ჩაბარების ვადა:

17 აგვისტო 2017, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T2777 - ტენდერი საყოფაცხოვრებო ქიმიისა და საწმენდი საშუალებების მომწოდებელი კომპანიის გამოვლენაზე

ტენდერის აღწერილობა: 

„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ აცხადებს ტენდერს პროდუქციის შესყიდვაზე, კერძოდ ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის შესასყიდი საყოფაცხოვრებო ქიმიისა და საწმენდი საშუალებების მომწოდებელი კომპანიის გამოვლენაზე #08/08-GIG-P/CI-17

ტენდერის დეტალები:

  • გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება გენერალური ხელშეკრულება;
  • შესყიდვა განხორციელდება თვეში ერთხელ შესაბამისი კომპანიის მიხედვით;
  • ერთი თვის მანძილზე შესასყიდი საწმენდი საშუალებების სავარაუდო რაოდენობები გთხოვთ იხილოთ დანართში N1.

შემსყიდველი კომპანიების ჩამონათვალი და შესაბამისი მიწოდების მისამართები:

  • შპს საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია:
    - ქ. თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18;
    - ქ. გარდაბანი, დავით აღმაშენებლის ქუჩა N2;
  • შპს მტკვარი ენერჯი:
    - ქ. გარდაბანი, დავით აღმაშენებლის ქუჩა N2ა;
  • შპს ნეოგაზი:
    - ქ. თბილისი აღმაშენებლის ხეივანი მე-11 კმ;
    - ქ. თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18;
  • შპს საქნახშირი (ჯი-აი-ჯი ჯგუფი): ქ. ტყიბული, თაბუკაშვილის ქუჩა N13;
  • შპს „ქუთაისის ავტომექანიკური ქარხანა“: ქ. ქუთაისი, ავტომშენებლის ქუჩა N88;

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში შევსებული დანართი N1-ის სახით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით:
    - წინადადებები მიიღება როგორც მოთხოვნილი საწმენდი საშუალებების ტიპებზე, ისე მათ ანალოგებზე (ანალოგების შემოთავაზების შემთხვევაში მითითებული უნდა იყოს შემოთავაზებული ბრენდი, შეფუთვის მოცულობა და ქვეყანა მწარმოებელი);
    - წინადადებები მიიღება ასევე არასრულ პოზიციებზე (კომპანიას თუ არ გააჩნია თითოეული დასახელება, შეუძლია წარმოადგინოს წინადადება იმ პოზიციებზე, რომლის მოწოდებაც მისთვის შესაძლებელია);
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ, უპირატესობა მიენიჭება კომპანიას, რომელიც არ მოითხოვს ავანსს;
  • ინფორმაცია მიწოდების პირობებისა და ვადების შესახებ;
  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18. საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: ვასილ მაისურაძე, ელ-ფოსტა: v_maisuradze@giec.ge ; საკონტაქტო ნომერი: 551 11 22 22;
  • საკონტაქტო პირი ტექნიკურ დეტალებთან დაკავშირებით: დიმიტრი აგეკიანი, ელ-ფოსტა: dagekyan@gig.ge ; საკონტაქტო ნომერი: 598 88 94 90;

წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2017 წლის 17 აგვისტოს 17:00 საათამდე.

ტენდერის კატეგორია:

  • 39200000 ავეჯის აქსესუარები
  • 39500000 ქსოვილის ნივთები
  • 39800000 საწმენდი და საპრიალებელი პროდუქცია