
22 ივლისი 2025, 18:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T27112 - ტენდერი საქართველოს კლინიკების ქსელში არსებული ჰოსპიტლებისთვის, საიმიჯო ვიდეო კლიპის დამზადებაზე
- გამომცხადებელი: საქართველოს კლინიკები
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 9 ივლისი 2025 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 22 ივლისი 2025 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
სს „საქართველოს კლინიკები“ („შემსყიდველი“) პრეტენდენტებს სთავაზობს ტენდერს სს საქართველოს კლინიკების ქსელში არსებული ჰოსპიტლებისთვის, საიმიჯო ვიდეო კლიპის დამზადებაზე.
სს „საქართველოს კლინიკები“ -ჯანდაცვის სექტორის ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია. იგი სს “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის” წევრ კომპანიას წარმოადგენს, რომელიც გარდა ,,საქართველოს კლინიკებისა” აერთიანებს სს ,,ვიანს” სს ,,ევექსსა” და სს ,,მეგა-ლაბს”
საქართველოს კლინიკების ქსელი, ქვეყნის მასშტაბით 27 სამედიცინო დაწესებულებას მოიცავს და წარმოდგენილია, როგორც თბილისში, ასევე აჭარის, სამეგრელოს, იმერეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონებში. კომპანიის მიზანია პაციენტთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდითა და ფართო სპექტრის მაღალხარისხიანი სამედიცინო მომსახურების შეთავაზებით.
წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, პრეტენდენტს განემარტოს შემსყიდველის მოთხოვნები და პირობები სრულყოფილი სატენდერო წინადადების წარსადგენად.
ტენდერში გამარჯვებულ პირთან ხელშეკრულებას გააფორმებს სს „საქართველოს კლინიკები“
1. შერჩევა ჩატარდება შემდეგი განრიგით:
- პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2025 წლის 22 ივლისის 18:00 საათისა.
- შემსყიდველი განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებს და მოახდენს პრეტენდენტ/ებ/ის, წარმოდგენილი წინადადებების შეფასებასა და გამარჯვებული კომპანიის (შემდგომში „კონტრაქტორი“) გამოვლენას, წინასწარ განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმების მიხედვით.
- საჭიროების შემთხვევაში, შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
- საბოლოო ეტაპზე გამარჯვებულთან გაფორმდება ხელშეკრულება.
ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში:
- ტენდერის გამოცხადება: 8 ივლისი
- სატენდერო წინადადებების მიღება: 22 ივლისი
- გამარჯვებული პრეტენდენტ/ებ/ის გამოვლენა და შეტყობინების გაგზავნა: 8 აგვისტო
- ხელშეკრულების გაფორმება: 11 აგვისტო
- შემსყიდველი იტოვებს უფლებას, ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე, საკუთარი შეხედულებისამებრ.
- ტენდერის შეჩერების / შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელი იქნება იმავე საკომუნიკაციო არხით, რითიც განხორციელდება ტენდერის გამოცხადება.
- შემსყიდველი იტოვებს უფლებას, გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენამდე გააფართოვოს ან შეცვალოს მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან / შესყიდვასთან დაკავშირებით, რის შესახებაც ინფორმაცია განთავსდება იმავე საკომომუნიკაციო არხით, რითიც განხორციელდება ტენდერის გამოცხადება.
1. ტენდერით შესასყიდი მომსახურების აღწერილობა / სპეციფიკაციები
შესყიდვის ობიექტი: სს „საქართველოს კლინიკები“ - საიმიჯო ვიდეო კლიპის დამზადება.
პროდუქციის მიწოდების ადგილი:
სს „საქართველოს კლინიკები“ _ თბილისი, სულხან ცინცაძის 24ა
დამატებითი ინფორმაცია:
- გამარჯვებულ კომპანიასთან სს „საქართველოს კლინიკები“ გააფორმებს ხელშეკრულებას 1 (ერთი) წლის ვადით.
- ანგარიშსწორება იწარმოებს ლარში (ეროვნულ ვალუტაში), პროდუქციის მიწოდებისა და მიღება-ჩაბარების გაფორმებიდან, 1 (ერთი) თვიანი კონსიგნაციის გათვალისწინებით
2. შერჩევის კრიტერიუმები და მოთხოვნები პრეტენდენტების მიმართ
- კონტრაქტორის შერჩევა მოხდება შემსყიდველის მოთხოვნებთან შესაბამისობისა და პრეტენდენტის მეირ წარმოდგენილი დოკუმენტაციის/ინფორმაციის გათვალისწინებით.
- მიუხედავად შემსყიდველის მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილებისა, პრეტენდენტი არ არის უფლებამოსილი ნებისმიერი მატერიალური დანახარჯის ან/და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე, რაც მას შეიძლება მიადგეს ტენდერში მონაწილეობით, წარსადგენი სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებით, ან/და იმ მოქმედების განსახორციელებლად, რომელიც აუცილებელია მისი მიერ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
- სატენდერო წინადადების განხილვა მოხდება მხოლოდ სრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემთხვევაში
სატენდერო წინადადებები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
3. შემსყიდველის ვალდებულებები
- შემსყიდველის ვალდებულებებია:
- ხელშეკრულებითა და წინამდებარე ტენდერით გათვალისწინებულ შესყიდვასთან დაკაშვირებული სხვა დოკუმენტებით განსაზღრული პირობების/ვალდებულებების განუხრელი დაცვა და შესრულება
4. კონტრაქტორის ვალდებულებებია:
ხელშეკრულებითა და წინამდებარე ტენდერით გათვალისწინებულ შესყიდვასთან დაკაშვირებული სხვა დოკუმენტებით განსაზღრული პირობების/ვალდებულებების განუხრელი დაცვა და შესრულება;
5. დოკუმენტაცია
პროდუქციის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისთვის კონტრაქტორმა უნდა მოამზადოს შემდეგი დოკუმენტები:
მიღება-ჩაბარება წარმოდგენილი უნდა იქნას დადასტურებული და ხელმოწერილი ორივე მხარის მიერ.
6. სატენდერო წინადადება
სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას/ინფორმაციას:
- პრეტენდენტი იურიდიული პირის განახლებული ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არარსებობის შესახებ;
- ცნობა, რომ არ მიმდინარეობს პრეტენდენტის მიმართ რეორგანიზაცია-ლიკვიდაცია და/ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
- კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი (მინიმუმ ორი სარეკომენდაციო წერლილით)
- ინფორმაცია პრეტენდენტის შესახებ, შევსებული დანართ #2-ში მითითებული სახით;
- კონფიდენციალურობაზე შეთანხმების პრეტენდენტის მხრიდან ხელმოწერილი ვერსია (შეთანხმება თან ერთვის დანართი #3-ს სახით);
- პრეტენდენტის მიერ ხელმოწერილი აფიდატივი - აფიდატივი მოცემულია დანართი #4-ს სახით
პრეტენდენტის მიერ მომზადებული ყველა დოკუმენტი უნდა იყოს ხელმოწერილი პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის მიერ და დამოწმებული ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
დოკუმენტაციის მომზადების თარიღი წინ არ უნდა უსწრებდეს სატენდერო დოკუმენტების წარდგენის თარიღს 5 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით.
7. პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია
შემსყიდველი უფლებამოსილია მოახდინოს პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია თუ:
- პრეტენდენტი ირიცხება მოვალეთა რეესტრში;
- პრეტენდენტის ქონებაზე რეგისტრირებულია საგადასახადო ან სხგვაგვარი გირავნობა/იპოთეკა/შეზღუდვა;
- მიმდინარეობს პრეტენდენტის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
- სატენდერო განაცხადით მოთხოვნილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია:
- სრულად არ იქნება წარმოდგენილი;
- არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს;
- არ შეესაბამება სინამდვილეს;
- ყალბია. - არსებობს სხვა ობიექტური გარმოება, რომელიც შეუძლებელს ხდის პრეტენდენტის შემდგომ მონაწილეობას ტენდერში.
8. კონფიდენციალურობა
პრეტენდენტი პასუხისმგებელია შემსყიდველის მიერ მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც შერჩევის პროცესის მსვლელობის, ასევე, მისი დასრულების შემდეგაც, მიუხედავად ტენდერის შედეგებისა.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 22 ივლისი, 18:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2025 წლის 22 ივლისი 18:00 საათისა.
შერჩევის პროცესის მსვლელობისას პრეტენდენტებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vshermadini@clinics.ge 598 11 69 58
ტენდერის კატეგორია:
- 92100000 კინოდა ვიდეომომსახურებები