
20 აგვისტო 2025, 18:00
სტატუსი:
მიმდინარეT27519 - ტენდერი ოფისის ეზოს ტერიტორიის კეთილმოწყობასა და გამწვანებაზე ნატახტარში
- გამომცხადებელი: ლომისი
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 20 აგვისტო 2025 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
ს.ს. ლომისი/ლუდსახარში ნატახტარი - აცხადებს ტენდერს:
ა) ნომრით #EF-GE/774
ბ) დანიშნულება: ტენდერი ოფისის ეზოს ტერიტორიის კეთილმოწყობასა და გამწვანებაზე ნატახტარში
თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:
I. ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
II. არსებული ეზოს ფოტოებს;
III. ეზოს კვადრატულობა 1.154,00 კვ.მ.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ მეილზე:
I. შევსებული და ხელმოწერილი ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
II. ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
ტენდერის პირობები:
I. ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.);
II. ანგარიშსწორების პირობა: 60 დღის შემდეგ.
III. მოცემული ფასი სრულად უნდა მოიცავდეს: მიწის სამუშაოებს (არსებული რელიეფის მოსასწორებლად I კატეგორიის გრუნტის დამუშავება), ტრანშეას მოწყობა სარწყავი სისტემისთვის, სარწყავი სისტემა, გამწვანება (ბუნებრივი ბალახის - გაზონის დაგება, დაგებული ბალახის მოვლა 1 თვე (კვალიფიციური დენდროლოგის ვიზიტით)
IV. სამშენებლო სამუშაოების დამთავრების შემდეგ ტერიტორიის დასუფთავება, სამშენებლო ნარჩენების შეგროვება გატანა.
სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე:
nata.kapanadze@ge.anadoluefes.com
procurement@ge.anadoluefes.com
მცხეთის რაიონი სოფ. ნატახტარი. "ლუდსახარში ნატახტარი"
შემოთავაზების მიღება იწყება: 06.08.2025 14:00
შემოთავაზების მიღება მთავრდება: 20.08.2025 18:00
შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.
ტენდერის კატეგორია:
- 77300000 მებაღჩეობასთან დაკავშირებული მომსახურებები