ჩაბარების ვადა:

8 სექტემბერი 2025, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T27702 - ფასთა გამოკითხვა რუსთავის ცემენტის ქარხნის ტერიტორიაზე შემავალი სარკინიგზო კორიდორის რეაბილიტაციის სამუშაოებზე

  • გამომცხადებელი: ქართული ცემენტი
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 8 სექტემბერი 2025 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

ქართული ცემენტი აცხადებს ფასთა გამოკითხვას რუსთავის ცემენტის ქარხნის ტერიტორიაზე შემავალი სარკინიგზო კორიდორის რეაბილიტაციის სამუშაოებზე.

ფასთა გამოკითხვის საგანს წარმოადგენს, ზემოთ აღნიშნულ ქარხანაში შემავალი სარკინიგზო კორიდორის რეაბილიტაცია თანდართული პროექტის საფუძველზე. ახალი სარკინიგზო გზის პროექტი ითვალისწინებს სრულად გადასვლას ბეტონის განძელებზე, შესაბამის საისრე გადამყვანებსა და ახალ რელსებზე.  

,,ჰანიველ ცემენტი’’ წამყვანი ბრენდია საქართველოს ცემენტის ბაზარზე. ის ამარაგებს თითქმის ყველა მსხვილ სამშენებლო პროექტს ცემენტით და ბეტონით, მეტიც, კომპანია წარმოადგენს კლინკერის ერთადერთ მწარმოებელს ქვეყანაში. კომპანიას ქვეყნის მასშტაბით 1200-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული. კომპანია ფლობს ცემენტის ქარხნებს კასპსა და რუსთავში, ცემენტის წისქვილს ფოთში და ცემენტის ტერმინალს სუფსაში, ასევე, ბეტონის საწარმოებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

მეტი ინფორმაცია ჰანიველცემენტის ჯგუფის შესახებ შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგ მისამართზე/ლინკზე: http://www.hunnewellcement.ge.

მოხარული ვართ გაცნობოთ რომ თქვენი კომპანია შერჩეულია როგორც პოტენციური შემსრულებელი ამ სამუშაოების და გიწვევთ მონაწილეობა მიიღოთ ფასთა გამოკითხვაში. 

სამშენებლო სამუშაოები მოიცავს: 

  • სარკინიგზო მაგისტრალის რეაბილიტაციას: პკ 5+30.7-დან პკ 8+00-მდე, ასევე პკ 11+49-დან 14+14.65-მდე. მაგისტრალი სრულად გადადის ახალ რკინაბეტონის განძელებზე ხოლო რელსების ჩანაცვლება ახლით ხდბეა სრული მონაკვეთის ნახევარზე მეორე ნახევარი კი არსებული ძველვარგისი რელსებით უნდა შეივსოს.
  • ზემოთ აღნიშნულ პიკეტებს შორის მოექცევა ერთი საისრე გადამყვანი რომელიც ასევე უნდა განახლდეს ახალი რკინა ბეტონის გადამყვანი განძელებით რტ50 მ 1/9.
  • პროექტის ლოკაცია: 41°30'58.4"N 45°03'19.8"E - Google Maps

ასევე გასათვალისწინებელია:

  • მიწის ვაკისის მოწყობის სამუშაოების დაწყებამდე უნდა მოხდეს საინჟინრო ქსელების მფლობელი ორგანიზაციების სპეციალისტების გამოძახება მიწისქვეშა საინჟინრო ქსელების ადგილმდებარეობის დასადგენად. ხოლო ასეთის აღმოჩენის შემთხვევაში უნდა მოხდეს მათი გადატანა სამშენებლო სამუშაოების წარმოების საზღვრებიდან.
  • ლიანდაგების დაგება უნდა მოხდეს „ფანჯარაში“. ლიანდაგის გვერდით მოწყობილ სტენდზე წინასწარ უნდა მოხდეს ისრული გადამყვანების ბლოკებად აწყობა და შემდგომ „ფანჯარაში“ მონტაჟი.
  • მშენებლობა უნდა შესრულდეს ქვეყანაში მოქმედი სტანდარტებისა და ნორმების და დამკვეთის შიდა სტანდარტებისა და კრიტერიუმების დოკუმენტის მიხედვით.
  • შემსრულებელი ვალდებულია ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება შეათანხმოს დამკვეთან და მიიღოს მისგან წერილობითი დასტური.
  • შემსრულებელი ასევე ვალდებულია შეათანხმოს დამკვეთან ყველა სახის მასალა და ინვენტარი, მშენებლობის ყველა ეტაპზე აწარმოოს ფარული სამუშაოების აქტები, ეტაპების მიღების ოქმები და ყველა სხვა ადგილობრივი კანემდებლობით მოთხოვნილი დოკუმენტი, სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით.
  • ასევე შემსრულებელი ვალდებულია აწარმოოს ყოველდღიური სამუშაოების უწყისი და მოთხოვნის თანავე მიაწოდოს დამკვეთს ყველა მასალის ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი.
  • შემსრულებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით შეასრულოს მასალებისა და შესრულებული სამუშაოების ხარისხის შემოწმება და შესაბამისი დოკუმენტები წარუდგინოს დამკვეთს.

სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს:

  • კომპანიის მიერ ბოლო 2 წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალს;
  • სამუშაოების შესრულების დეტალურ გეგმაგრაფიკს.

გთხოვთ გაითვალისწინოთ შემდეგი გარემოებები:

სამუშაოების შესრულების ადგილი: რუსთავის ცემენტის ქარხანა.
სამუშაოების შესრულების ვადა: გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენთვის მისაღები უმოკლესი ვადა.
გადახდის პირობები: სამუშაოების დასრულების შემდეგ, მიღება ჩაბარების აქტების საფუძველზე.
ტექნიკური მოთხოვნები: თანდართული დოკუმენტებისა და ადგილობრივი ტექნიკური მოთხოვნებისა და სტანდარტების შესაბამისად. 
უსაფრთხოების მოთხოვნები (საჭიროებისამებრ):  

- რისკების შეფასების ფაილი
- სამუშაო მეთოდოლოგია;
- შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სერთიფიკატი;
- ინფორმაცია ჩატარებული სწავლებების შესახებ;
- უბედურ შემთხვევაზე დაზღვევა;

ტენდერის ჩატარების რეგლამენტი:

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტედენტი კომპანია უნდა დარეგისტრირდეს ჰანუველცემეტნის სატენდერო პლათფორმაზე, (https://quantum.gep.com/)

ამისთვის კი აუცილებლად უნდა დაუკავშირდეთ ჰანუველცემენტის წარმომადგენელს, როგორც მეილის, ასევე ტელეფონის საშუალებით : Mail: Shalva.Beridze@cement.ge; Mob: (591) 53 83 83 და მოგეწოდებათ შესაბამისი სარეგისტრაციო ბმული.

სატენდერო წინადადების წარდგენის საბოლოო ვადა: 08.09.2025

კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ:

შალვა ბერიძე
+995 591 538 383
Shalva.beridze@cement.ge

ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით გთხოვთ დაუკავშირდეთ:

სანდრო ხეთაგური
+995
591 080655
alexander.khetaguri@cement.ge

ირაკლი სადუნიშვილი
+995 577 509705
irakli.sadunishvili@cement.ge  

ტენდერის კატეგორია:

  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
შეკითხვები