებთან და პროცესებთან შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში, ბანკი უფლებამოსილია, უარი განაცხადოს პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმებაზე და აღნიშნულის შესახებ აცნობოს პრეტენდენტს უარის თქმის ზოგად საფუძველზე მითითებით. 

გარემოზე ზემოქმედება:

ბანკი იღებს ვალდებულებას შეამციროს გარემოზე ზემოქმედება და უზრუნველყოს გარემოს დაცვითი და მდგრადი განვითარების კომპონენტების მონიტორინგი. 

ბანკი თანამშრომლობს იმ მომწოდებლებთან, რომლებიც იზიარებენ იგივე სტანდარტებს და მათ პოლიტიკაში და ყოველდღიურ საქმიანობაში ასახულია სახიფათო ნარჩენების, ენერგიის, წყლის და ნახშირორჟანგის მინიმაზაციის მიზნით დასახული ქმედებები და ყოველდღიურ საქმინობაში ახდენენ ამის კონტროლს, რის დამადასტურებლად შეუძლიათ დოკუმენტაციის წარმოდგენა. 

ბანკთან თანამშრომლობის შემთხვევაში მხარე აცხადებს რომ:

სრულად და ჯეროვნად დაიცავს გარემოს დაცვის, ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნებს, მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშით თუ ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან/და სანებართვო თუ სალიცენზიო პირობებს;

უზრუნველყოფს ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებასა და დამუშავებას, კანონმდებლობის შესაბამისად;

ნებისმიერი ისეთი გარემოების (მათ შორის, ერთმნიშვნელოვნად ნებისმიერი სახის ავარიის, ინციდენტის ან/და უბედური შემთხვევის) დადგომიდან, რომელიც საფრთხეს უქმნის გარემოს დაცვას ან/და გარემოს დაცვის ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევიდან ან ასეთი გარემოებების დადგომის საშიშროების წარმოშობიდან 5 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში აცნობებს ბანკს აღნიშნულის თაობაზე და იმ ზომების შესახებ, რომელსაც იგი იღებს ზემოთ ხსენებული გარემოებების აღმოსაფხვრელად.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნასwww.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა:  2025 წლის 15 ივლისი, 18:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

ტექნიკურ საკითხბზე დაუკავშირდით:

გიორგი სხილაძე
577 102 917 

საკონტაქტო:

ბექა მუმლაძე
ტელ: 551462003 

ტენდერის კატეგორია:

  • 31400000 აკუმულატორები, დენის პირველადი წყაროები და პირველადი ელემენტები
შეკითხვები