ჩაბარების ვადა:
10 აგვისტო 2017, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT2752 - ტენდერი სასმელი წყლის მოწოდებაზე
ტენდერის აღწერილობა:
ს.ს. „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“ პრეტენდენტებს სთავაზობს შეთავაზების წარმოდგენას გამოცხადებულ ტენდერში: „სასმელი წყლის მოწოდების მომსახურების შესყიდვაზე“
შერჩევის პროცესის ჩატარდება შემდეგი სქემით:
- პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არა უგვიანეს 2017 წლის 10 აგვისტოს 18:00 საათისა.
- სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“ განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებს და მოახდენენ პრეტენდენტების შეფასებას და შერჩევას, წინასწარ განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმების მიხედვით.
- საჭიროების შემთხვევაში შერჩეულ პრეტენდენტებთან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
- საბოლოო ეტაპზე მოხდება პრეტენდენტების შერჩევა და გაფორმდება ერთ წლიანი ხელშეკრულება.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში:
- ტენდერის გამოცხადება: 28.07.2017
- სატენდერო წინადადებების მიღება: 10.08.2017
- გამარჯვებული პრეტენდენტების შერჩევა და შეტყობინების გაგზავნა: 17.08.2017
- ხელშეკრულების გაფორმება: 24.08.2017
გთხოვთ, მოგვწეროთ თქვენი წინადადება მითითებულ მეილზე - tenders@aldagi.ge
ტენდერის კატეგორია:
- 41100000 ბუნებრივი წყალი