8 აგვისტო 2025, 18:00
სტატუსი:
გაფორმებული
                                                        
                        E
                        ელ. ტენდერი
                    
                    
                                                    T27396 - ტენდერი სასმელი წყლის ფილტრაციის დისპენსერების დროებით სარგებლობაში გადმოცემასა და ერთჯერადი ჭიქების შესყიდვა/მოწოდებაზე
            
        
        - გამომცხადებელი: ტერაბანკი
 - შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
 - შეთავაზების ვალუტა: GEL
 - ვაჭრობის ტიპი: 3-ბიჯიანი
 - ფასის კლების ბიჯი: 500.00 ₾
 - მონაწილეობის დაწყება: 25 ივლისი 2025 დრო 15:00
 - წინადადების მიღება მთავრდება: 8 აგვისტო 2025 დრო 18:00
 - უფასო მონაწილეობა: კი
 
ტენდერის აღწერილობა:
სს „ტერაბანკი“ აცხადებს ტენდერს -სასმელი წყლის ფილტრაციის დისპენსერების დროებით სარგებლობაში გადმოცემის და ერთჯერადი ჭიქების შესყიდვა/მოწოდების თაობაზე.
სატენდერო განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:
- შევსებული ფასთა ცხრილი (ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით)
 - კომპანიის საქმიანობის შესახებ მოკლე ინფორმაცია, გამოცდილება
 - მსგავსი პროექტების ჩამონათვალი და აღწერილობა.
 - წყლის დისპენსერის შესახებ დეტალური ტექნიკური მახასიათებლების აღწერილობა, მათ შორის დისპენსერის ფოტოსურათების წარდგენა. (დანართი N1-ტექნიკური დავალების მიხედვით) დისპენსერის ხარისხის შესაბამისიყველა სახის სერტიფიკატის წარდგენა.
 - მინიმუმ სამი სარეკომენდაციო წერილი (ბოლო 6 თვის გაცემული, საკონტაქტო პირების ინფორმაციის მითითებით)
 - კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი
 - ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
 - ცნობა საგადასახადო ორგანოდან დავალიანების არქონის შესახებ;
 - შეთანხმება კონფიდენციალურობაზე, შევსებული (იხ. თანდართული ფაილი);
 - საბანკო ამონაწერი ან ცნობა საბანკო ანგარიშებზე ბრუნვის შესახებ (ბოლო 6 თვის)
 
სატენდერო მოთხოვნები::
- წყლის დისპენსერების ინსტალაცია/დროებით სარგებლობაში გადმოცემა უნდა განხორციელდეს დანართი N2-ში მითითებული მისამართების შესაბამისად.
 - ერთჯერადი ჭიქების მიწოდება უნდა განხორციელდეს რეგულარულად/მოთხოვნის შესაბამისად, დანართი N2-ში მითითებული მისამართების შესაბამისად.
 
სატენდერო დოკუმენტების განხილვის შედეგად შეირჩევა ერთი მომწოდებელი, რომელთანაც გაფორმდებახელშეკრულება, 1 წლის ვადით.
ელ. ტენდერი:
- ტენდერი ჩატარდება 3 ბიჯიანი ვაჭრობის ტიპის გამოყენებით Tenders.ge-ის ელექტრონული შესყიდვების პორტალზე. ტენდერში მონაწილეობისათვის დამატებით იხილეთ დანართი „ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია“.
 - Tenders.ge-ს ელექტრონული შესყიდვების პორტალზე, ვაჭრობის დასრულების შემდგომ გამოვლინდება ყველაზე დაბალი ფასის წარმომდგენი პრეტენდენტი.
 
აუცილებელი პირობა:
- მომსახურე კომპანიასთან ანგარიშწორება განხორციელდება მხოლოდ სს „ტერაბანკ“-ში გახსნილი საბანკო ანგარიშის საშუალებით
 - სატენდერო წინადადების მიღება ხდება ელექტრონულად www.tenders.ge-ს პლათფორმის საშუალებით .
 
სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 08 აგვისტო (18:00 სთ-მდე).
ვაჭრობის დაწყების დრო: 08 აგვისტო 18:00 სთ
ტენდერის მსვლელობის დროს პრეტენდენტ კომპანიებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია, რაც აუცილებელია სრულყოფილი სატენდერო შემოთავაზების მოსამზადებლად. პრეტენდენტი პასუხისმგებელია ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც ტენდერის მსვლელობის დროს ასევე მისი დასრულების შემდეგ .
ინფორმაცია ელექტრონულ აუქციონში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
 - ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი დაგამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
 - სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 8 აგვისტო, 18:00 საათი
 - შეთავაზების ვალუტა: ლარი;
 - ვაჭრობის ტიპი: 3 ბიჯიანი ვაჭრობა
 - გთხოვთ სისტემაში დააფიქსიროთ შეთავაზების ჯამური ღირებულება;
 - ვაჭრობა გაიმართება ჯამურ ღირებულებაზე;
 - ფასის კლების ბიჯი: 500 ლარი
 - ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.
 
ვაჭრობის დაწყების დრო: 2025 წლის 8 აგვისტო, 18:00 საათი
ტენდერთან დაკავშირებულ ფორმალურ საკითხებთან დაკავშირებით დაუკავშირდით ირაკლი მიქაძეს, ელ.ფოსტის შემდეგ მისამართზე: Irakli.mikadze@terabank.ge ტელეფონზე 255 00 00 / (შიდა 2005). მობ: 595600104.
შენიშვნა: ბანკი იტოვებს უფლებას არ განიხილოს შემოსული წინადადება, რომელშიც არასრულად იქნება წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია .
ტენდერის კატეგორია:
- 41100000 ბუნებრივი წყალი
 - 42900000 სხვადასხვა ზოგადი და სპეციალური დანიშნულების მანქანა-დანადგარები
 - 65100000 წყლის განაწილება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები