
15 იანვარი 2015, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT273 - ტენდერი წყალმომარაგების სისტემის მოწყობაზე
შპს "მტკვარი ჰესი" აცხადებს ტენდერს ახალციხის მუნიციპალიტეტში მშენებარე ჰიდროელექტრო სადგურის ტერიტორიაზე, ტექნიკური წყალმომარაგების სისტემის მოწყობასთან დაკავშირებული სამუშაოების შესყიდვაზე.
ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოს შესახებ
- სამუშაოების შესრულების ადგილი: ახალციხის რაიონი სოფ. საყუნეთი
- სამუშაოების დაწყების სავარაუდო თარიღი: 20.01.2015
- ავანსის ოდენობა: არაუმეტეს სამუშაოების ღირებულების 15 პროცენტისა
- ტექნიკური დავალება: გთხოვთ იხილოთ თანდართული დოკუმენტაცია
წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი
- რეკვიზიტები: პრეტენდენტის იურიდიული ფორმა და დასახელება, ხელმძღვანელის სახელი, გვარი და პირადობის მოწმობის ასლი; პრეტენდენტის იურიდიული და ფაქტიური მისამართი; საკონტაქტო ნომერი და ელექტრონული მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი, საბანკო რეკვიზიტები
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
- ინფორმაცია სასამართლო საქმის წარმოების, საგადასახადო გირავნობა-იპოთეკის, ყადაღის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
- ინფორმაცია საკუთრებაში არსებული სამშენებლო ტექნიკის შესახებ
- ინფორმაციას ბოლო ხუთი წლის განმავლობაში კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ, გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენით (განხორციელებული მომსახურების ჩამონათვალი, ღირებულება, მიღება-ჩაბარების აქტების ასლები)
- შესასრულებელი სამუშაოს დეტალური განფასება და ხარჯთაღრიცხვა
- სამუშაოს შესრულების ვადები და შესრულების გრაფიკი
დაინტერესებულმა პირებმა არაუგვინეს 2014 წლის 28 დეკემბრისა ელექტრონული ფოსტის საშუალებით უნდა დაადასტურონ ტენდერში მონაწილეობის ინტერესი მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.
ობიექტის ადგილზე დათვალიერების სურვილის შემთხვევაში, ვიზიტი დაიგეგმება 29-30 დეკემბერს.
სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2015 წლის 15 იანვრი 18:00.
ტენდერის მასალები (ბეჭდური და ელექტრონული ვერსია) დახურული კონვერტით მიტანილ ან ფოსტის საშუალებით გადაგზავნილ უნდა იქნას სათაო ოფისის მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. 74, მე-9-ე სართული. თბილისი 0162.
საკონტაქტო ინფორმაცია: info@hpp.ge; etavtavadze@hpp.ge; +995 32 291 69 49