
14 აგვისტო 2025, 15:00
სტატუსი:
მიმდინარეT27515 - ტენდერი საოფისე და საცხოვრებელი სივრცისთვის ავეჯის შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: საქართველოს ინდუსტრია
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 14 აგვისტო 2025 დრო 15:00
ტენდერის აღწერილობა:
შპს „საქართველოს ინდუსტრია“ აცხადებს ტენდერს „#03-04/08/25-KF საოფისე და საცხოვრებელი სივრცისთვის ავეჯის შესყიდვაზე და იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
- შესყიდვის ობიექტი: ავეჯი საოფისე და საცხოვრებელი სივრცისათვის.
- მიწოდების ადგილი: ქუთაისი, ავტომშენებლის ქ. 88
შესყიდვის ობიექტის სპეციფიკაცია:
შესასყიდი პროდუქციის ჩამონათვალი, რაოდენობა და მახასიათებლები იხ. თანდართულ ფაილად - დანართი N1 - კომერციული წინადადება.
შენიშვნა: დანართში წარმოდგენილი ავეჯის რაოდენობა და გარკვეული მახასიათებლები, შესაძლოა, მცირედით დაკორექტირდეს კონტრაქტის გაფორმებამდე.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით; ვალუტა - ლარი.
წინადადება უნდა მოიცავდეს:
- ტრანსპორტირების ხარჯს მიწოდების ადგილამდე;
- საჭიროების შემთხვევაში მონტაჟის ხარჯს;
- ინფორმაციას გადახდის პირობების შესახებ;
- ინფორმაციას ხელშეკრულების გაფორმებიდან შესასყიდი ობიექტის მიწოდების ვადების შესახებ;
- შემოთავაზებული ავეჯის ერთეულების შესაბამის სანიმუშო ფოტოსურათებს (რელევანტურს ან რეალურს), რაც აუცილებელია პრეტენდენტის შეთავაზების ვიზუალური შეფასებისთვის.
- პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტებს, ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან, საკონტაქტო ინფორმაციას.
შენიშვნა:
ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში, დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.
წინადადების წარდგენის წესები:
შეთავაზება უნდა წარმოადგინოთ ქართულ ენაზე, დალუქული კონვერტით დამკვეთის მისამართზე - თბილისი, 0160, პეკინის გამზ. 34/ალ. ყაზბეგის გამზ. 2ა.
კონვერტზე აუცილებლად უნდა მიუთითოთ შემდეგი ინფორმაცია:
ტენდერის დასახელება და ნომერი - „#03-04/08/25-KF - საოფისე და საცხოვრებელი სივრცისთვის ავეჯის შესყიდვა“.
- პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია და საკონტაქტო ინფორმაცია.
- ადრესატი: GIG ჰოლდინგის კანცელარია - (995 32) 221 01 87.
წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 14 აგვისტო 2025 (15:00 საათი)
საკონტაქტო პირები:
ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:
ვასილ მაისურაძე - 551112222
დოკუმენტაციასთან დაკავშირებით:
ნათია გელაშვილი - 577756006
ტენდერის კატეგორია:
- 39100000 ავეჯი