ჩაბარების ვადა:

3 სექტემბერი 2025, 15:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T27725 - ტენდერი ავტომობილის შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: დაირექტ დებიტ ჯორჯია
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: USD
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 27 აგვისტო 2025 დრო 15:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 3 სექტემბერი 2025 დრო 15:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.

ტენდერის აღწერილობა:

შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯიას/კ 205130464 აცხადებს ელექტრონულ ტენდერს ავტოსატრანსპორტო საშუალების შესყიდვაზე.

დაინტერესებულმა პირებმა წინადადება უნდა წარმოადგინონ შესყიდვების ელეტრონული სისტემის- www.tenders.ge საშუალებით

ტენდერი ჩატარდება ვაჭრობის გარეშე.

შესყიდვის ობიექტი:

პროდუქტი რაოდენობა
ავტომობილი - ფურგუნი 3


მახასიათებლები:

ძირითადი მოთხოვნები:
ძარის ტიპი ფურგუნი, უკან დახურული, შუშების გარეშე.
(გადაღობვა სამგზავრო და სატვირთო არეს შორის)
ძრავი 1.6
საწვავის ტიპი დიზელი
გადაცემათა კოლოფი მექანიკური 5-საფეხურიანი
ტვირთამწეობა 1000 კგ-დან ზევით
კარის განლაგება უკან და გვერდით სრიალა
ფერი თეთრი (სასურველია)
გაბარიტები სიგრძე არაუმეტეს 4 მეტრიდან 4.5 მეტრამდე
საჭის მდებარეობა მარცხენა
დამატებითი მოთხოვნები:
კონდიციონერი სავალდებულოა
ცენტრალური საკეტი სავალდებულოა
სალონის ფეხსაგები ხალიჩა (რეზინა) 1 კომპლექტი
წინა და უკანა პარკინგ სენსორები სავალდებულოა
გარანტია: 5 წელი ულიმიტო ან 150000 კმ. 

 

ავტომობილის საგარანტიო პერიოდიში საჭირო სათადარიგო ნაწილების ფასთა ცხრილი

დასახელება

განზ.

პროდ. ღირ.

მომს. ღირ.

სიხშირე კმ.

ძრავის ზეთი

ლიტრი

     

ძრავის ზეთის ფილტრი

ცალი

     

ჰაერის ფილტრი

ცალი

     

წინა სამუხრუჭე ხუნდი

კომპლექტი

     

უკანა სამუხრუჭე ხუნდი

კომპლექტი

     

კონდიციონერის ფილტრი

ცალი

     

აალების სანთლები

კომპლექტი      

საწვავის ფილტრი

ცალი      

წინა საყრდენი დისკი

ცალი      

უკანა საყრდენი დისკი

ცალი      

საბურავის დაშლა, აწყობა, დაკერება, ბალანსირება

ცალი      

თვლების შეკრა

ცალი      

ამორტიზატორი წინა

ცალი      

ამორტიაზტორი უკანა

ცალი      

სალონის ფილტრი

ცალი      


შენიშვნები:

  • მომსახურების მიღება საგარანტიო ნაწილებზე შესაძლებელი უნდა იყოს როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.
  • მოწოდების ვადა - 2025 წლის 10 სექტემბრამდე.

სატენდერო პირობები:

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა სისტემაში ატვირთოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული შემდეგი დოკუმენტაცია (PDF ფორმატის ფაილები):

  • დანართი N1- კომპანიის რეკვიზიტები;
  • დანართი N2- ფასების ცხრილი
    - ფასები დაფიქსირებული უნდა იყოს დოლარში დღგ-ს და კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
     - ღირებულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს პროდუქციის ადგილზე მოწოდება;
  • დანართი N3- განხორციელებული პროექტების და შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი;

ტენდერში გამარჯვების კრიტერიუმია-ღირებულება და ხარისხი;

განფასებაში შეცდომის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ერთეულის ფასს;

სატენდერო შემოთავაზებაში და ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასთა ცდომილების (სხვაობის) შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასს;

გამარჯვებულად მიიჩნევა და ხელშეკრულება დაიდება იმ მონაწილესთან, რომელიც წარმოადგენს უკეთეს ფასს და დააკმაყოფილებს სატენდერო ტექნიკურ მოთხოვნებს;

ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია ავანსად გასაცემი თანხის ოდენობით, ასევე შემოსავლების სამსახურიდან გაცემული შედარების აქტი, რომელშიც არ უნდა ისახებოდეს დავალიანება.

მომწოდებლის მხრიდან შესაძლებელია მოხდეს დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენა 3 დღის ვადაში. ვადის ათვლა ხორციელდება მომწოდებლისთვის იმ ინფორმაციის მიწოდების დღიდან, რომელსაც შეეხება პრეტენზია.

დამკვეთის მიერ შესაძლებელია შეწყდეს ტენდერი, შესაბამისი მიზეზების არსებობის შემთხვევაში, რაზეც აუცილებლად ინფორმირებული იქნება ყველა მონაწილე; ასევე დამკვეთი იტოვებს უფლებას ტენდერი სცნოს ანულირებულად თუ ტენდერში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ერთი კომპანია;

სხვა დანარჩენი პირობები, შემდგომში გამყიდველსა და მყიდველს შორის გათვალისწინებულ იქნება ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებაში.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნასwww.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა:  2025 წლის 3 სექტემბერი, 15:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: დოლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

ტენდერის მსვლელობის დროს ტექნიკურ და ტენდერის პროცესთან დაკავშირებით კითხვებზე დაუკავშირდით:

ლელა ტყეშელაშვილი
ტელ: +995 599 27 87 97
ltkeshelashvili@ddg.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 34100000 ავტოსატრანსპორტო საშუალებები
შეკითხვები