ჩაბარების ვადა:

9 აგვისტო 2017, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T2757 - ტენდერი საფულე ჩეკის წიგნაკების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა: 

სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს საფულე ჩეკის წიგნაკების შესყიდვაზე.

შენიშვნა:

  • ცხრილში ფასები უნდა მიეთითოს ეროვნულ ვალუტაში - ლარი;
  • შემოთავაზებული სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით;

ტენდერში მონაწილეობის პირობები:

  • თანხის გადახდის პირობა - შეთანახმების საფუძველზე;
  • გამარჯვებულ პრეტენდენტთან გაფორმდება ნასყიდობის ხელშეკრულება 6 თვის ვადით.
  • ტენდერში მონაწილე კომპანიებმა ტენდერის დასრულებამდე უნდა მიაწოდოს ბანკს ნიმუშები სს „საქართველოს ბანკის“ სათაო ოფისის (ქ. თბილისი, გაგარინის 29ა) ვლადიმერ სიჭინავას სახელზე.
  • ყოველთვიური მინიმალური შეკვეთის რაოდენობა განისაზღვრება 1000 ერთეულით;
  • მოწოდების ვადა - მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღე.
  • საფულე ჩეკის წიგნაკის დეტალური სპეციფიკაცია:
    * ექსკლუზიური ნუმერაცია;
    * სხვადასხვა სახის დამცავი ბადე (გარდამავალი ორნამენტებით)
    * ექსკლუზიური ბადე, რომელზედაც რელიეფის ეფექტით გამოსახულია ბანკის ლოგოტიპი;
    * ფონი წარმოადგენს მიკროშრიფტისაგან შემდგარ ხაზებს, სადაც იკითხება: საქართველოს ბანკი;
    * ფონზე გამოყენებული ელემენტები უნდა შესრულდეს უხილავი საღებავით, რომლებიც ანათებს ულტრაიისფერი დასხივებისას;
    * საკონტროლო ნიშანი, რომელზედაც სპეციალური ფირის დადებისას იკითხება კონკრეტული ბანკის ლოგოტიპი ან აბრევიატურა;
    * ექსკლუზიური ქაღალდი წყლის ნიშნით 100 10 გრ/მ ;
    * ექსკლუზიური ქაღალდი ხილული ფიბრით;
    * ექსკლუზიური ქაღალდი უხილავი ფიბრით.
    * თანდართულ ფაილში იხილეთ სურათი.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია

  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • დეტალური შეთავაზება: სატენდერო წინადადების ფასი, მოწოდების ვადები და ა.შ;
  • წარმოდგენილ უნდა იქნას სათანადო საინფორმაციო მასალები, აღწერილობა, ბროშურები, ხარისხის სერთიფიკატები და სხვა;

სხვა პირობები

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2017 წლის 3 აგვისტოდან 2017 წლის 9 აგვისტოს ჩათვლით;
  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია მომწოდებელმა გაიაროს რეგისტრაცია შემდეგ მისამართზე www.tenders.bog.ge;
  • აირჩიოს ტენდერი და შემოთავაზებული ფასი მიუთითოს შესაბამის გრაფებში: პუნქტი #1-ის გასწვრივ (ფასები უნდა მიეთითოს მეასედებით: 0,05; 0,35 და ა.შ);
  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
  • შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 საათით ადრე.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან: 599 740041 ლადო სიჭინავა

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2017 წლის 9 აგვისტო, 17:00 საათი. 

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=771&lang=geo

ტენდერის კატეგორია:

  • 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა
  • 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები
  • 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები