ჩაბარების ვადა:

16 ივლისი 2025, 15:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T27134 - ტენდერი ინვენტარის ტრანსპორტირების მომსახურების შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: დაირექტ დებიტ ჯორჯია
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 9 ივლისი 2025 დრო 18:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 16 ივლისი 2025 დრო 15:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.

ტენდერის აღწერილობა:

შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯიას/კ 205130464 აცხადებს ელექტრონულ ტენდერს ინვენტარის ტრანსპორტირების მომსახურების შესყიდვაზე..

შესყიდვის ობიექტი:

# სამუშაოს აღწერა რაოდ, საზომი ერთ.
1 ინვენტარის ტრანსპორტირება - მძღოლის მომსახურება 1 კმ.
2 ინვენტარის ტრანსპორტირება - მძღოლი, დამატებით 2 დამხმარე 1 კმ.
3 სწრაფი გადახდის აპარატის Paybox-ის დემონტაჟი 1 ცალი
4 სწრაფი გადახდის აპარატის Paybox-ის მონტაჟი 1 ცალი
5 სწრაფი გადახდის აპარატის Paybox-ის დაანკერება 1 ცალი

 
სატენდერო მოთხოვნები

  • პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული წინადადება უნდა მოიცავდეს ტრანსპორტირებას მთელისაქართველოს მასშტაბით, მათ შორის დამხმარე პერსონალის გამოყოფას და ტრანსპორტირებისგანხორციელებას პრეტენდენტის საკუთრებაში არსებული ავტომანქანებით;
  • მომსახურების მოქმედების ვადა განისაზღვრება 2026 წლის 31 დეკემბრამდე.
  • პრეტენდენტი პასუხისმგებელია ტრანსპორტირების დროს კომპანიის ქონების დაკარგვა/დაზიანება/განადგურებაზე;
  • მომსახურების საფასური მოიცავს როგორც სამუშაო, ასევე არასამუშაო დღეებში სატვირთო მანქანისსაჭიროების ხარჯს.
  • ტრანსპორტირების დროს ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში მყოფი ავტოსატრანსპორტოსაშუალების გამოყენება;
  • კომპანიის მოთხოვნის არსებობის შემთხვევში 3.5-10 ტონამდე ტვირთამწეობის სატვირთოავტომობილები;
  • გააფორმოს ყოველ შესრულებაზე მიღება-ჩაბარებები, სადაც განსაზღვრული იქნება ინვენტარისჩამონათვალი და მხოლოდ მას შემდეგ დაიწყოს ტრანსპორტირება; იმ შემთხვევაში, თუ ინვენტარსექნება აღქმადი დეფექტები, პრეტენდენტი ვალდებულია უზრუნველყოს დასტიკერება, რომდაზიანებულია, დაასურათოს და მიაწოდოს ბანკს შესაბამისი ინფორმაცია. ყოველგვარი ეჭვისგამორიცხვის მიზნით, პრეტენდენტმა არ უნდა უზრუნველყოს მსგავსი დეფექტიანი ინვენტარისტრანსპორტირება;
  • ტრანსპორტირებაზე და სხვა დამატებით მომსახურებაზე მზადყოფნა 24/7-ზე;
  • ანაზღაურება - ყოველთვიურად მიღება-ჩაბარების გაფორმებიდან 5 დღის ვადაში

სატენდერო პირობები 

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა სისტემაში ატვირთოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული შემდეგი დოკუმენტაცია (PDF ფორმატის ფაილები):

  •         დანართი N1- კომპანიის რეკვიზიტები;
  •         დანართი N2- ფასების ცხრილი
    - ფასები დაფიქსირებული უნდა იყოს ლარში, დღგ-ს და კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
    -  ღირებულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს პროდუქციის ადგილზე მოწოდება;
  •        დანართი N3- განხორციელებული პროექტების და შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი;

შემოთავაზების მიღების ბოლო ვადაა 16/07/2025 15:00 საათი

ტენდერში გამარჯვების კრიტერიუმია-ღირებულება და ხარისხი;

განფასებაში შეცდომის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ერთეულის ფასს;

სატენდერო შემოთავაზებაში და ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასთა ცდომილების (სხვაობის) შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასს;

გამარჯვებულად მიიჩნევა და ხელშეკრულება დაიდება იმ მონაწილესთან, რომელიც წარმოადგენს უკეთეს ფასს და დააკმაყოფილებს სატენდერო ტექნიკურ მოთხოვნებს;

ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია ავანსად გასაცემი თანხის ოდენობით, ასევე შემოსავლების სამსახურიდან გაცემული შედარების აქტი, რომელშიც არ უნდა ისახებოდეს დავალიანება.

მომწოდებლის მხრიდან შესაძლებელია მოხდეს დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენა 3 დღის ვადაში. ვადის ათვლა ხორციელდება მომწოდებლისთვის იმ ინფორმაციის მიწოდების დღიდან, რომელსაც შეეხება პრეტენზია.

დამკვეთის მიერ შესაძლებელია შეწყდეს ტენდერი, შესაბამისი მიზეზების არსებობის შემთხვევაში, რაზეც აუცილებლად ინფორმირებული იქნება ყველა მონაწილე; ასევე დამკვეთი იტოვებს უფლებას ტენდერი სცნოს ანულირებულად თუ ტენდერში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ერთი კომპანია;

სხვა დანარჩენი პირობები, შემდგომში გამყიდველსა და მყიდველს შორის გათვალისწინებულ იქნება ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებაში.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნასwww.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა:  2025 წლის 16 ივლისი, 15:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

ტენდერის მსვლელობის დროს ტექნიკურ და ტენდერის პროცესთან დაკავშირებით კითხვებზე დაუკავშირდით:

ლელა ტყეშელაშვილი
ტელ:  +995 599 27 87 97
 ltkeshelashvili@ddg.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 63100000 ტვირთის გადაზიდვისა და შენახვის მომსახურებები
შეკითხვები