
12 სექტემბერი 2025, 14:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T27741 - აუქციონი Adobe-ს ლიცენზიების განახლებაზე
- გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: USD
- ვაჭრობის ტიპი: რევერსული
- ფასის კლების ბიჯი: 300.00 $
- მონაწილეობის დაწყება: 30 აგვისტო 2025 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 12 სექტემბერი 2025 დრო 14:00
ტენდერის აღწერილობა:
სს საქართველოს ბანკი აცხადებს აუქციონს Adobe-ს ლიცენზიების განახლებაზე.
ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის:
- პრეტენდენტებმა სისტემაში უნდა ატვირთონ სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი.
- ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთანდაკავშირებით ელექტონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით.
- ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესოპირობების მქონე მომწოდებელს.
- ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭებახელშეკრულების პირობებს.
- პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირისხელმოწერითა და ბეჭდით;
- ტენერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ შეავსოს შემოთავაზებული ფასების ცხრილი - დანართი1;
- პრეტენდენტებმა თანდართული ფაილის შესაბამისად შევსებულ ფასების ცხრილში უნდა მიუთითონ შემოთავაზებულისაქონლის სასაქონლო ნიშანი და / ან მარკა / მოდელი (არსებობის შემთხვევაში) და, ასევე მწარმოებელი კომპანია დაწარმოშობის ქვეყანა.
- შემოთავაზებული პროდუქტი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემულ მინიმალურპარამეტრებს.
- ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში შესაძლებელი უნდა იყოს შესყიდული ლიცენზიების რაოდენობის გაზრდა. ლიცენზიის რაოდენობის ზრდის შემთხვევაში, მისი ღირებულება და მოქმედების ვადა განისაზღვრება პროპორციულად, ხელშეკრულების მოქმედების ვადით.
- ბანკი იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ან გადაავადოს ტენდერი.
- ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს საბანკო რეკვიზიტები - დანართი 2;
- სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს დოლარში მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულგადასახადებს და გადასახდელებს.
სატენდერო მოთხოვნები:
- მიწოდების ვადა: 10/10/2025
- მიწოდების მისამართი: ქ. თბილისი, გაგარინის 29ა;
- რაოდენობასთან დაკავშირებული პირობები:
- ლიცენზიების საბოლოო რაოდენობა დაზუსტდება ხელშეკრულების გაფორმებამდე.
- შემსყიდველი ორგანიზაცია იტოვებს უფლებას, ხელშეკრულების გაფორმებამდე შეცვალოს (შეამციროს ან გაზარდოს) მოთხოვნილი ლიცენზიების რაოდენობა არაუმეტეს 20%-ისა. - ხელშეკრულების მოქმედების პერიოდის პირობები
- ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში შემსყიდველს უნდა ჰქონდეს უფლება დამატებით შეისყიდოს იმავე ტიპის ლიცენზიები, ხელშეკრულებით განსაზღვრულ ფასად.
- დამატებითი ლიცენზიების შესყიდვის შემთხვევაში, მათი ღირებულება გამოითვლება პროპორციულად, ხელშეკრულების დარჩენილი ვადის გათვალისწინებით.
- დამატებით შესყიდული ლიცენზიების მოქმედების ვადა გაგრძელდება ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვამდე.
დამატებითი ინფორმაცია:
ბანკი იღებს ვალდებულებას შეამციროს გარემოზე ზემოქმედება და უზრუნველყოს გარემოს დაცვითი და მდგრადი განვითარების კომპონენტების მონიტორინგი.
ბანკი თანამშრომლობს იმ მომწოდებლებთან, რომლებიც იზიარებენ იგივე სტანდარტებს და მათ პოლიტიკაში და ყოველდღიურ საქმიანობაში ასახულია სახიფათო ნარჩენების, ენერგიის, წყლის და ნახშირორჟანგის მინიმაზაციის მიზნით დასახული ქმედებები და ყოველდღიურ საქმინობაში ახდენენ ამის კონტროლს, რის დამადასტურებლად შეუძლიათ დოკუმენტაციის წარმოდგენა.
ბანკთან თანამშრომლობის შემთხვევაში მხარე აცხადებს რომ:
- სრულად და ჯეროვნად დაიცავს გარემოს დაცვის, ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნებს, მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშით თუ ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან/და სანებართვო თუ სალიცენზიო პირობებს;
- უზრუნველყოფს ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებასა და დამუშავებას, კანონმდებლობის შესაბამისად;
- ნებისმიერი ისეთი გარემოების (მათ შორის, ერთმნიშვნელოვნად ნებისმიერი სახის ავარიის, ინციდენტის ან/და უბედური შემთხვევის) დადგომიდან, რომელიც საფრთხეს უქმნის გარემოს დაცვას ან/და გარემოს დაცვის ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევიდან ან ასეთი გარემოებების დადგომის საშიშროების წარმოშობიდან 5 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში აცნობებს ბანკს აღნიშნულის თაობაზე და იმ ზომების შესახებ, რომელსაც იგი იღებს ზემოთ ხსენებული გარემოებების აღმოსაფხვრელად.
ინფორმაცია ელექტრონულ აუქციონში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 12 სექტემბერი, 14:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: დოლარი
- ვაჭრობის ტიპი: რევერსული აუქციონი;
- ფასის კლების ბიჯი: 300 დოლარი;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
აუქციონი დაიწყება 2025 წლის 12 სექტემბერს, 14:00 საათზე.
საკონტაქტო პირი:
ანი სტეფნაძე
astepnadze@bog.ge
ტელ: 579 24 34 75
ტენდერის კატეგორია:
- 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები
- 48700000 პროგრამული პაკეტების მომსახურე პროგრამები
- 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები