ჩაბარების ვადა:

17 აგვისტო 2017, 13:00

სტატუსი:

დასრულებული

T2759 - ტენდერი ნავთობ ბაზის რეზერვუარების გაგრილების სისტემის მონტაჟის შესყიდვაზე N127/10

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა: 

"სან პეტროლიუმ ჯორჯია" აცხადებს ტენდერს ნავთობ ბაზის რეზერვუარების გაგრილების სისტემის მონტაჟის შესყიდვაზე N127/10.

მომსახურების აღწერა:

  • შპს სან პეტროლიუმ ჯორჯია-ს საიჯარო საკუთრებაში არსებული ნავთობ ბაზის რეზერვუარების გაგრილების სისტემის შესყიდვა;
    მომსახურების გაწევის ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, ქუჩა წყალსადენის N11 საკ.კოდ#11.04.029.046
  • სამუშაოების მოცულობები, გთხოვთ იხილოთდართულ ფაილში

შპსსან პეტროლიუმ ჯორჯია იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • შესასრულებელი სამუშაოების დეტალური ხარჯთაღრიცხვა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ;
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ; 
    შენიშვნაავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის რაოდენობაზე;
  • ბოლო სამი წლის მანძილზე გაწეული ანალოგიური მომსახურების ჩამონათვალი. (კომპანი(ებ)ის, მომსახურების გაწევის პერიოდისა და ჯამური თანხის მითითებით);
  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, გადაწყვეტილების მიმღები პირის საკონტაქტო ინფორმაცია);

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
  • სარეკომენდაციო წერილ(ებ)ი.

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა.

წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: .თბილისი, . ჭავჭავაძის გამზ 34# ( პიქსელის შენობა 6 სართული)საკონტაქტო პირი: სოსო ქარსელაძე s.karseladze@gulf-ge.com  Mob: 577 00 49 49 ოფისი 2 49 64 44/285

კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტი კომპანიის დასახელება, ტენდერის დასახელება და ნომერი;

წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 17 აგვისტო 13 საათი.

ტენდერის კატეგორია:

  • 44600000 ავზები, რეზერვუარები და კონტეინერები; ცენტრალური გათბობის რადიატორები და ბოილერები
  • 42500000 გამაგრილებელი და სავენტილაციო მოწყობილობები