ჩაბარების ვადა:
24 ივლისი 2017, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT2717 - ტენდერი ჩარხების სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ტენდერს მომსახურების, კერძოდ, ჩარხების სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე #18/07-GIEC-S/LRP-17
მომსახურების აღწერა:
ქ. გარდაბანში, აღმაშენებლის ქუჩა N2-ში მდებარე თბოელექტროსადგურის ტერიტორიაზე მდებარე სარემონტო საამქროს სხვადასხვა ტიპის ჩარხების რემონტი.
დართულ ფაილში, გთხოვთ, იხილოთ:
- სარემონტო სამუშაოების მოცულობები თითოეული ჩარხისათვის;
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:
- კომერციული წინადადება წარმოდგენილი დეტალური ხარჯთაღრიცხვის გზით თითოეული ჩარხისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
- შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე; - ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ;
- ინფორმაცია საგარანტიო ვადებისა და პირობების შესაზებ;
- ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
- სარეკომენდაციო წერილ(ებ)ი.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა.
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18 საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე. v_maisuradze@giec.ge ; 551 11 22 22.
- საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: შოთა შუბლაძე. საკონტაქტო ნომერი: 591 70 78 16.
წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 24.07.2017, 17:00 სთ.
ტენდერის კატეგორია:
- 51500000 მანქანა-დანადგარებისა და მოწყობილობების მონტაჟი
- 42600000 ჩარხები