ჩაბარების ვადა:

21 ივლისი 2025, 13:00

სტატუსი:

მიმდინარე

T27164 - ტენდერი შენობა ნაგებობებზე დაზიანებული ფასადის აგურების შეცვლისა და კარნიზების შეკეთება/შეღებვის მომსახურების შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: ასოციაცია საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელი
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 21 ივლისი 2025 დრო 13:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

ქუთაისის SOS ბავშვთა სოფლის სტანდარტული პროექტის ადმინისტრაცია იწვევს შესაბამისი გამოცდილების მქონე ორგანიზაციებსა და ფიზიკურ პირებს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლის  შენობა ნაგებობებზე დაზიანებული ფასადის აგურების შეცვლის და კარნიზების შეკეთება/შეღებვის მომსახურების შესყიდვაზე.

სავალდებულო მოთხოვნები:

ტენდერში მონაწილე ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები ქართულ ენაზე:

  • ტენდერში მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, საბანკო რეკვიზიტები)
  • უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
  • მომსახურების შესაბამისი დეტალური ხარჯთაღრიცხვა დალუქული კონვერტით
  • ინფორმაცია ბოლო სამი წლის განმავლობაში ანალოგიური სამუშაოების შესრულების შესახებ.
  • აგურის სერთიფიკატისა და ნიმუშების წარმოდგენა

თანხის გადახდის პირობები: მომსახურების სრული ღირებულების გადახდა მოხდება მომსახურების გაწევის შემდგომ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან მაქსიმუმ ხუთი სამუშაო დღის ვადაში.

მომსახურების გაწევის ვადები და  პირობები: ტენდერში მონაწილეობის მსურველმა ორგანიზაციებმა და ფიზიკურმა პირებმა უნდა უზრუნველყონ მიმდინარე წლის 25 ივლისიდან 25 აგვისტომდე, ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლის შენობა ნაგებობებზე:

  • დაზიანებული ფასადის  აგურების მოხსნა და ახალი, სერთიფიცირებული აგურით ჩანაცვლება - 6000 ცალი
  • შენობა ნაგებობებზე სახურავის ქვედა და ფანჯრის ზედა დაზიანებული კარნიზების შეკეთება/შეღებვა (ხარისხიანი საღებავით) - 60 მ2

მომსახურების გაწევის პერიოდი:    2025 წლის 25 ივლისიდან 25 აგვისტომდე,

მომსახურების გაწევის ადგილი: ქ. ქუთაისი, ჰერმან გმაინერის #4.

დაინტერესებულმა პირებმა ან კომპანიებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ ერთ ეგზემპლარად, ქართულ ენაზე. გთხოვთ, ბეჭდით დალუქულ კონვერტზე სათაურად მიუთითოთ - „ფასადის აგურის შეცვლა“  ეს-ო- ეს

სატენდერო  წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა:   2025 წლის 21 ივლისი, 13:00 სთ.

განაცხადების ჩაბარება შესაძლებელია შემდეგ მისამართზე:  ქ. ქუთაისი, ჰერმან გმაინერის - #4.

ასოციაცია „საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი“ დაუკავშირდება მხოლოდ იმ კომპანიებს ან ფიზიკურ პირებს, რომლებმაც დააკმაყოფილეს სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები. დამატებითი კითხვების შემთხვევაში შესაძლებელია მხოლოდ წერილობით დაკავშირება შემდეგი ელ–ფოსტის მისამართზე: Tinatin.Dograshvili@sos-kd.ge.

მომსახურების გაწევის ფასი არის კონფიდენციალური.  

ტენდერის კატეგორია:

  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
შეკითხვები