ჩაბარების ვადა:

17 აგვისტო 2017, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T2783 - ტენდერი მექანიკური სასწორების მოდერნიზაციის შესახებ ელექტრო სასწორებად

ტენდერის აღწერილობა: 

ს.ს.“მინა“ აცხადებს ტენდერს მექანიკური სასწორების მოდერნიზაციის შესახებ ელექტრო სასწორებად;

არსებული მოთხოვნები:

  • 50 ტონიანი მექანიკური საავტომობილო სასწორის მოდერნიზება ელექტრო-მექანიკურ სასწორად;
  • 120 ტონიანი მექანიკური სავაგონე სასწორის მოდერნიზება ელექტრო-მექანიკურ სასწორად;

მოდერნიზება მოიცავს:

  • წონის მაჩვენებელი ინდიკატორი - 2 ცალი ( 1-1 თითოეულ სასწორზე)
  • ტენზომეტრიული გადამცემი - 2ცალი (1-1 თითოეულ სასწორზე)
  • საავტომობილე სასწორისათვის განკუთვნილი პროგრამა (შესაბამისად საავტომობილე სასწორსიათვის)
  • სავაგონე სასწორისათვის განკუთვნილი პროგრამა (შესამაბისად სავაგონე სასწორისათვი)
  • პერსონალური კომპიუტერი , აქსესუარებით და პრინტერით - 2 ცალი (1-1 თითოეული სასწორისათვის)
  • სერტიფიცირება/კალიბრაცია
  • მონტაჟი

ტენდერის ჩაბარების პირობები:

ტენდერში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი შემოთავაზება დალუქული კონვერტით ს.ს.“მინა“-ს სათაო ოფისში (მცხეთის რ-ნი, სოფ.ქსანი) 2017 წლის 17 აგვისტომდე ; უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და დამოწმებული ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში);

გთხოვთ, კონვერტზე მიუთითოთ ტენდერის სახელწოდება და გამომგზავნის დასახელება;

წინადადებას უნდა დაერთოს:

  • კომპანიის რეკვიზიტები;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
  • სარეკომენდაციო წერილი ორი, მაქსიმუმ 4 კომპანიისგან;
  • პასუხისმგებელი პირის საკონტაქტო ელ.ფოსტა და ტელეფონის ნომერი;
  • შემოთავაზება წარმოდგენილი უნდა იყოს არსებულ მოთხოვნებში მითითებული გრაფის შესაბამისად, ცალ-ცალკე ჩამოწერილი პუნქტების მიხედვით და დაჯამებული ლარში, დ.ღ.გ-ს გარეშე;

გაითვალისწინეთ:

  • მხოლოდ გამარჯვებულ კომპანიას ეცნობა ტენდერის შედეგი;
  • შერჩევისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესი შესაძლოა გაგრძელდეს 1 -4 კვირა.
  • გამარჯვების შესახებ გეცნობათ ელ.ფოსტის მეშვეობით;

განიხილება მხოლოდ 17 აგვისტოს ჩათვლით შემოსული წინადადებები, რომელთაც სრულად აქვს წარმოდგენილი ზემოთ მოთხოვნილი დოკუმენტები. 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მოგვწეროთ მისამართზე aalaverdashvili@mina.com.ge  

ტენდერის კატეგორია:

  • 42900000 სხვადასხვა ზოგადი და სპეციალური დანიშნულების მანქანა-დანადგარები
  • 38300000 საზომი ხელსაწყოები