ჩაბარების ვადა:

15 აგვისტო 2025, 16:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T27511 - კონსოლიდირებული ტენდერი ხე-მცენარეებთან დაკავშირებული მომსახურეობის შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 6 აგვისტო 2025 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 15 აგვისტო 2025 დრო 16:00
  • უფასო მონაწილეობა: კი

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.

ტენდერის აღწერილობა:

შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი (GWP, ს/ნ 203826002) და შპს „გარდაბნის გამწმენდი ნაგებობა“ (GST, ს/კ 203828313)  აცხადებს გაერთიანებულ ელექტრონულ ტენდერს:

  • მწვანე ნარგავების ხარისხობრივი შეფასების საექსპერტო დასკვნის მომზადება (მწვანე ნარგავების სახეობის განსაზღვრა, ძირობრივი აღრიცხვა, ნუმერაციის მინიჭება, მდგომარეობის შეფასება, მიწის ზედაპირიდ 10სმ-ზე დიამეტრის გაზომვა, ჭრის/სხვლაფორმირების/გადარგვის/გადაბელვის რეკომენდაციის გაწევა, ფოტომასალა CD დისკზე)
  • ტოპოგრაფიული რუკის მომზადება (მასზედ დატანილი ხე-მცენარეები, ნუმერაციით და დასახელებით)
  • მწვანე ნარგავების ფიტოსანიტარული კვლევის მომზადება (დაავადებული მწვანე ნარგავისგან ნიმუშის აღება, ლაბორატორიაში დაავადების დადგენა, დაავადების მკურნალობს რეკომენდაცია)
  • მიწის ნაკვეთის გამწვანების პროექტის მომზადება (მშენებლობის დროს, არქიტექტურული პროექტის შეთანხმების ეტაპზე არქიტექტურის სამსახურში წარსადგენად)
  • ხე-მცენარეების მოჭრა-გაკაფვას კატეგორიების მიხედვით ( I, II, III, IV-ე კატეგორიები) ტრანსპორტირება და ტერიტორიის მოჭრილი ნარჩენებისგან გასუფთავება
  • დიდი დიამეტრის მქონე მწვანე ნარგავის გადარგვის ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება;
  • დიდი დიამეტრის მქონე მწვანე ნარგავის გადარგვის სამუშაოების წარმოება. 

განსკუთრებული მოთხოვნები:

წინამდებარე ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია უზრუნველყოს, შემსყიდველის მოთხოვნისამებრ, დანართი N1-ით განსაზღვრული მომსახურების გაწევა

მოთხოვნილი დავალება წარმოადგენილია დანართი N1-ის სახით. 

1.2 მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება),  

ხე-მცენარეების ჭრის/გასცვს-ფორმირების და გადარგვის სამუშაოების და სანებართვო დოკუმენტაციის მომზადების დეტალური აღწერა მოცემულია დანართი N1-ის სახით, ხოლო განფასება უნდა მოხდეს დანართი N2-ში მოცემული ჩაშლის მიხედვით ერთი წლის ჭრილში. 

სამუშაოების შესრულება იწარმოებს, საჭიროებისამებრ, შემსყიდველის მიერ, გონივრულ ვადაში, ყოველი დავალების მიხედვით. 

ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) საიდენტიფიკაციო ნომერი 203826002,, და შპს „გარდაბნის გამწმენდი ნაგებობა“ (GST) საიდენტიფიკაციო ნომერი 203828131 ხაზგასმით აღნიშნავს საორიენტაციო ჯამური მოცულობა არის სავარაუდო და მისი მითითება არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება განიმარტოს როგორც შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ და შპს „გარდაბნის გამწმენდი ნაგებობის“ ვალდებულება შეისყიდოს საქონელი/მომსახურება საორიენტაციო ჯამური მოცულობით. საორიენტაციო ჯამური მოცულობა არ წარმოადგენს ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში შესასყიდი საქონლის/მომსახურების ზუსტ მოცულობას, ფაქტობრივად შესყიდული საქონლის/მომსახურების მოცულობა შესაძლოა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს (იყოს მეტი ან ნაკლები) საორიენტაციო ჯამური მოცულობისგან, ასეთ შემთხვევაში: (ა) ტენდერში მონაწილე გარანტიას იძლევა, რომ იგი ამ საფუძვლით არ მოითხოვს ზიანის ანაზღაურებას და აცხადებს უარს ამ საფუძვლით რაიმე სახის ზიანის/ზარალის ანაზღაურების მოთხოვნაზე, (ბ) ეს გარემოება არ შეიძლება გახდეს ტენდერში მონაწილე პირის მიერ შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) საიდენტიფიკაციო ნომერი 203826002,, და შპს „გარდაბნის გამწმენდი ნაგებობა“ (GST) საიდენტიფიკაციო ნომერი 203828131 ხელშეკრულებების შეწყვეტის ან სახელშეკრულებო პირობების ცვლილების მოთხოვნის საფუძველი. ტენდერში მონაწილეობით ტენდერში მონაწილე ეთანხმება ამ პირობებს და მათ მიმართ პრეტენზიები არ გააჩნია.

ტექნიკური დავალება ერთიანია ყველა კომპანიისათვის GWP (თბილისი და რუსთავი) და GST.

შენიშვნა:

შემსყიდველი იტოვებს უფლებას, ტენდერის დასრულების შემდეგ ხელშეკრულება გააფორმოს როგორც სრულ, ასევე ნაწილობრივ მომსახურებაზე.  

1.3 განფასება

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება დანართი N2-ის მიხედვით როგორც ექსელის ფორმატში, ასევე PDF ფორმატში ხელმოწერილი, ცალ-ცალკე ყველა კომპანიისათვის GWP (თბილისი და რუსთავი) დაGST. 

პრეტენდეტნმა შეიძლება მონაწილეობა მიიღოს როგორც სრულ მომსახურებაზე, ასევე ნაწილობრივ შესრულებაზე.  

1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების  (ხელშეკრულების) ვადა

ხელშეკრულების გაფორმებიდან, შეთანხმებისამებრ სატენდერო წინადადებაში დაფიქსირებული კომერციული წინადადების მიხედვით, ჯამში ორი წლის ვადით (ერთი წლის შემდეგ ავტომატური  ვადის გაგრძელებით). სატენდერო დოკუმენტაციაში წარმოდგენილია ხელშეკრულების დანართი N1, სადაც დეტალურად გაწერილი არის სახელშეკრულებო ძირითადი პირობები.

1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი

მომსახურების გაწევის დაფარვის ზონაა - თბილისის/რუსთვის ტერიტორია და მისი შემოგარენი არაუმეტეს 15 კმ რადიუსისა. იმ შემთხვევაში, თუ მომსახურება სცდება აღნიშნულ მანძილს, მომსახურების ანაზღაურება მოხდება ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ტარიფების მიხედვით დამატებული წინასწარ შეთანხმებული ტრანსპორტირების საფასური.  

1.6 ანგარიშსწორების პირობები

ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით მომსახურების მიღებიდან და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ან/და სასაქონლო ზედნადების დადასტურებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

1.7 პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • დანართი N2 - მომსახურების ტიპებისა და კატეგორიების ჩაშლის მიხედვით - ფასი  (ეროვნულ ვალუტაში ყველა გადასახადის გათვალისწინებით) და დამზადება/მომსახურების ვადის მითითებით ერთი წლის ჭრილში.
  • კომპანიის სრული რეკვიზიტები;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, განახლებული ბოლო 3 თვის განმავლობაში.
  • ნალოგიური ტიპის მომსახურების გამოცდილება და რეკომენდაციები (გაფორმებული ხელშეკრულებები); უპირატესობა მიენიჭება იმ კომპანიას, რომელსაც ექნება გამოცდილება მიწისზედა ხაზოვან კომუნიკაციებთან (ინტერნეტი, ელ. ხაზები, ტელეფონი და სხვა) მუშაობასთან დაკავშირებით და  წარმოადგენს დამკვეთის კომპანიის მიერ გაცემულ რეკომენდაციას, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი დავალების მოცულობა და შესრულების ხარისხი;
  • ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მიერ გაცემული ცნობა ექსპერტის აკრედიტაციასთან დაკავშირებით.

1.8 ხელშეკრულების გაფორმება

წინამდებარე ელექტრონული ტენდერის ფარგლებში დაიდება ერთიანი და/ან ნაწილობრივიხელშეკრულება სატენდერო პირობების გათვალისწინებით

1.9 სხვა მოთხოვნა

  • წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს: 
    - გაკოტრების პროცესში;
    - ლიკვიდაციის პროცესში;
    - საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.
  • ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ-ს).
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღის განმავლობაში.
  • შემსყიდველი,უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისიმიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

შემსყიდველი, გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. შემსყიდველი, არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

შემსყიდველი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემსყიდველი არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას  შემსყიდველის  მხრიდან.

პასუხისმგებელი პირი: შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP), საიდენტიფიკაციო ნომერი 203826002, პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიზნებისთვის - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი, სათავო ოფისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქ. N10, თბილისი 0179, საქართველო; საკონტაქტო ელ-ფოსტა: pdpo@gwp.ge. მონაცემთა დამუშავების მიზანი: მესამე მხარის შესახებ ღია-წყაროებზე დაყრდნობით ანალიზის ჩატარება, რათა შეფასდეს მესამე მხარესთან პოტენციური ურთიერთობისას შესაბამისობის რისკები. ლეგიტიმაცია: პროფესიული ან/და კომერციული ურთიერთობა. მიმღებები: თქვენი მონაცემები არ გადაეცემა რომელიმე მესამე მხარეს, გარდა კანონიერი ვალდებულების ან უფლების შემთხვევისა. შენახვა: თქვენი მონაცემები ინახება კომპანიის შეფასებისთვის საჭირო დროის და სახელშეკრულებო ურთიერთობის განმავლობაში. აღნიშნული დროის გასვლის შემდეგ თქვენი პერსონალური მონაცემები დაიბლოკება კანონმდებლობით დაშვებული ვადით. როგორც კი ხსენებული ვადები ამოიწურება, არსებული ინფორმაცია განადგურდება. უფლებები: თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ მონაცემებზე წვდომის, მონაცემთა გასწორების, განახლების, წაშლის, დამუშავების შეზღუდვის ან აკრძალვის უფლებით, ასევე გააუქმოთ გაცემული თანხმობა წერილობითი მიმართვის მაიდენტიფიცირებელი გრიფით „მონაცემთა დაცვა“ გაგზავნით პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთან, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა N10, თბილისი 0179, საქართველო, ან ელექტრონული ფოსტის გაგზავნით შემდეგ მისამართზე: pdpo@gwp.ge, რომელშიც უნდა მიუთითოთ ის უფლება, რომელსაც ახორციელებთ და რომელიც ხელმოწერილი უნდა იყოს თქვენ მიერ (ფიზიკურად ან ელექტრონულად). თუ ვერ ხერხდება თქვენი ვინაობის დადგენა, შეიძლება ჩვენი მხრიდან დამატებით მოთხოვნილ იქნას ინფორმაცია, მათ შორის, და არა მხოლოდ თქვენი პირადობის მოწმობის ასლი. პრეტეზნიის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირებს უფლება აქვთ მიმართონ საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს (www.personaldata.ge).

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 15 აგვისტო, 16:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ტენდერში მონაწილეობა უფასოა
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

საკონტაქტო ინფორმაცია:

შესყიდვების წარმომადგენელი

საკონტაქტო პირი: ქეთევან კანდელაკი
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, 10
ელ. ფოსტა: kekandelaki@gwp.ge
ტელ.: +995 599 192500 

ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით

საკონტაქტო პირი: ლევან გურგენიძე
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, 10
ელ. ფოსტა: Lgurgenidze@gwp.ge
ტელ.: +995 555 003364 

ტენდერის კატეგორია:

  • 77300000 მებაღჩეობასთან დაკავშირებული მომსახურებები
შეკითხვები