ჩაბარების ვადა:

1 სექტემბერი 2017, 16:00

სტატუსი:

დასრულებული

T2780 - ტენდერი გზამკვლევი ვიდეორგოლების შექმნაზე

ტენდერის აღწერილობა: 

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის დავალებით შპს. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქმიანობას ეწევა გერმანია-საქართველოს განვითარების თანამშრომლობის სფეროში.

დაგეგმილი გვაქვს შევისყიდოთ შემდეგი სამუშაო/მომსახურება დანართი 1 - ის შესაბამისად.

ინტერესის შემთხვევაში, გთხოვთ, 1.09.2017 -ის 16:00 საათამდე წარმოგვიდგინოთ თქვენი შემოთავაზება ამობეჭდილი სახით, 2 სხვადასხვა კონვერტში.გთხოვთ დანომროთ კონვერტები: 1 კონვერტში მოათავსოთ საფასო შემოთავაზება, ხოლო 2-ში შინაარსობრივი შემოთავაზება.

გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება, რომ შინაარსობრივ ნაწილში არ უნდა დაფიქსირდეს მინიშნების სახითაც კი საფასო ნაწილი ( მაგ. პროექტის ღირებულება და ა.შ)
გთხოვთ გაითვალისწინოთ , რომ საფასო ნაწილი უნდა იყოს დაფიქსირებული ეროვნულ ვალუტაში.
გთხოვთ, შემოთავაზებები მოგვაწოდოთ ინგლისურ ენაზე.
დაგვიანებული შემოთავაზებები არ განიხილება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ 2013 წლის მაისიდან სსკ–ს 168-ე მუხლის მე–4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება სარგებლობს გადასახადებისგან გათავისუფლებით (დღგ, აქციზი, იმპორტის გადასახადი) და შესაბამისად წარმოდგენილი ფასი არ უნდა შეიცავდეს მოცემულ გადასახადებს.

გთხოვთ, კონვერტზე მიუთითოთ შემდეგი:

  • სახელი, გვარი, ფირმის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, საკონტაქტო პირი, მისამართი)
  • ტენდერის დასახელება : Production of Video Tutorials on Public Services to Business in the Context of DCFTA Implementation გზამკვლევი ვიდეორგოლების შექმნა სახელმწიფო სერვისების შესახებ ბიზნესისთვის DCFTA-ს იმპლემენტაციის კონტექსტში 
  • წარწერა “კონფიდენციალურია”;
  • გთხოვთ, მოაწეროთ ხელი დალუქვის ადგილზე.

გთხოვთ, შემოთავაზება დაიტანოთ თქვენი ორგანიზაციის ლოგოიან თავფურცელზე, დასვათ ბეჭედი და ხელმოწერა.

აგრეთვე მიუთითოთ შემდეგი მისამართი:

GIZ-ის რეგიონალურ ბიუროს სამხრეთ კავკასიაში
ქალბატონ ქეთევან საათაშვილს
რუსთაველის 42 / გრიბოედოვის 31ა
0108 თბილისი

მიუთითეთ პროგრამის ნომერი 13.2144.7-008.00
და აგრეთვე ნომერი 83264569

და დანომრეთ კონვერტები
(I - საფასო შემოთავაზება; II - შინაარსობრივი შემოთავაზება).

შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდეთ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით – შემოთავაზებების ჩაბარებამდე არაუგვიანეს 2 დღისა:
ქალბატონ ეთერ კონჯარიას
Eteri.konjaria@giz.de 

წესების დარღვევის შემთხვევაში შეიძლება თქვენი შემოთავაზება არ იქნას განხილული.

შემოთავაზებების შეფასება სავარაუდოდ დამთავრდება 14.09.2017 -სთვის.

ტენდერის კატეგორია:

  • 92100000 კინოდა ვიდეომომსახურებები