
31 ივლისი 2025, 18:00
სტატუსი:
მიმდინარეT27119 - ტენდერი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ სამგორში ბეტონის მიწოდებაზე
- გამომცხადებელი: ASTORIOS LLC
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 31 ივლისი 2025 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ასტორიოს “ აცხადებს ტენდერს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ სამგორში ბეტონის მიწოდებაზე.
ტექნიკური დავალება
საყრდენი კონსტრუქციების და ტრანსფორმატორული ქვესადგურის საძირკვლისთვის ბეტონისმიწოდება და ჩასხმა.
მიზანი
ბეტონის მიწოდება და გამოყენება, რომელიც შეესაბამება დადგენილ ტექნიკურ მახასიათებლებს, მეტალის საყრდენების და ტრანსფორმატორის ქვესადგურის
საძირკვლის ჩასასხმელად.
საჭირო ბეტონის მახასიათებლები
1. ბეტონის მარკები და დანიშნულება:
- М250 (B20 კლასი) — საყრდენი კონსტრუქციების საძირკვლებისთვის.
- М350 (B25–B27.5 კლასი) — გამოიყენება ტრანსფორმატორის ქვესადგურის საძირკვლისთვის.
2. ყინვა გამძლეობა:
- მინიმუმ F100.
3. ელასტიურობა (კონუსის ელასტიურობა):
- S3 ან S4 კლასი (ელასტიურობა 125–200 მმ), უნდა უზრუნველყოფდეს ჩამოსხმას (ჟოლოფით).
ჩასხმის პირობები
ბეტონი ისხმება ბურღით ამოჭრილ ჭაბურღილებში, დიამეტრით 350 მმ და სიღრმით 1.1-1,7მ. თითოეული მანქანა მიდის უშუალოდ ჩასხმის ადგილზე და ასხამს ბეტონს ჟოლოფით. ერთი მანქანით მიწოდებული ბეტონის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 6 მ³-ს. საჭიროების შემთხვევაში, ბეტონის მანქანა შესაძლებელია დარჩეს ობიექტის ტერიტორიაზე არაუმეტეს 2 საათისა ზედმეტი საფასურის გარეშე.
მიწოდების პირობები
- ჯამური მიწოდების მოცულობა — დაახლოებით 900 მ³
- M250 – 860 მ³.
- M350 – 40 მ³.
- მაქსიმალური დღიური მიწოდება — 50 მ³-მდე.
- მიწოდებებს შორის ინტერვალი — არანაკლებ 30 წუთი არაუმეტეს 60 წუთი.
დამკვეთს უფლება აქვს: გაზარდოს ან შეამციროს შეკვეთა 20 მ³-ით წინასწარი შეტყობინებით, ჯარიმის გარეშე.
მთლიანი შეკვეთის მოწოდების გრაფიკი დეტალურად გაწერილი იქნება ხელშეკრულებაში.
ხარისხის კონტროლი და დოკუმენტაცია:
თითოეულ პარტიას უნდა ახლდეს:
- ხარისხის შესაბამისობის სერტიფიკატი გაცემული დამოუკიდებლი ლაბორატორიის მიერ.
საჭიროებისამებრ — საკონტროლო ნიმუშების (კუბების) გამოცდის ოქმი.
დამკვეთს უფლება აქვს მოთხოვოს ტესტები სიმტკიცეზე, ელასტიურობაზე ან ყინვის გამძლეობაზე.
არასათანადო ბეტონის მიწოდების შემთხვევაში, მომწოდებელი ვალდებულია აანაზღაუროს ყველა ხარჯი, მათ შორის:
- ახალი ბეტონის ღირებულება
- ხელახალი სამუშაოს ღირებულება
- დოკუმენტურად დადასტურებული სხვა პირდაპირი ხარჯები
დამკვეთს უფლება აქვს უარი თქვას ბეტონის პარტიაზე ადგილზე, თუ დაფიქსირდება ელასტიურობის ან შემადგენლობის გადახრა ან დეფექტები.
თითოეულ მანქანასთან ერთად უნდა მიეწოდოს საქონლის ზედნადები, სადაც მითითებული იქნება:
- სატრანსპორტო საშუალების ტიპი და სანომრე ნიშნები;
- ბეტონის მარკა (М250 ან М350);
- მიწოდებული ბეტონის მოცულობა (მ³);
- ბეტონის დამზადების თარიღი და დრო;
- ობიექტზე შესვლის დრო
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ წარმოადგინეთ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია ინგლისურ ენაზე:
- კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- შესასყიდი მასალების და შესასრულებელი სამუშაოების ფასების ჩამონათვალი;
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ:
ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებათ აუცილებელია კომპანიას ჰქონდეს მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება სამშენებლო სამონტაჟო სამუშაოების სფეროში.
ასევე უნდა წარადგინოს შესაბამისი მისმიერ განხორციელებული პროექტების ჩამონათვალი რომლთა გადამოწმება საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება.
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტსმოსთხოვოს:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობსმისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივიშეზღუდვის არარსებობის შესახებ;
ტექნიკურ საკითხებზე კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ:
ვალერი კუხალაშვილი
მობ: 595747473
შემოთავაზება გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: valeri.k@astorios.com 31 ივლისის18:00 საათამდე.
ტენდერის კატეგორია:
- 44100000 სამშენებლო მასალები და დამხმარე სამშენებლო მასალები