
ჩაბარების ვადა:
18 აგვისტო 2025, 18:00
სტატუსი:
მიმდინარეT27522 - ფასთა გამოკითხვა ფილტრაციის ბლოკის საკაბელო კომუნიკაციების სამონტაჟო სამუშაოების შესრულებაზე
- გამომცხადებელი: RMG Copper
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 18 აგვისტო 2025 დრო 18:00
ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:
სს არ ემ ჯი კოპერი აცხადებს ფასთა გამოკითხვას ფილტრაციის ბლოკის საკაბელო კომუნიკაციების სამონტაჟო სამუშაოების შესრულებაზე.
მომსახურების საგანი - ფილტრაციის ბლოკის საკაბელო კომუნიკაციების სამონტაჟო სამუშაოების შესრულება
- კომერციული წინადადებების მიღების ბოლო ვადა: 18.08.2025 18:00 საათი
- კონტრაქტორების შერჩევის პროცესში მონაწილე კომპანიები ადასტურებენ თავიანთ თანხმობას ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებით თანამშრომლობაზე და გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ უზრუნველყოფენ სამუშაოთა შესრულებას წარმოდგენილი კომერციული წინადადებისა და დოკუმენტების მიხედვით.შესაძლებელია ამ დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაციის მეტად დეტალიზირება და დაზუსტება ორგანიზატორის მიერ.
- პროცესში მონაწილეობის მსურველმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს იურიდიული სტატუსის დასადგენად საჭირო დოკუმენტაცია და კომერციული წინადადება
- მონაწილემ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება შემდეგი პირობების გათვალსიწინებით:
- ენა : ქართული/ინგლისური/რუსული
- კომერციულ წინადადებაში წარმოდგენილი ფასები ფიქსირებული უნდა იყოს ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში.
- პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი კომერციული წინადადება თანმხლები დოკუმენტაციით უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ.
- კომერციული წინადადება, რომელიც არ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, არ იქნება განხილული.
კომერციული წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:
- მომსახურების ღირებულება;
- ანგარიშსწორების პირობა;
- განახლებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
- ინფორმაცია აღნიშნულ სფეროში კომპანიის გამოცდილების შესახებ;
- რეკვიზიტები (მისამართები, როგორც იურიდიული ასევე ფიზიკური, ფაქტიური, ელექტრონული მისამართი, საბანკო რეკვიზიტები და სხვა.)
- შესრულებული მსგავსი სამუშაოების სია.
- აღნიშნულ სფეროში "ა ტიპი"-ს აკრედიტაციის ქონის დამადასტურებელი საბუთის წარმოდგენა".
წინადადების წარდგენისას აუცილებელია მიუთითოთ ფასთა გამოკითხვისთვის მინიჭებული კოდი.
კომერციული წინადადებები ძალაში იქნება კონტრაქტორის შერჩევის პროცესის დასრულებამდე. აღნიშნული პროცესი დასრულებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც ხელშეკრულებები გაფორმდება მხარეებს შორის.
- მონაწილე კომპანიის კომერციული წინადადება განხილული იქნება, როგორც საფუძველი კონტრაქტორის შერჩევის პროცესში პოტენციური პრეტენდენტის გამოვლენისათვის.
- ანტიკორუფციული პირობები: პოტენციური პრეტენდენტი, ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ვალდებულია დაემორჩილოს ანტიკორუფციულ პირობებს, რომლებიც წარმოდგენილია დანართში No1
- კომერციული წინადადების ჩაბარების პირობები: ყველა კომერციული წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: procurement@richmetalsgroup.com
საკონტაქტო ინფორმაცია:
ქეთა ალექსი-მესხიშვილი
ელ-ფოსტა: kaleksimeskhisvili@richmetalsgroup.com
ტელ: +995 595300016
ტენდერის კატეგორია:
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
დოკუმენტაცია
P01 C 25 07 226 КМ
P01 C 25 07 226 КМ
P01 C 25 07 226 СЗ1-1
P01 C 25 07 226 СЗ1-1
P01 C 25 07 226 СЗ1
P01 C 25 07 226 СЗ1
P01 C 25 07 226 СЗ2
P01 C 25 07 226 СЗ2
P01 C 25 07 226 ТЗ на монтаж кабельных коммуникаций
P01 C 25 07 226 ТЗ на монтаж кабельных коммуникаций
P01 C 25 07 226 ტექნიკური
P01 C 25 07 226 ტექნიკური
Опрос цен на монтажные работы кабельных коммуникаций установки фильтра
Опрос цен на монтажные работы кабельных коммуникаций установки фильтра
ფასთა გამოკითხვა ფილტრაციის ბლოკის საკაბელო კომუნიკაციების სამონტაჟო სამუშაოების შესრულებაზე
ფასთა გამოკითხვა ფილტრაციის ბლოკის საკაბელო კომუნიკაციების სამონტაჟო სამუშაოების შესრულებაზე