ჩაბარების ვადა:

17 აგვისტო 2017, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T2776 - ტენდერი კირქვის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა: 

ს.ს.“მინა“-ს აცხადებს ტენდერს კირქვის შესყიდვის შესახებ.

კირქვის ქიმიური და გრანულომეტრული მახასიათებლები გთხოვთ იხილოთ დანართში;

  • კირქვის წლიური მოხმარება - დაახლოებით 8200 ტონა;
  • პროდუქციის სახე : დაფქული - 0,3მმ ფრაქციით;
  • მიწოდების პირობები: პროდუქციის მიწოდება/ჩამოტვირთვა უნდა მოხდეს გამყიდველის სატრანსპორტო საშალებით - ს.ს.“მინა“-ს კირქვის დაცლის უბანზე;
  • სატრანსპორტო საშუალება: სახმელეთო ან/და სარკინიგზო;

ტენდერის ჩაბარების პირობები:

ტენდერში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, მოგვაწოდეთ თქვენი შემოთავაზება 2017 წლის 17 აგვისტომდე ს.ს.“მინა“-ს სათაო ოფისში (მცხეთის რ-ნი, სოფ.ქსანი); უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და დამოწმებული ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში);

გთხოვთ, კონვერტზე მიუთითოთ ტენდერის სახელწოდება და გამომგზავნის დასახელება;
წინადადებას უნდა დაერთოს:

  • კომპანიის რეკვიზიტები;
  • პასუხისმგებელი პირის საკონტაქტო ელ.ფოსტა და ტელეფონის ნომერი;
  • კომპანიის საქმიანობის მოკლე ისტორია.
  • შემოთავაზება - განფასება 1 ტონა პროდუქციის ღირებულება სახმელეთო ტრანსპორტირების ჩათვლით ლარში დ.ღ.გ-ს გარეშე და 1 ტონა პროდუქციის ღირებულება სარკინიგზო გზით ტრანსპორტირების ჩათვლით ლარში დ.ღ.გ-ს გარეშე.
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.

გაითვალისწინეთ დაგვიანებული წინადადებები არ განიხილება.
მხოლოდ გამარჯვებულ კომპანიას ეცნობა ტენდერის შედეგი; 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მოგვწეროთ მისამართზე sbedoshvili@mina.com.ge 

ტენდერის კატეგორია:

  • 44900000 სამშენებლო ქვა, კირქვა, თაბაშირი და ასპიდური ფიქალი

დოკუმენტაცია