ჩაბარების ვადა:

31 ივლისი 2025, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T27249 - ტენდერი Nutanix-ის სერვერების ლიცენზიების განახლებაზე

  • გამომცხადებელი: სს ჰეშ ბანკი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: USD
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 18 ივლისი 2025 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 31 ივლისი 2025 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.

ტენდერის აღწერილობა:

სს ჰეშ ბანკი აცხადებს ელექტრონულ ტენდერს Nutanix-ის ლიცენზიების განახლებაზე.

დაინტერესებულმა პირებმა წინადადება უნდა წარმოადგინონ შესყიდვების ელექტრონული სისტემის საშუალებით

შერჩევის პროცესის მიმდინარეობა:

  • ტენდერის გამოცხადება: 17 ივლისი 2025 წელი
  • ტენდერის დასრულება:  31 ივლისი 2025 წელი

წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, პრეტენდენტს განმარტოს შემსყიდველის მოთხოვნები და პირობები სრულყოფილი სატენდერო წინადადების წარმოსადგენად.

შემსყიდველი იტოვებს უფლებას, ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე, საკუთარი შეხედულებისამებრ.

ტენდერის შეჩერების / შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის მიღება პრეტენდენტ/ებ/ს შეეძლებათ სატენდერო განცხადების პორტალზე.

შემსყიდველი იტოვებეს უფლებას, გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებამდე გააფართოვოს ან შეცვალოს მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან/შესყიდვასთან დაკავშირებით, რის შესახებაც ინფორმაცია განთავსდება სატენდერო განცხადებების პორტალზე. 

ტენდერით შესასყიდი პროდუქტის/მომსახურების ტექნიკური მახასიათებლები:

Nutanix - 1 წლიანი ლიცენზიის გაგრძელებ

პროდუქტის კოდი პროდუქტის დასახელება რაოდენობა

SWB-CB-PRO-PR,

SWA-NCI-ADR-PR

Standard commercial bundle with a subscription for NCI

Pro Software License, NCM Starter Software License &

Production Software Support Service for 1Y 144

Cores/Subscription, Nutanix Cloud Infrastructure (NCI)

Advanced Replication add-on Software License &

Production Software Support Service for 1Y 144 Cores
1Y license for 144 Core


მოთხოვნები
მომწოდებელ კომპანიის მიმართ და წარმოსადგენი დოკუმნეტების ჩამონათვალი:

მომწოდებელი კომპანია უნდა იყოს შემოთავაზებული პროდუქტის მწარმოებლის ოფიციალური პარტნიორი და უნდა წარმოადგინოს ავტორიზაციის ფორმა ამ კონკრეტული შესყიდვისთვის (MAF);

დანართი #1- კომპანიის რეკვიზიტები;

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება/ფასთა ცხრილი დანართი #2 სახით, PDF ფორმატში უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ასევე ექსელის ფაილის სახით

მომწოდებელ კომპანიას უნდა ჰქონდეს დანერგილი მინიმუმ 1 ანალოგიური პროექტი. ფაქტის დასადასტურებლად გთხოვთ წარმოადგინოთ გაფორმებული ხელშეკრულება ან სხვა დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი;

პრეტენდენტი სატენდერო წინადადების წარმოდგენით ადასტურებს, რომ (ა) იგი გაეცნო დანართი #3-ის სახით წარმოდგენილ ნასყიდობის ხელშეკრულების ნიმუშს, რომლის გაფორმებაც მოხდება გამარჯვებულ პრეტენდენტთან, ხელშეკრულება არის შაბლონური სახის და დაკორექტირდება პრეტენდენტან ინდივიდუალურად და (ბ) მისთვის ცნობილია, რომ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში არ აქვს უფლება, გაზარდოს სახელშეკრულებო ფასები ან სხვაგვარად გააუარესოს შემსყიდველის მდგომარეობა.

ტექნიკური მხარდაჭერა: უნდა მოიცავდეს სრულყოფილ მწარმოებლის ტექნიკურ მხარდაჭერას ( Software Support) 24/7 რეჟიმში 1 წლის განმავლობაში.

ლიცენზიის ვალიდაცია: ყველა ლიცენზია უნდა იყოს რეგისტრირებული და ვალიდური მომხმარებლის (შესყიდვის განმახორციელებელი ორგანიზაციის) სახელზე.

მიწოდება: სერვისის/ლიცენზიის აქტივაცია უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს 18 აგვისტოსი

პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია

შემსყიდველი უფლებამოსილია მოახდინოს პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია თუ:

  • პრეტენდენტი ირიცხება მოვალეთა რეესტრში; 
  • პრეტენდენტის ქონებაზე რეგისტრირებულია საგადასახადო ან სხვაგვარი გირავნობა/იპოთეკა/შეზღუდვა;
  • მიმდინარეობს პრეტენდენტის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
  • სატენდერო განაცხადით მოთხოვნილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია:
    - სრულად არ იქნება წარმოდგენილი;
    - არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს;
    - არ შეესაბამება სინამდვილეს;
    - ყალბია.
  • არსებობს სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის პრეტენდენტის შემდგომ მონაწილეობას ტენდერში

კონფიდენციალურობა:

პრეტენდენტი პასუხისმგებელია შემსყიდველის მიერ მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც შერჩევის პროცესის მსვლელობის, ასევე, მისი დასრულების შემდეგაც, მიუხედავად ტენდერის შედეგებისა.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა:  2025 წლის 31 ივლისის 18:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: დოლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში 

შერჩევის პროცესის მსვლელობისას პრეტენდენტებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: ტენდერთან დაკავშირებით - diana.kadaria@hashbank.ge  ტექნიკური საკითხებთან დაკავაშირებით - lasha.ediberidze@hashbank.ge ან დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე: +995 551 677 467, +995 593 009 400

ტენდერის კატეგორია:

  • 48200000 ქსელების, ინტერნეტისა და ინტრანეტის პროგრამული პაკეტები
  • 48800000 საინფორმაციო სისტემები და სერვერები
  • 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები
შეკითხვები